ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არის თუ არა პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და თქვენ რა ახალ რეგულაციებს დააწესებდით დამატებით?

11-09-2020, 13:49

არის თუ არა პანდემიის უფრო მეტად გავრცელების საშიშროება და თქვენ რა ახალ რეგულაციებს დააწესებდით დამატებით?

ციალა კილაძე,ლანჩხუთი:
 საშიშროება არსებობს და აუცილებლად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომლებიც დააწესა ჯანმრთელობის სამინისტრომ. წინა წლებშიც ხომ არსებობდა ვირუსული ინფექციები და ასე საშიშად არ აღვიქვამდით. ვდიქრობ, ეს ყველაფერი ხელოვნურად არის გამოწვეული. ხალხის ყურადღება უნდათ გადაიტანონ პანდემიის საშიშროებაზე და არჩევნები მათთვის სასარგებლოდ ჩაატარონ. ჩვენ კი, უბრალო ხალხმა, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც დააწესა ჯანდაცვის სამინისტრომ. 

მანანა წილოსანი, ლანჩხუთი:
საშიშროება არსებობს და მკაცრად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომლებიც დააწესა ჯანდაცვის სამინისტრომ. მთავარია დავიცვათ დისტანცია და პირბადის გარეშე არ გავიდეთ სახლიდან.

შოთა გოგიბერიძე, ლანჩხუთი:
საშიშროება არსებობს და ამიტომ, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიწესებს, აუცილებლად უნდა შევასრულოთ, მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და ხალხს აშინებენ. ახლა არჩევნები მოდის და ხალხიც გავლენის ქვეშ უნდათ ჰყავდეთ.

ნინო მიმინოშვილი, ლანჩხუთი:
ჩემი აზრით საშიშროება არსებობს და აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები. ჩვევად უნდა გვექცეს, რომ აუცილებლად დავიცვათ დისტანცია და გავიკეთოთ პირბადეები.

ავთო ჩხაიძე, ლანჩხუთი:
უნდა დავიცვათ დისტანცია და გავიკეთოთ პირბადეები. საშიშია, მაგრამ  მაინც უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ჟუჟუნა პატარაია, ჩიბათი:
საშიშროება არსებობს, ამიტომ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის სამინისტროს. დავიცვათ რეგულაციები ზედმიწევნით და ყველაფერი კარგად იქნება.
ლელა კუკულაძე, ლანჩხუთი:
 საშიშროება არის და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დავიცვათ რეგულაციები და ვაკონტროლოთ სახლიდან ყოველი გასვლა.
ამ დილით 50-ზე მეტი შემთხვევა გამოაცხადეს. აუცილებლად უნდა მკაცრად დავიცვათ რეგულაციები. პირბადის გარეშე სახლიდან არ უნდა გავიდეთ და დავიცვათ დისტანცია.

ნაზი კეკუტია, ლანჩხუთი:
საშიშროება არსებობს და უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის სამინისტროს და დავიცვათ რეგულაციები. უნდა ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ დისტანცია. ასევე, არ წავიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებზე.

ალექსანდრე შავიშვილი, ლანჩხუთი:
მგონი ხალხს ზედმეტად აღიზიანებენ, ყოველთვის იყო სხვადასხვა ვირუსული ინფექციები, მაგრამ ასე არავინ შეწუხებულა. ვფიქრობ, რომ ყველაფერს განგებ აკეთებენ.უნდათ, რომ სხვა რამეზე გადაატანინონ ხალხს ყურადღება. ახლა არჩევნები აქვთ მოსაგები და უნდათ მოსახლეობა მორჩილი ჰყავდეთ, მაგრამ ხალხმა მაინც უნდა დავიცვათ დისტანცია  და ვატაროთ პირბადეები.  
რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 975
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა