ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას იტყვით კორონა-ვირუსის ზრდასთან დაკავშირებით, უნდა გამკაცრდეს თუ არა დაწესებული რეგულაციები? - რას ფიქრობს ხალხი?! 25.09.2020 წ.

26-09-2020, 11:06

ნინო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
ეს ადამიანებზეა დამოკიდებული, რამდენად დაიცავენ იმ რეგულაციებს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაწესებული. უნდა მოერიდონ ხალხმრავალ შეხვედრებს და დაიცვან დისტანცია, აუცილებელია პირბადე.
სალომე ჩიკაშუა, ლანჩხუთი:
ლანჩხუთში ამის გავრცელების საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ მაინც აუცილებელია დაიცვან ჯანდაცვის მიერ დაწესებული რეგულაციები.
კობა ჩხარტიშვილი, ლანჩხუთი:
აუცილებლად უნდა დაიცვან დაწესებული რეგულაციები და თავი დაანებონ ხალხმრავალ ქორწილებსა და ქელეხებს.
სოსო კვაჭაძე, ლანჩხუთი:
მსოფლიოში ამ კორონა-ვირუსის გამო გამოყოფილია 10 ტრილიონი დოლარი, აქედან ამერიკამ გამოყო: 3 ტრილიონი დოლარი. ამ პერიოდში ინფიცირებულია 30 მილიონამდე ადამიანი. ახლა წარმოიდგინეთ რა უნიკალურ ფულის შოვნის წყაროს მიაგნეს მაფიოზებმა. მაგალითად იტალიაში თუ კორონათი გარდაიცვალა ადამიანი, ერთ გარდაცვლილ კაცზე გარდაცვლილის ოჯახს აძლევენ 50000 დოლარს. ახლა წარმოიდგინეთ ეს ფული აწვება ქვეყნის ბიუჯეტს და ხალხს, რადგან ეს ხალხის ფულია. საქართველოში გამოყოფილია 4 მილიარდ ნახევარი დოლარი. თუ კორონა აინფიცირებს ადამიანებს, ამით კიდევ უფრო ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა. თუ არ ამუშავდა ეკონიმიკა, მაშინ დაიღუპება ქვეყნიერება. ვაქცინა რომც გამოიგონონ, ფულზე დახარბებული მაფიოზები, რა გარანტია გვაქვს, რომ ამას ხელს არ შეუშლიან. საქართველოში ამ კორონას ვირუსის გამო გამოიყო 4 მილიარდნახევარი დოლარი. აქედან ჩვენთან ერთ ადამიანზე იხარჯება 1 მილიონი დოლარი? ახლა წარმოიდგინეთ, ძვირფასო მკითხველო, ფულის რა რაოდენობის კეთებასთან გვაქვს საქმე? კორონა თვითონ არ არის მკვლელი ვირუსი. ისპანკამ 1910 წელს შეიწირა 100 მილიონი კაცი. ერთ რამესაც ვიტყვი, არ არსებობს ვირუსის შესაჩერებელი რაიმე, მაგრამ აუცილებელია ადამიანებმა დაიცვან ჰიგიენის წესები, დაიცვან დისტანცია და ნიღბის გარეშე არ იმოძრაონ.  თუ ასე გაგრძელდა, კლინიკები საქართველოში ვერ მოაგვარებენ ამ საქმეს, ამ პროცესს მე მგონია, რომ მარტო ბუნების ძალა, ღვთის ძალა თუ შეაჩერებს, მარტო სანიტარული მეთოდებით, პირბადე, სპირტი და ქაფური ვერ შეაჩერებს ამ პროცესს.  ახლა რომ საქართველოში მართავენ 200 სულიან ქორწილებსა და ქელეხებს, ეს არ შეიძლება, წესი და კანონი უნდა იყოს ყველასათვის. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და დაიცვას რეგულაციები. ახლა ერთ რამესაც გეტყვით, მსოფლიოში მაფიოზებმა და მთავრობებმა მოიგონეს ხალხის, საზოგადოების მართვის უნიკალური საშუალება, ადამიანები უნდა გამოფხიზლდნენ და გააქტიურდნენ, და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. საქართველოში 10 ჯერ მეტი საჯარო მოხელეა, ვიდრე საჭიროა,  არჩევნების დროს გამოყოფილია მილიონობით ლარი არჩევნების მილიონობით დაქირავებული აქტივისტისათვის, ამდენი კოორდიმატორისა და სხვა მუშაკებისათვის.  მილიონები იხარჯება ამ ხალხის შენახვისათვის. ეს ყველაფერი აწვება ზურგზე ხალხს, ეს ფული ხომ ბიუჯეტიდან იხარჯება.  ამას ემატება ის, რომ ნახევარი მილიონი კაცი ღებულობს სოციალურ შემწეობას და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. ყველაზე მეტი ადმინისტრაციული რესურსი იხარჯება სახელმწიფოს ადმინისტრაციის მხრიდან. ამას კიდევ ემატება კორონა ვირუსის ფაქტორი. 
ზაზა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ სოსო კვაჭაძეს. ხალხმა ასევე, მკაცრად უნდა დაიცვას დაწესებული რეგულაციები.
ნონა ვადაჭკორია, ლანჩხუთი:
ხალხმა აუცილებლად უნდა დაიცვას წესები, რომლებიც დააწესა მთავრობამ. ეს აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
მაცი ბურჭულაძე, ლანჩხუთი:
ხალხმა აუცილებლად მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს დაწესებული რეგულაციები და ხალხი უნდა დაემორჩილოს კანონს. უნდა დაისაჯოს კანონის დამრღვევი პირები.
რობერტი იმნაიშვილი, ლანჩხუთი:
უნდა გაამკაცრონ დაწესებული რეგულაციები. ხალხმა მკაცრად უნდა დაიცვას როგორც ჰოგიენის წესები, ასევე ყველა დაწესებული რაგულაცია, რომ  უფრო მეტად არ გავრცელდეს ეს დასაღუპავი კორონა.
ბადრი მოქია, ლანჩხუთი:
მეც იმ აზრის ვარ, რომ აუცილებლად უნდა გამკაცრდეს რეგულაციები. ხალხიც ზედმიწევნით იცავდეს ამ წესებს.
იორამ ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
მეც იმ აზრის ვარ, რომ აუცილებლად უნდა გაამკაცრონ რეგულაციები და ხალხი დაემორჩილოს ამ წესებს.

ავტორი: რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 18
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა