ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გვანცა ჩხარტიშვილმა ,,ქართული ოცნება~ დატოვა

4-09-2017, 00:00

გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელიც ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრად ითვლებოდა და სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ ნინოშვილის თემში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას მმართველი ძალის მხრიდან, პრესკონფერენცია მოიწვია და საგანგებო განცხადება გააკეთა: ,,ჩემი ინფორმაციით, ლანჩხუთის რაიონში, ,,ქართული ოცნების" სია დაკომპლექტებულია მაგული კუნჭულიას სანათესაო კლანით, სამწუხაროდ ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას არ შესწევს ძალა, რათა დაუპირისპირდეს ამ რეალობას, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ვტოვებ, ,,ქართულ ოცნებას".
მან ისაუბრა აგრეთვე დავით ჩხარტიშვილის კანდიდატურაზე და აღნიშნა, რომ ეს პიროვნება არასდროს არ ყოფილა კეთილგანწყობილი კოალიციის მიმართ, პირიქით ის მუდმივად აქილიკებდა ივანიშვილს და მის გუნდს.
შვილის პრესკონფერენციას, დედის, ლელა ჩახვაძის განცხადება მოჰყვა. Mმისი თქმით, ხელისუფლებას ჰყავს შიდა მტრები, რომლებიც ძირს უთხრიან მას. ის ამბობს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. მას მერე, რაც შვილმა, გვანცა ჩხარტიშვილმა ,,ქართული ოცნების“ რიგები დატოვა, ზეწოლამ მოიმატა, განხორციელდა მუქარის შემცველი ზარები. ჩახვაძე მასზე მიმართულ აგრესიას, იმასაც უკავშირებს, რომ შესაძლოა მან კენჭი იყაროს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. შეგახსენებთ, რომ ლელა ჩახვაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორის თანამდებობას იკავებს.
გიორგი კილაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 906
FACEBOOK კომენტარები