ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რას გვეტყვით ბოლო დღეებში `რუსთავი-2~-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?!

19-08-2015, 00:00

წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება ვიღაცის აზრის გაზიარება. ჩემი აზრით, ტელეკომპანია   `რუსთავი-2~ ყოველთვის ოპერატიულად გამოთქვამდა კრიტიკულ შენიშვნებს და მთავრობას ახსენებდა დაპირებებს. ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკითხებოდნენ თითოეულ მოქალაქეს და მათ აზრს გადმოსცემდნენ. ალბათ, ამის გამოა ყველაფერი ეს. ხელისუფლებას არ მოსწონს კრიტიკა და ისინი ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.  გულიკო მარგალიტაძე, ქალაქი ლანჩხუთი: ჩემი აზრით, ეს მიზანმიმართული პოლიტიკური დაპირისპირებაა ტელეკომპანიის მისამართით. ხელისუფლებას აღიზიანებს მათ მიმართ ხალხის მიერ გამოთქმული საყვედურები, იმ დაპირებების გამო, რომელსაც ისინი პირდებოდნენ არჩევის შემთხვევაში. `რუსთავი-2~ კი ყოველთვის სამართლიანად და ოპერატიულად აშუქებდა ხალხის აზრს.  ციალა ჯეირანაშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ საწინააღმდეგო აზრის უგულვებელყოფააა. მათ არ სიამოვნებთ კრიტიკული შენიშვნები, იმ დაპირებების შეხსენება, რომელიც ამ 3,5 წლის განმავლობაში ვერ შეასრულეს. მთავრობას, სამწუხაროდ, არ აწყობს მედიის თავისუფლება. თემურ ებრალიძე, ქალაქი ლანჩხუთი: რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების მიმართ მართებული აზრის გამოხატვისა და კრიტიკული შენიშვნების გამო მიზანმიმართული პოლიტიკური პროცესია. მათ უნდათ შური იძიონ იმ სიმართლის მიმართ, რასაც `რუსთავი-2~ გადმოსცემს. ამ საქმეში უნდა ჩაერიონ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის თავისუფლებას ჩრდილი არ უნდა მიაყენონ. კუკური ჭეიშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: `რუსთავი-2~ ნაციონალების ტელევიზიაა და ყოველთვის ნაციონალური ხელისუფლების დამცველ ტელევიზიად იყო აღიარებული და ახლაც აგრძელებს ამ პოლიტიკას. ხელისუფლების მიმართ მათი კრიტიკული შენიშვნები არასწორია, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყენაში სტაბილურობა და სიკეთე დამყარდეს. შოთა ბასილია, სოფელი ახალსოფელი: მე ვფიქრობ, რომ `რუსთავი-2~ დაისაჯა იმის გამო, რომ ხელისუფლების მიმართ ღიად გამოხატავს კრიტიკას. ახსენებენ არჩევნების დროს გაცემულ დაპირებებს. ეს კი არ მოწონთ. არც ის, რომ ხალხი საყვედურს ამბობს. თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, საყვედურები და კრიტიკული შენიშვნები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ და მათ გამოსწორებაზე იზრუნოს და არა ის, რომ უსამართლოდ გაუსწორდეს ტელევიზიას. ხელისუფლებამ `რუსთავი-2~-ს ყადაღა უნდა მოუხსნას. თინა გუჯაბიძე, ქალაქი ლანჩხუთი: `რუსთავი-2~-ის მიმართ, რადგან ის კრიტიკულ აზრს გამოხატავდა, საქმე არ უნდა აღძრულიყო. თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ ხელისუფლებამ ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინოს, უნდა გამოსწორდეს არსებული პრობლემები. ლალი იმნაიშვილი, ქალაქი ლანჩხუთი: ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიმართ ღიად გამოთქმული საყვედურებისა და კრიტიკული შენიშვნების შედეგია. მათ არ მოსწონთ მთავრობის კრიტიკა საქვეყნოდ და ამიტომაც ებრძვიან არადემოკრატიული მეთოდებით. სანამ `ოცნება~ მოვიდოდა ხელისუფლებაში, მანამდე გვახსოვს ტელეკომპანია `იმედის~ დარბევა. ახლაც იგივე ხდება `რუსთავი-2~-ის მიმართ. ხელისუფლებამ მშვიდად უნდა მოისმინოს კრიტიკული შენიშვნები.  რუსუდან მანაგაძე    

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა