ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ქართული ოცნება’’ როგორც თავშესაფარი?

,,ქართული ოცნება’’ როგორც თავშესაფარი?
6-09-2017, 00:00

რომ გითხრათ მოსახლეობის დიდ ინტერესს წარმოადგენდეს იმის ცოდნა, როგორ და როდის დაკომპლექტდება სიები, მოგატყუებთ, მაგრამ, მართებული იქნებოდა აქამდე სცოდნოდა ხალხს სიმართლე ამის შესახებ. როგორც ჩანს, ამჟამინდელ სიებში ვერმოხვედრილებს კიდევ აქვთ რაღაცის იმედი და პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. ზოგიერთმა მოვლენებს მაინც დაასწრო, რამდენიმე დღეა დიდი ბილბორდი ჰკიდია ქალაქის ცენტრში, რა თქმა უნდა, ,,ოცნების“ მერობის კანდიდატის. როგორც თავად ალეკო სარიშვილი აცხადებს, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა, ისიც 10 რიცხვის დადგომას ელოდება, რათა თავისი გეგმები გააცნოს მოსახლეობას.დღევანდელ ,,ოცნებაში“ ერთმანეთისთვის მთავარი წამოსაძახებელი კვლავ ,,ყოფილი ნაციონალობაა“. თუმცა როდესაც ამაზე საუბრობენ, სახელებს და გვარებს არ აკონკრეტებენ. სიმართლე ისაა, რომ ამ წინასაარჩევნო პერიოდმაც ცხადჰყო, როგორ ეშინიათ საკუთარი ჩრდილის ,,პოლიტიკოსებს“, როგორი მოთმინებით აჭერენ ენას კბილს. მათი კომენტარები თითქმის იდენტურია, ადანაშაულებენ ,,ვიღაცას, სადღაც, რაღაცაში“. საუბრობენ მაგული კუნჭულიას და სხვათა ,,კლანებზე“, ხაზს უსვამენ, რომ ყოფილი მოსამართლე პარლამენტარ ნინო წილოსანის დიდი მეგობარია. ე.ი მათი ლოგიკით რა გამოდის, სიებს აკომპლექტებს წილოსანი და არა მაგული კუნჭულია, რომელსაც, საეჭვოა მართლაც ყველაფრის გაკეთება შეეძლოს. არ გამოჩენილა პოლიტიკოსი ლანჩხუთის რეალობაში, რომელიც იტყოდა, რომ ნინო წილოსანი წყვეტს ყველაფერს და სხვა დანარჩენი ბლეფია. რატომ არ ამბობენ? - იმიტომ, რომ ეშინიათ, ის მიზერული შანსი, რაც გააჩნიათ სკამის მოსაპოვებლად, არ დაკარგონ. თუ ის, რომ მაგული კუნჭულია ადგენს სიებს, რომელიც დაკომპლექტებულია მისი სანათესაო და სამეგობრო წრით, პრეტენზიები ვისთან უნდა ჰქონდეთ? - ცენტრალურ ოფისთან. მაგრამ არა, განაწყენებულთა ჯგუფი მხოლოდ ლანჩხუთის ორგანიზაციას ადანაშაულებს ყველაფერში. ასევე ხდება სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, მათი თქმით ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს კარგად აკეთებს და რეგიონები თვითონ ქმნიან პრობლემებს. ხანძარი მტრებს გაუჩენიათ, ფაროსანა მოგზავნილია თურმე, ლარსაც შეგნებულად აუფასურებენ ,,მოშურნენი“. თანაც ამას ხმამაღლა აცხადებენ, რათა საჭირო ხალხის ყურამდე მივიდეს მათი პოზიციის ამბები. ძალიან საინტერესოდ იცვლება ხოლმე დროთა განმავლობაში სიტუაციები, ვინც დღეს პრესასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს და ,,იმალება“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ათ დღეში აქტიურობის პიკს აჩვენებს. როდესაც საუბარია ყოფილი ,,ნაცების“- ,,გაქოცებაზე“, ხომ უნდა დაკონკრეტდნენ და თქვან სახელები და გვარები, მაგრამ წინ იხედებიან, არ უნდათ ,,საკუთარმა ენამ დაღუპოთ“. საინტერესო განცხადებას აკეთებს ოპონენტთაგან ,,ლანჩხუთის ივანიშვილად“ შერაცხული მაგული კუნჭულია: ,,გამგეობის შენობაში ყველა მეორე ,,ნაციონალია“, თანაც ისეთი, მოწამლულებს რომ ეძახიან. ასეთი ხალხი, დღეს ნინო წილოსანისა და ჩემს ინტერესებზე საუბრობს, ამ უმაქნის და პატარა არსებებს არც კი დაესიზმრებათ ნინოს მსგავსი პოლიტიკოსი, სანთლები დაანთონ, რომ კიდევ დიდხანს იყოს ჩვენი დეპუტატი“. როგორც ხედავთ, ყველა მხარე თანხმდება იმაზე, რომ დღეს კოალიცია იქცა მედროვეთა თავშესაფრად. როდემდე გაგრძელდება მათი იწილო-ბიწილო უფალმა უწყის, მოსახლეობა კი ამ დროს იმაზე ფიქრობს, როგორ გადაიტანოს დაანონსებული შიმშილობა. თორნიკე ჯიჯიეშვილი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები