ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ანტიკიზისული გეგმის მესამე ეტაპი.

12-08-2020, 12:40

მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შემდგომი - III ეტაპი შეიმუშავა:
ოჯახების და მათი შვილების დასახმარებლად შემუშავებულია ახალი სოციალური პაკეტი - 17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე გაიცემა 200-ლარიანი დახმარება.
კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება ზამთარშიც  კომპენსაცია მიეცემა 80 000-მდე თვითდასაქმებულს, ვინც ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, .150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლა და ა.შ ჩვენ ჩავატარეთ  მოსახლეობის გამოკითხვა, რამდენად წაადგება ეს ანტიკრიზისული გეგმა მათ ოჯახებს?
ანა თევზაძე - ჩემი აზრით ძალიან მისაღებია. იმიტომ რომ ხალხს დახმარება ჭირდება ასეთ მომენტში. მითუმეტეს ახლა, ვირუსების დროს... ცოდვაა ხალხი. მაია მაჩიტაძე-თანდაშვილი-მესამე ანტიკრიზისული გეგმა? სარგებლობით არცეთით არ მისარგებლია ჯერჯერობით. თვითდასაქმებული ვარ და არ მქონდა საბუთები რომ წარმედგინა, რეგისტრაცია გავლილი მაქვს. მყავს შვილი, ასე რომ ვისარგებლებ ბავშვის დახმარებით, სავარაუდოთ მეც დამერიცხება 300 ლარიანი დახმარება. კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით კი ძალიან კმაყოფილი ვარ, მითუმეტეს ზამთარი მოდის და ხალხს ძალიან ბევრი ექნება გადასახადი. გაძვირდა ცხოვრება, გაძვირდა ყველაფერი... საკმაოდ რთულია! სამუშაო დაიკლო, რადგან ხალხი ცდილობს არ დახარჯოს ფული, ყველა მეორე ეტაპისთვის ემზადება. ერთჯერადი დახმარება კარგია, რომ ვთქვა ამით ხალხი თავს გაიტანსო... ვერ გაიტანს! მაგრამ დაამშვიდებს მოსახლეობას, ზამთარში არ გაუჭირდებათ.
ნუგზარ ხუხუნაიშვილი - 300 ლარიანი დახმარება  რომ იყო იმით ვისარგებლე. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ჩვენს ხელისუფლებას ვეთანხმები თავიდან ბოლომდე. მგონია სწორი მიმართულებაა.
ლაშა ქედელი

განყოფილება: რას ფიქრობს ხალხი
გადასვლები: 86
FACEBOOK კომენტარები