ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი უნდა იყოს დეპუტატობის კანდიდატი? რას ფიქრობს ხალხი?! 09.10.2020წ.

9-10-2020, 12:26

ირაკლი მენაღარიშვილი, ლანჩხუთი:
დეპუტატს უნდა უყვარდეს ხალხი და ქვეყანა. რასაც დაპირდება ხალხს, უნდა შეუსრულოს; ტყუილი დაპირება,  არ უნდა გასცეს. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხალხს ნდობა არ უნდა გაუცრუოს.

რუსუდან ჩხეტია, ლანჩხუთი:
ხალხი უნდა უყვარდეს, უნდა იყოს სიმართლის მოყვარული და რასაც ხალხს დაპირდება, აუცილებლად უნდა შეასრულოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. ხალხის პრობლემები გულთან უნდა მიიტანოს და ზრუნავდეს მის მოგვარებაზე.

დავით გიორგაძე, ლანჩხუთი: 
ხალხი და თავისი ქვეყანა უნდა უყვარდეს, ხალხის პრობლემები გულთან უნდა მიიტანოს და ზრუნავდეს მის მოგვარებაზე. ისეთი დაპირება არ უნდა მისცეს ხალხს, რომელსაც შემდეგ ვერ შეასრულებს. უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ხალხს არ უნდა დაემალოს, პირიქით ყოველთვის უნდა იყოს მზად მათთან შესახვედრად. ხშირად უნდა დადიოდეს ხალხში და გაიგოს მათი გასაჭირი. ყოველთვის უნდა ცდილობდეს მათთან შეხვედრას.

ბახულა რამიშვილი, ლანჩხუთი:
ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი, უნდა უყვარდეს თავისიი ხალხი და ქვეყანა. უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი, ხალხის პრობლემები გულთან უნდა მიიტანოს და ზრუნავდეს მის მოგვარებაზე. 

თამარ სარჯველაძე, ლანჩხუთი:
უნდა იყოს ხალხის მოყვარული და მისი პრობლემები გულთან უნდა მიჰქონდეს და ზრუნავდეს მის მოგვარებაზე. ტყუილი დაპირება არ უნდა მისცეს მის ხალხს, რომ მერე არ შერცხვეს მათთან შეხვედრა. უნდა იყოს წესიერი და პატიოსანი.
 
ქეთევან პატარაია, ლანჩხუთი:
ხალხის პრობლემები გულთან უნდა მიიტანოს და ცდილობდეს მის მოგვარებას. უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და ხალხის მოყვარული. ტყუილი დაპირება არ უნდა მისცეს ხალხს, რომელსაც მერე ვერ შეასრულებს და მათთან შეხვედრის არ უნდა მოერიდოს.

გრიგოლ სიხარულიძე.
ხალხი და მისი ქვეყანა უნდა უყვარდეს, უნდა იყოს პასუხიმგებლიანი. უნდა ზრუნავდეს მისი პრობლემების მოგვარებაზე. არ უნდა იყოს მატყუარა და ფლიდი. ხალხთან შეხვედრის არ უნდა შეეშინდეს და ყოველთვის მზად უნდა იყოს მათთან შესახვედრად.

სოფო წილოსანი, ლანჩხუთი:
უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. სასურველია იყოს პროფესიით ეკონომისტი ან იურისტი. ხალხის პრობლემები გულთან უნდა მიიტანოს და ყოველთვის უნდა ზრუნავდეს ხალხსა და ქვეყანაზე. რასაც ხალხს დაპირდება აუცილებლად უნდა შეასრულოს. უნდა იყოს უნარიანი და პასუხისმგებლიანი.  

მაყვალა მშვიდობაძე, ლანჩხუთი:
უნდა იყოს ხალხის მოყვარული, წესიერი, პატიოსანი და პასუხისმგებლიანი. ყოველთვის მზად უნდა იყოს ხალხთან შესახვედრად. არ უნდა ემალებოდეს მათთან შეხვედრას, რასაც დაპირდება ხალხს, უნდა შეუსრულოს, რომ მერე არ შერცხვეს მათთან შეხვედრის. შუბლის ძარღვი ფულის გულისთვის არ უნდა გაიწყვიტოს. ხალხში ხშირად უნდა დადიოდეს და არ უნდა იკეტებოდეს კაბინეტში.

ციალა ვადაჭკორია, ლანჩხუთი:
ასარჩევი დეპუტატობის კანდიდატი უნდა იყოს თავისი საქმის პროფესიონალი და ცდილობდეს ხალხის პრობლემების გულთან მიტანას. არ უნდა მისცეს ცრუ დაპირება ხალხს, რომ მერე არ შერცხვეს მათთან შეხვედრის შეუსრულებლობის შემთხვევაში. ხშირად გავიდეს ხალხში და გაიგოს მათი აზრი და მათი პრობლემები უნდა მიიტანოს მთავრობაში და ყოველი ღონე უნდა იხმაროს მისი გადაჭრისათვის.

ავტორი რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 78
FACEBOOK კომენტარები