ნადეჟდა სოხაძე, აკეთი:
ჩემს ნდობას იმსახურებს პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი’’, რადგან მიმაჩნია, რომ ის რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას დაარეგულირებს, მაგრამ ვფიქრობ არჩევნებში მაინც მმართველი გუნდი გაიმარჯვებს, რადგან ძალა მაგათ ხელშია და ახლა ისინი ძალაუფლებას ხელიდან არ გაუშვებენ.
ბენედიქტე ჩიჩუა, ლანჩხუთი:
ვფიქრობ ,,ქართული ოცნება‘’ გაიმარჯვებს.
ეთერი კილაძე, ლანჩხუთი:
მგონი ოპოზიციურუ პარტია, კერძოთ ,,ევროპული საქართველო’’ გაიმარჯვებს, თუ ასე არ იქნა საქართველო უარეს დღეში ჩავარდება. ჩემი აზრით დავით ბაქრაძე ყველას ნდობას იმსახურებს,
ნატო შავაძე, ლანჩხუთი:
ვფიქრობ ,,ევროპული საქართველო’’ გაიმარჯვებს. ძალიან მინდა, რომ გაიმარჯვოს, ხალხისთვის ასე აჯობებს.
ლალი ჟღენტი, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ მინდა ოპოზიციამ გაიმარჯვოს, რადგან ხალხი დაიღალა ამდენი დაპირების შეუსრულებლობით და დამცირებით.
ვენერა ციკოლია, ლანჩხუთი:
მე ვფიქრობ პარტია ,,ევროპული საქართველო‘’ გაიმარჯვებს, ყოველ შემთხვევაში ასე მინდა იყოს, თუ მმართველმა პარტიან არ შეუშალა ხელი.
ნინო კვაჭაძე, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით ,,ევროპული საქართველო ‘’ გაიმარჯვებს. ახლა ყველა პარტიას უნდა გამარჯვება, მაგრამ ეს მხოლოდ ხალხის ნებაა.
ნინო მელაძე, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით პარტია ,,ლელო’’ გადაარჩენს საქართველოს.
მზევინარ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
მინდა, რომ ,,ევროპულმა საქართველომ’’ გაიმარჯვოს, რადგან ისინი გადაარჩენენ საქართველოს მოსახლეობას.
ზალიკო ებრალიძე, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით ,,ქართული ოცნება‘’ გაიმარჯვებს არჩევნებში.ის იმსახურებს ჩემს ნდობას.
ქეთინო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
,,ევროპული საქართველომ‘’ უნდა გაიმარჯვოს, რადგან მეტი გზა არ არის, საქართველო დაღუპვის პირას არის.
ალექსანდრე კვიტაიშვილი, ლანჩხუთი:
მე ვფიქრობ ,,ქართული ოცნება’’ გაიმარჯვებს არჩევნებში, რადგან დღევანდელი სოციოლოგიური გამოკვლევებით ასე არის, თანაც მმართველი პარტია ყოველთვის იმარჯვებს.
რუსუდან მანაგაძე
რომელი პარტია იმსახურებს თქვენს ნდობას და თქვენი პრიგნოზით რომელი პარტია გაიმარჯვებს არჩევნებში?
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 923