ინტერესდება და ყურადღებით უსმენს ხალხის აზრს. ერთი სიტყვით, მათ შორის იმართება ცოცხალი, საქმიანი ურთიერთობა.Yყველაზე უფრო დამამხსოვრდა ერთი ასეთი წინადადება ანალოგიური შეხვედრების დროს, მოსახლეობა, არც თუ იშვიათად, ტყავს აძრობს დეპუტატს იმისათვის, რომ კონკრეტული საკთხების განხილვისას პარლამენტში მან სათანაოდ არ დაიცვა ხალხის ინტერესები.Pპირველი პარლამენტიდან დღემდე საკმაო დრო, თითქმის მეოთხედ საუკუნეზე მეტი არის გასული. Aამ ხნის განმავლობაში, ბუნებრვია, დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება საპარლამენტო ცხოვრებაში, თუმცა ხელისუფალთა კავშირი მოსახლეობასთან მაინც პრობლემური რჩება.Qქალბატონ ნინო წილოსანს არ დაუტოვებია რაიონში კუთხე-კუნჭული, რომ არ შეხვედროდა მოსახლეობას, მაგრამ ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, როცა ხალხის მხარდაჭერის მოპოვება სჭირდებოდა. იყო საუბრები, დაპირებები, რომელთა შორის ერთ-ერთი ის იყო, რომ არჩევის შემთხვევაში იგი მჭიდრო კავშირში იქნებოდა ამომრჩეველთან. Mმას შემდეგ ერთ წელზე მეტი დრო გავიდა. Aამ ბოლო დროს ხშირად ისმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომ დეპუტატმა ისინი დაივიწყა, ამიტომ დავინტერესდი არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრი, პირადად რომელ და რამდენ სოფელში არ შეხვედრია ხალხს. შეხვედრაში იგულისხმება თუნდაც ის, როცა დეპუტატი ჩვეულებრივ მიდის სოფელში, ხალხს დაენახვება, გაესაუბრება და შინაურულად, რომ ვთქვათ ,,ამბავს იკითხავს~. აღმოჩნდა, რომ დეპუტატი ერთი წლის განმავლობაში თვალით არავის უნახავს მოედანში, შრომისუბანში, ჯიხანჯირში, წიაღობანში, ჩოჩხათში, გულიანში, ნინოშვილში, ბაღლევში, ეწერზე, ქალაქის უბნების უმეტეს ნაწილში, მამათში. გასაგებია, პარლამენტის წევრის დატვირთული სამუშაო გრაფიკი. Aმის გამო იგი ყოველთვის განიცდის დროის დეფიციტს და უკმარისობას, მაგრამ ეს ობიექტურ მიზეზად შეიძლება გამოიყენო ყველა შემთხვევაში, გარდა ერთისა. მოსახლეობა, რომელმაც პარლამენტის წევრის მანდატი მოგცა, დაივიწყო მთელი ერთი წლის განმავლობაში მოუცლელობის მიზეზით, გამართლება არ აქვს.მართალია ქალბატონ ნინო წილოსანს მოფიქრებული აქვს მოსახლეობასთან ურთიერთობის ორიგინალური მეთოდი. საუბარია წერილების საფოსტო ყუთების შესახებ, რომელიც ყველა სოფელში დგას. ნებისმიერი ახალი საშუალება ადამიანებთან ურთიერთობისათვის მისაღები და მისასალმებელია, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხთან პირისპირ შეხვედრებია.მოსახლეობასთან მხოლოდ ყუთებით დაკავშირება დეპუტატისთვის კომფორტული მდგომარეობაა. ასეთ პირობებში მშვიდად, წყნარად ეცნობი მოქალაქეთა წერილებს, მაგრამ თავად არ გიხდება მათ წინაშე ანგარიშის ჩაბარება საკუთარი საქმიანობის შესახებ.ყუთები კარგ შესაძლებლობას გაძლევს თავიდან აიცილო ემოციური, მწვავე შეკითხვები, ხელისუფლების კრიტიკა, გაუსაძლისი მდგომარეობის პრობლემური საკითხები და ,,ტყავის გაძრობის~ ის შესაძლო საფრთხე, რომელიც ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია.ალბათ ამიტომ არის, რომ ფრანგ მაჟორიტარებს არ გააჩნიათ ანალოგიური საფოსტო ყუთები, რომელთა მოფიქრება და დადგმა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ ამ წარმატებულ და ძლიერ ქვეყანაში.Gგასულ წლებში იშვიათად მახსენდება, როცა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების, კანონპროექტების მოსამზადებლად მოსაზრებები, წინადადებები ვინმეს რაიონებში ხალხისთვის ეკითხოთ. ეტყობა ჩვენზე დიდი წარმოდგენა არა აქვთ. ასეთი მიდგომა სწორი არ არის. უამრავი ადამიანი ვიცი, რომელიც ცოდნით, პრაქტიკული და ცხოვრებისეული გამოცდილებით დატვირთულია და შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე ისეთი საჭირო აზრის, რჩევის მიწოდება, რომელსაც პარლამენტში 150 დეპუტატი თავიანთი ექსპერტსპეციალისტებიანად ვერ მოისაზრებენ.როცა საპარლამენტო საქმიანობას შეუდგა, ნინო წილოსანს ვთხოვე, რომ სასურველი იქნებოდა კანონპროექტები, რომელიც საზოგადოებაში ცხოველ ინტერესს იწვევს, საპარლამენტო განხილვამდე საკუთარ ამომრჩევლებთან განეხილა. ჯერჯერობით მას მსგავსი არაფერი გაუკეთებია.მალე საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ეს კანონი ქართული მოდგმისა და ჯიშის მომავლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რა უნდა იყოს იმაში ცუდი, რომ დეპუტატმა ეს კანონპროექტი ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საზოგადოებაში, დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად განიხილოს, მოუსმინოს მათ წინადადებებს და თუ რაიმე მისაღები იქნება ჩამოაყალიბოს საკუთარი გადაწყვეტილება.მალე დეპუტატს მოუწევს გაწეული საქმიანობის ერთი წლის შედეგების წარმოდგენა, სადაც სხვა ყოფით პრობლემურ საკითხებთან ერთად, დღეს გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსა და წინადადებებზე იქნება ყურადღება გამახვილებული.ომარ ხუციშვილიპარლამენტის ყოფილი დეპუტატი
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0