ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? 22,09,2020 წ

23-09-2020, 15:17

ქეთინო აფხაზავა, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია, არჩევნებამდე მოვიფიქრებ.
ლამარა დუმბაძე, ლანჩხუთი:
არჩევნები კი არა, საშინელ დღეში ვართ. ერთადერთი სოციალური დახმარებით ვცხოვრობთ, სხვა არანაირი მატერიალური შემოსავალი არა გვაქვს. არც პენსია მაქვს, არც მეუღლე მუშაობს, პირიქით ავადმყოფია, ამ სოციალურით ვირჩენდით თავს. ჩემი გოგონა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა და ამის გამო ჩემს შვილზე მომიხსნეს დახმარება. კი მესმის მუშაობის დაწყებისას ან დაქორწინებისას ხდება ხელახალი გადამოწმება და ხელახალი დანიშვნა, მაგრამ ბავშვმა უმაღლესში ჩააბარა, მეტი სახარჯო დამემატა და მომიხსნეს. არადა, რამდენი რამ სჭირდება სტუდენტს. ეს ბინის ქირა, ეს კვება, სწავლის ფული 700 ლარზე მეტი შესატანი მაქვს ამ თვის ბოლომდე, თუ ვერ შევიტანე, ბავშვს არ დაუშვებენ სასწავლებელში. აი, ასეთ დღეში ვართ, ვინც დამეხმარება და ჩემს გაჭირვებას გულთან მიიტანს, იმ პარტიას მივცემ ხმას. ასე რომ, ახლა არჩევნების არ მწამს. ისევ ისეთ მდგომარეობა იქნება და კიდევ უარესი.
ანიკო ქურიძე,  ლანჩხუთი:
მე ,,ქართულ ოცნებას’’ მივცემდი ხმას.  
ნაირა სარჯველაძე, ლანჩუთი:

მე ,,ევროპულ საქართველოს’’ მივცემ ხმას. რადგან ჯერ -ჯერობით სხვა შესაფერი პარტია არ არის. ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაზრდიან პენსიებს, ხელფასებს, სოციალურ დახმარებებს, დევნილთა დახმარებებს და სხვა. ამიტოიმ მე მათი მწამს და მინდა რომ გაიმარჯვონ.
ნინო სიჭინავა, ლანჩხუთი:
მე ,,პატრიტთთა ალიანსს’’ მივცემ ხმას, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი სწორ პოლიტიკას განახორციელებენ.
მზია გოგიჩაიშვილი, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია. მჯერა სწორ არჩევანს გავაკეთებ. მანამდე ჯერ კიდევ დროა.
ანა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
ჯერ არ გადამიწყვეტია. მინდა, რომ არჩევნებში ღირსეულმა პარტიამ გაიმარჯვოს, ამიტომ ჯერ კიდევ დავფიქრდები.
ანა გოგუაძე, ლანჩხუთი:
არც მე გადამიწყვეტია, არჩევნებამდე ჩამოვყალიბდები და სწორ არჩევანს გავაკეთებ.
ნიკო ხმალაძე, ლანჩხუთი:
მე  ვაშაძეს მივცემდი ხმას, რადგან მჯერა, რომ ის საქართველოს ამოიყვანს ამ გაჭირვებიდან.
გოგიტა დონდოლაძე, ლანჩხუთი:
მე ,,ქართულ ოცნებას’’ მივცემ ხმას, რადგან ვერ ვხედავ მის შემცვლელ უკეთეს პარტიას.
     ავტორი:    რუსუდან მანაგაძე 


განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 93
FACEBOOK კომენტარები