ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ოპოზიციონერი დეპუტატის მეორე მადლობა გამგებელს: "მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი და აუცილებლად..."

ოპოზიციონერი დეპუტატის მეორე მადლობა გამგებელს: "მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი და აუცილებლად..."
3-07-2017, 00:00

საკრებულომ დაამტკიცა ბიუჯეტში ცვლილება. საკითხი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. ,,საქართველოს მთავრობის 22 ივნისის განკარგულებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 150123 ლარი საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვაზე, ცვლილებები შესაბამისად უნდა აისახოს ბიუჯეტში. ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 11507 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 11507 ლარით, ა(ა)იპ საფეხბურთო სკოლის სუბსიდირების მუხლი შემცირდეს 3400 ლარით და გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 3400 ლარით“, _ აღნიშნა როლანდ ლაშხიამ. საკრებულოს წევრების ნაწილს ზედამხედველობის სამსახურთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა. ზოგმა არსებული დაიწუნა, ზოგმაც კიდევ განაცხადა, რომ ძალიან კარგად მუშაობენ და რატომ უნდა ხდებოდეს მათი ცვლილებაო. ნაწილმა ისიც შენიშნა, რომ ამით თვითმმართველობის კიდევ ერთხელ დაკნინება ხდება და ისედაც შემცირებულ უფლებებს კიდევ უფრო გვიმცირებენო. დეპუტატებმა ერთმანეთს ისიც წამოაძახეს, რომ წინა მთავრობის დროს გაკეთებული პროექტი ან სხვა სჯობდაო. ისიც აღნიშნეს, სად არის დაგებული ფილები აყრილი ან სანიაღვრე არხები ძალიან ცუდად გაკეთებული. მიუხედავად კამათისა, საკითხი მაინც დადებითად გადაწყდა. საკრებულოს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. კერძოდ, ქალაქ ლანჩხუთისა და მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი (დუმბაძის, მუსხელიშვილის, ურუშაძის, სამების, სტალინის ქუჩები), რომლის ღირებულება 693 497 ლარს შეადგენს. ასევე დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას შეემატა ა(ა)იპ სპორტული ცენტრის და გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები. როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიდგა ჯერი საკმაოდ ემოციური იყო გიორგი ჩახვაძის გამოსვლა. „ახალი უმრავლესობის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩიბათში არსებულ მშენებარე სტადიონზე: „ხალხი არ ხართ გამაგებინეთ, რატომ არ მოხდა ჩიბათის სტადიონი ამ პროექტებში. არის ჭადრაკი, არის ჭიდაობა, სტადიონმა რა დააშავა. დავპირდით ახალგაზრდებს გაგიკეთებთო, მაგრამ ახლა რა ვუთხრათ?! სანამდე უნდა ვიძახო, რომ როდის გაკეთდება.“ ჩახვაძეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მიუგო, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში 50 ათას ლარზე ნაკლები ღირებულების პროექტი ვერ მოხვდებოდა, თუმცა დაპირება მისცა, რომ სტადიონის მშენებლობა ბოლომდე მივიდოდა. ჩახვაძემ დამსწრეებს მიუგო: „ხომ ხედავთ დამპირდნენ, რომ გაკეთდება. ყველას გესმით, ალბათ, ეს. იმედი მაქვს, რომ გაკეთდება.“ შუხუთის მაჟორიტარმა აკაკი იმნაიშვილმა გამგებელს მიუგო: „სოფელში არც კულტურის სახლი გვაქვს, არც ბიბლიოთეკა, არც სტადიონი. იქნებ რაიმე გაიმეტოთ ჩვენი სოფლისთვისო“. ბაღის მშენებლობაც ახსენა და აღნიშნა, რომ გარკვეული შენიშვნები აქვს ამასთან დაკავშირებით _ ეზოს მოპირკეთება, საინაღვრე არხის არ არსებობა, სასმელი წყლის პრობლემა და ღობე. ურუშაძის თქმით, _ ღობის პრობლემა მოიხსნება, დანარჩენზე კი ორშაბათს მოვალ ადგილზე და მშენებლებთან ერთად გავიაროთ რა პრობლემებიც არისო. შუხუთის მაჟორიტარმა გამგებელს ისიც უთხრა, სოფელში არც სტიქიისთვის არის ფული გათვალისწინებულიო. დარეჯან ბურჭულაძემ განაცხადა, დღეს არის მეორე შემთხვევა ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში, როცა ზაზა ურუშაძეს მადლობას ვუხდი: „მე არ ვარ დაუნახავი ადამიანი და აუცილებლად უნდა ვთქვა. 3 წელია საკრებულოს წევრი ვარ, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ მისაუბრია დუმბაძის ქუჩის შესახებ თუ რა მდგომარეობაშიც იყო. ბევრმა ჩემმა კოლეგამ მოინახულა ის და დამეთანხმა, რომ იქ მძიმე სიტუაცია გახლდათ. მადლობა ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისთვის. თუმცა გამგებელს ეკუთვნოდა აქ მაინც გადამწყვეტი სიტყვა და ბატონმა ზაზამ დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი. ამისთვის მადლობას ვუხდი მას.“ ინფრასტრუქტურის კომისიის თავკაცმა ჯუმბერ ბლაგიძემ იმ ქუჩების შესახებ ისაუბრა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე კეთდება ან გაკეთების პროცესშია. ახსენა ბესიკის ქუჩა, რომლის მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს ჩატარებულ სამუშაოებს. სხდომაზე განმარტეს, რომ ბესიკის ქუჩაზე რაც იყო დაგეგმილი გაკეთდა და არც დიდი ქვები დაუყრია ვინმეს, როგორც ამას ამბობენო.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა