ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

როგორი განწყობით ხვდებით ფერიცვალების დღესასწაულს?

19-08-2020, 14:23

ვალერიან წულაძე, მაჩხვარეთი;
ძალიან კარგი და ამაღლებული განწყობით ვხვდები ამ დღესასწაულს, რადგან ფერიცვალების დღესასწაული ძალიან კარგი დღესასწაულია, ამ დღეს თაბორის მთაზე ქრისტემ ფერი იცვალა. ჩვენი ხალხიც ამაღლებული განწყობით და სიხარულით ხვდება ამ დღეს. ჩვენს სოფელში მაჩხვარეთში ასეთი ტრადიცია გვაქვს, ყოველ დღესესწაულს იმართება ფეხბურთი. ამ დღეს სოფლის ერთი უბანი ეთამაშება მეორე უბანს.  ამიტომ ჩვენც სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით ამ დღეს.
  გულნარა კახაძე, ნიგვზიანი;
ჩვენც ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით ამ დღეს, ვემზადებით შეძლებისდაგვარად. გვინდა რომ ყველა კარგი განწყობით ხვდებოდეს ამ  და სხვა დღესასწაულებს. 
ნიკოლოზ კვირკველია, მაჩხვარეთი;
მეც ძალიან კარგი განწყობით ვხვდები ამ დღეს, რადგან ფეხბურთს დავესწრები. მინდა რომ ჩვენი ხალხიც ბედნიერად ხვდებოდეს დღესასწაულს. 
დიანა კახაძე, ნიგვზიანი;
ჩვენც დიდი სიხარულით ვხვდებით ამ დღეს, რადგან ჩვენი სოფლის ხალხი და მთელი საქართველოც სიხარულით ხვდება ამ დღესასწაულს. ჩვენ  ჩამოსული ხალხი მაინც და მაინც არ აღვნიშნავდით , მაგრამ ახლა სიხარულით ვხვდებით ამ დღეს.  
ნინა გუჯაბიძე, ზემო აკეთი;
შეძლებისდაგვარად ვხვდებით ამ დღეს, გვინდა რომ უხვად შევხვდეთ ამ დღეს. როგორც გვაქვს საშუალება, ისე ვხვდებით.  მინდა რომ მთელი საქართველო და ჩვენი ხალხი ბედნიერად ხვდებოდეს ფერიცვალების დღესასწაულს. ჩვენი ქვეყანა გახარებული და ეკონომიკურად გაძლიერებული ყოფილიყოს.  
კლარა ჩხაიძე, ლანჩხუთი;
კარგი განწყობით ვხვდები, რა თქმა უნდა, ახლაც რაღაცეები ვიყიდე, რომ ღირსეულად შევხვდე ამ დღესასწაულს.
მაცი ბურჭულაძე. ლანჩხუთი;
ვემზადებით და სიხარულით ვხვდებით ამ დღესასწაულს. 
მზია გოგიბერიძე. ლესა;
შეძლებისდაგვარად ვხვდებით , გვინდა რომ კარგად, მომზადებული შევხვდეთ. მაგრამ რაც შეძლება გვაქვს, ისე ვხვდებით.
თამარ ხუხუნი. ხაჯალია;
ძალიან კარგი განწყობით ვხვდებით  ამ დღესასწაულს. სიხარულით ვემზადებით და ამაღლებული განწყობით ვხვდებით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი საქართველო ბედნიერად და სიხარულით ხვდებოდეს დღესასწაულს. ყოველთვის ჰქონდეთ საშუალება. რომ ყოველ დღესასწაულს ბედნირად ხვდებოდეს. ამოსულიყოს ჩვენი ქვეყანა ამ გაჭირვებიდან.
 ქეთევან ნაცვლიშვილი,
 ჩოჩხათი;
ჩვეულებრივად ვხვდებით, რაც საშუალება გვაქვს, ისე შევხვდებით. ამ დღეს ხომ ქრისტემ ფერი იცვალა, მინდა რომ ჩვენმა საქართვ ელომ იცვალოს ფერი უკეთესობისაკენ, რომ ყველას ჰქონოდეს საშუალება სიხარულითა და უხვი სუფრით ხვდებოდეს ამ დღესასწაულს.
მიშა იმნაიშვილი, ლანჩხუთი;
ჩვეულებრივი განწყობით ვხვდებით ამ კარგ დღესასწაულს. ამ დღეს ხომ ქრისტემ ფერი იცვალა. ასევე ფერი ეცვალოს უკეთესობისაკენ ჩვენს ქვეყანას.  
ნინა მუკბანიანი, ჯურუყვეთი;
ღვთის წყალობით უკეთესად ვხვდებით ამ დღესასწაულს. გვინდა, რომ მთელი საქართველო კარგი განწყობით ვხდებოდეთ.
მაგული ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი;
ღვთის შეწევნით კარგად ვხვდებით ამ დღესასწაულს. ამ დღეს ხომ ხილის კურთხევა ხდება. ღმერთმა ყველა უხვად შეახვედროს ამ დღესასწაულს.
ზინა ჭყონია, ჯურუყვეთი;
მინდა რომ დღესასწაულს კარგი განწყობით შევხვდეთ, ასევე, მთელი საქართველოს ფერი ეცვალოს უკეთესობისაკენ. ყველას ჰქონდეს საშუალება უხვად და სიხარულით შეხვედროდეს ამ დღეს.
           რუსუდან მანაგაძე

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 150
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა