ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი შეურაცხყოფენ ექთნებსა და პაციენტებს, თუ გაზრდილ ხელფას მიიღებენ, მაშინ როდესაც ექთნებს დაბალი ანაზღაურება და რთული სამუშაო პირობები აქვთ, პაციენტებს კი მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ, რადგან სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემების ხარჯები შემცირდა.213 ზოგადი პრაქტიკოსს, 184 სპეციალისტს, 149 რეზიდენტს და 162 სტუდენტს სურს, მათი გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო ფონდში დაბრუნდეს.კანადის და საქართველოს ეკონომიკების შედარება ცოტა უხერხულად გვეჩვენება, უბრალოდ შევადაროთ, საქართველოში ვინ და რას აპროტესტებს. პრემია-დანამატები რომ რეკორდული რაოდენობით რიგდება ჩინოვნიკებისთვის(მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში) ეს არახალია, თუმცა ბორჯომის მერიის თანამშრომლების საქციელმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ბორჯომის მერიის თანამშრომლები ხელფასების სოლიდურ მატებას ითხოვენ, რასაც ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულო არ თანხმდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც უმრავლესობას არა მმართველი გუნდი, არამედ ოპოზიცია წარმოადგენს. ხდება გაუგონარი რამ, დეპუტატები გამოკეტეს კიდევაც, რათა მათგან სასურველი პასუხი მიეღოთ. როდესაც ,,ქართული ოცნება“ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, აანონსებდა რომ პირველ რიგში სამართლიანობას აღადგენდა და იქნებოდა სახალხო ხელისუფლება, თუმცა რეალობა სხვაზე მიგვანიშნებს. ბორჯომის თემა ერთ-ერთი მაგალითია, თუმცა ნათელი დადასტურება იმის, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერზე სურს კონტროლი. ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფლება დაგმობდა საკუთარი საჯარო მოხელეების პროტესტს, გაეზარდოთ ხელფასი მაშინ, როდესაც ქვეყანა შიმშილობის ზღვარზეა. ამ დროს კი პირიქით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან წახალისებას აქვს ადგილი. ლოგიკურად მშიერი მოსახლეობა უნდა მართავდეს საპროტესტო აქციებს და ხელისუფლებას პასუხს თხოვდეს, ჩვენთან კი პირიქით ხდება. გარდა ამ შემთხვევისა, ჩვენს ქვეყანაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ, საზოგადოება ამაზე საკუთარ აზრს აფიქსირებს რამდენიმე დღე და შემდეგ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 29 იანვარს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა ცხრავე სახელმწიფო რწმუნებულის და მისი ადმინისტრაციის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, გუბერნატორის ხელფასის ოდენობა გაორმაგებული, 5 900 ლარით განისაზღვრა, რაც მანამდე 2 950 ლარს შეადგენდა. მათ შორის, გაიზარდა გუბერნატორის მოადგილეების სარგოების მოცულობაც. გუბენატორების ხელფასის გაორმაგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა წლებში, ისინი იღებდნენ იმ მოცულობის პრემია-დანამატს, რამდენსაც მათი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა, რადგან მთავრობას გუბერნატორის სარგოს მოცულობა მაქსიმუმ მათ მიერ წინა წლეს აღებული შორმის ანაზღაურების საშუალო მოცულობით შეეძლო. როგორც ჩანს, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგოს მოცულობა დადგენილი ზღვრების მაქსიმალური მოცულობით განისაზღვრა. ამდენად, მიმდინარე წლიდან გუბერნატორები ყოველთვიურად იმ რაოდენობის ხელფასს მიიღებენ, რასაც ისინი წინა წლებში ხელფასის, პრემიის და დანამატის ჯამის სახით იღებდნენ. თუმცა, მათ აღარ ექნებათ პრემიის და დანამტის მიღების საშუალება.ხედავთ? აი ეს არის კანონმორჩილება და წესიერება, ამიერიდან გუბერნატორები და მათი მოადგილეები პრემია-დანამატებს აღარ აიღებენ. მერე რა, რომ მათი თვიური სარგო თითქმის 6000 ლარით განისაზღვრა, რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით მეტია გასავალიც. თორნიკე ჯიჯიეშვილი
კანადაში ექიმები ხელფასების ზრდას აპროტესტებენ, არ გაგონებთ საქართველოს სიტუაციას?!
ავტორი: უცნობი
ინფრომაციის: წყარო
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 963