არსებობს თუ არა საქართველოში პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი?
ნაირა კუკულაძე, ჩიბათი:
მგონი თუ თავს და გარშემომყოფებს არ გავუფრთხილდებით, მაშინ აუცილებლად გავრცელდება, უნდა დავიცვათ ის დაწესებული რეკომენდაციები, რომლებიც დაგვიწესა ჯანმრთელობის სამინისტრომ. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ამიტომ სულ სახლში ვარ და აუცილებელ საქმეზე გამოვდივარ ქალაქში.
ნანული ბარამიძე, ლანჩხუთი:
მგონი, ისინი ყველაფერს აზვიადებენ. მაგრამ უნდა დავიცვათ ის წესები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისათვის. ვიცავ პირადი ჰიგიენის წესებს, ვიცავ დისტანციას და აუცილებელი საჭიროებისას გამოვდივარ ქალაქში.
ბადრი კუტალეიშვილი, ლანჩხუთი:
ამგონი არსებობს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის წესები, რომლებიც დაგვიწესა ჯანდაცვის სამინისტრომ. ხშირად ჩვენ თვითონ უნებლიეთ ვარღვევთ ამ წესებს. მაგ. ერთხელ შევხედე რაღაცაზე რიგი იყო, ყველა პირბადის გარეშე იყო. მეც დამეზარა
სახლში შებრუნება და ისე დავდექი რიგში, ამიტომ წესად უნდა გავიხადოთ ყველა რეგულაციების დაცვა.
ემზარი კვირკველია, ლანჩხუთი:
ალბათ არსებობს, ამიტომ ჩვენც უნდა დავემორჩილოთ იმ აუცილებელ წესებს, რომლებიც დაგვიწესა ჯანმრთელობის სამინისტრომ. ასე საკუთარ თავსაც დავიცავთ და ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
ქეთევან ფირცხალაიშვილი, შუხუთი:
არსებობს საშიშროება, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ ყველა ის აუცილებელი რეგულაციები, რომლებიც დაწესებულია ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ, დავიცვათ დისტანცია და პირადი ჰიგიენის წესები.
ფატი აბაშიძე, ნიგვზიანი:
არსებობს საშიშროება, მაგრამ თუ დავიცავთ იმ დადგენილ წესებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ კორონა ვერ დაგვამარცხებს, თუ ყველა წესს ზედმიწევნით დავიცავთ.
რაისა სერებრიაკოვა, გულიანი:
პანდემიის გავრცელების საშიშროება არსებობს, ამაგრამ ჩვენ თ? მედგრად გავხვდებით და ყველა წესს ზედმიწევნით შევასრულებთ, მაშინ კორონას აუცილებლად დავამარცხებთ.
ნარგიზი შავიშვილი, ლანჩხუთი:
მე ვფიქრობ ყველაფერი გაზვიადებულია, ვირუსი ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მთავარია ზუსტად დავიცვათ აუცილებელი რეგულაციები და წესები და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი საშიშროება მაინც ეკონომიკის დაღმავლობაა, ამას ემატება ეროვნული ვალუტის ინფლაცია და ხალხის უკუდურეს სიღარიბეში ყოფნა, რაც გამოწვეულია ფასების მატებით ყველაფერზე. ახლა გვეძლევა შანსი, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ არჩევნებზე. რომ იძახიან, ყველაფერი კარგად არისო, ხალხი ვერ ხედავს? მაღალჩინოსნები ვერ ხედავენ, რადგან თვითონ რომ კარგად არიან, ასე ჰგონიათ ყველა კარგად არის.
ავტორი: რუსუდან მანაგაძე
არსებობს თუ არა საქართველოში პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფნი? - რას ფიქრობსხალხი?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 974