ზური კალანდარიშვილი, ლანჩხუთი:
რა თქმა უნდა ,, ქართულ ოცნებას.
ლეილა ცინცაძე, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით ,,ქართულ ოცნებას’’, სხვა პარტიებს ნაკლები შანსი აქვთ.
მერაბი ფაღავა, ლანჩხუთი:
რომელიც კარგი პარტია იქნება და ხალხზე იზრუნებს იმ პარტიას მივცემ ხმას, მაგრამ ასეთ პარტიას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
ნანა კვიტაიშვილი, ლანჩხუთი:
არც ერთი პარტია არ იმსახურებს ჩვენს ნდობას. ისინი მარტო თავის თავზე და თავის ახლობლებზე ზრუნავენ, ამიტომ არც ერთ პარტიას არ მივცემ ხმას.
ირმა თევდირაძე, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით არჩევნებში ,,ქართული ოცნება’’ გაიმარჯვებს.
მალხაზ ვაშალომიძე, ლანჩხუთი:
არც ერთი პარტია ხალხისთვის არ იკლავს თავს. ზრუნვის რა მოგახსენოთ, პირიქით თავზე ნაცარს გვაყრიან და დაგვცინიან.
ამირან გოგუაძე, ლანჩხუთი:
არც ერთი პარტია არ იმსახურებს ხალხის ნდობას. ყველა თავისთვის და მისი ახლობლებისთვის ზრუნავს, მაგრამ მაინც ვფიქრობ ,,ქართულ ოცნებას’’ აქვს მეტი შანსი.
გიორგი დოლიძე, ლანჩხუთი:
ნათელაშვილს მივცემ ხმას, ერთხელ მაინც მივცეთ ნათელაშვილს ხმა, იქნებ მან მაინც გადაგვარჩინოს.
გულვერი დოლიძე, ლანჩხუთი:
არც ერთ პარტიას არ მივცემ ხმას, რადგან თანამდებობაზე, როცა მოსხდებიან, მერე ხალხი ან ნაცნობი ფეხებზე ჰკიდიათ. ვისზეც ბევრი ვიმუშავე, თანამდებობაზე როცა დაჯდა, საერთოდ არ შემომხედა.
გია ხომერიკი, ლანჩხუთი:
,,პატრიოტთა ალიანსს’’ მივცემდი ხმას. მგონი ის გაიმარჯვებს.
ლუკა დონდოლაძე, ლანჩხუთი:
გიორგი ვაშაძეს მივცემ ხმას, ,,საქართველოს აღმშენებლობას’’. მგონი ის გაიმაჯვებს, რადგან ალღოიანი ლიდერი ჩანს.
სიმონ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
,,ევროპული საქართველოს’’ აქვს მეტი შანსი გამარჯვების.
ნინო კილაძე, ლანჩხუთი:
რა თქმა უნდა, მთავრობის გუნდს მივცემ ხმას.
გიორგი ჩხაიძე, ლანჩხუთი:
სამთავრობო პარტიას მივცემ ხმას, რადგან ძალა მაგათ ხელშია. ისინი არავის წინ არ გაუშვებენ.
გიორგი ნამგალაძე,ლანჩხუთი:
,,ევროპული საქართველოს’’ მივცემ ხმას. მგონი მას აქვს მეტი შანსი გამარჯვების.
ავტორი: რუსუდან მანაგაძე
რომელ პარტიას აქვს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი? - რას ფიქრობს ხალხი?! 30,09,2020 წ
განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 1 165