ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ევროპული საქართველოს ოფისის პრეზენტაცია ლანჩხუთში

ევროპული საქართველოს ოფისის პრეზენტაცია ლანჩხუთში
18-05-2017, 00:00

„ჩვენი მიზანია იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც მესამე ძალის ძიებაშია“, -ასეთი განცხადება გააკეთეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ლანჩხუთში სტუმრობისას, სადაც პარტიის ოფისის პრეზენტაცია გაიმართა. თუმცა, შეხვედრაზე, რომელსაც ძირითადად რამდენიმე ათეული რიგითი ლანჩხუთელი ესწრებოდა, არაფერი თქმულა თუ ვინ იქნებიან ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები და ვინ უხელმძღვანელებს პარტიას. „ახლა ვემზადებით ყრილობისთვის, რომლის შემდეგაც მოხდება ადგილებზე თავმჯდომარეებისა და გამგებლობის კანდიდატების იდენტიფიცირება, რაშიც მონაწილებას ჩვენი ადგილობრივი პოლიტაქტივი მიიღებს. დაახლოებით უახლოესი თვენახევრის განმავლობაში ყველაფერი ცნობილი იქნება“, - თქვა „ჰო და არასთან~ საუბარში პარტიის ერთ-ერთმა სახემ, გიგი უგულავამ. გიგი უგულავას განცხადებით, პარტიას ყველა მუნიციპალიტეტში ეყოლება გამგებლის კანდიდატურები. „პარტიას აუცილებლად ეყოლება გამგებლობის კანდიდატი, როგორც ლანჩხუთში, ასევე, ჩოხატაურში. ოზურგეთის საკითხი, როგორც დანარჩენი თვითმმართველი ქალაქის საკითხი გაურკვეველია. ტქვენ კარგად იცით, რომ საუბრობენ თვითთმართველი ქალაქების გაუქმებაზე და ა.შ. დაველოდოთ რა და როგორ იქნება. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გვეყოლება თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი, ასევე იქნება პარტიული სიები საკრებულოებისთვის. ამ ეტაპზე მათი დასახელება შეუძლებელია. შეიძლება შერჩევა მოხდეს პრაიმერის გზით ან ცნობადობით. ვნახოთ, მანამდე გარკვეული დროა და ყველაფერ ყრილობა გადაწყვეტს, რომელიც თბილისში 27 მაისს გაიმართება “, _ თქვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. უგუნავას განცხადებიტ, ის თბილისის მერობაზე კენჭისყრას არ აპირებს: თბილისის მერობის კანდიდატად მე არ განვიხილები, 27 მაისს, ყრილობაზე საზოგადოება გაიგებს მის ვინაობას. თბილისში ვატარებთ „კარდაკარის“ პროგრამას და ვისაც უკეთესი პოზიციები ექნება, ის იქნება ჩვენი კანდიდატი“. „ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ლაპარაკობენ ჩვენი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩემი ყოფილი თანაგუნდელები თუ „ქართული ოცნების“ წევრები. ჩვენ გვაქვს საბიუჯეტო დაფინანსება, ხოლო ყველა სხვა შემოწირულობა არის აბსოლუტურად გამჭირვალე. ჯობია ყველამ საკუთარ თავს და თავის პარტიული სტრუქტურის გაძლიერებას მიხედოს. “, -აღნიშნა „ჰო და არასთან~ კომენტარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ. უგულავასვე თქმით, ის ყველა ოპოზიციურ პარტიას წარმატებებს უსურვებს და მათ რჩევასაც აძლევს, რომ სხვის საცვლებში ქექვას თავი დაანებონ. პრეზენტაციაზე ჯერ ჩოხატაურის წარმომადგენლებს მიესალმნენ, ხოლო შემდეგ ლანჩხუტელების ჯერიც დადგა. დავიოთ ბაქრაძემ განაცხადა, რომ კარგად იცის გურულებს რა უჭირს და რა ულხინს: აქ მოსვლა და თქვენთვის რაიმე ახალის ტქმა ძნელია. ყველა ხედავთ საითკენ მიექანება ქვეყანა. 5 წელია გვესმის ბრალდებები: შენ ქოცი ხარ, შენ ნაცი ხარ. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული განაცხადი გავაკეთოტ ადგილობრივ არჩევნებზე. დღეს ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირთ. ხელისუფლების წარმომადგენლები კი კამერების გარეშეც იმას ამბობენ, რასაც კამერებთან. გონიათ, რომ უკვე ლუქსემბურგის დონეზე ვცხოვრობთ. მათ დაკარგეს რეალობის აღქმა. დღეს გვყავს პარლამენტი, რომლის ¾ არის ქართული ოცნება. როგორ?! არჩევნებზე მოვიდა 50% ამომრჩეველტა, ამათგან ოცნებას ხმა მისცა 48%–მა. ანუ საერთო ამომრჩეველტა 25%–მა და ამ მანკიერი კანონმდებლობით, მათ მოიპოვეს სრული უმრავლესობა. ჩვენ მივიღეთ, მაშინ ნაციონალურ მოზრაობას~ წარმოვადგენდით რეალური 13 პროცენტი, ინავშვილის პარტიამ კი რეალური 2%. დანარჩენი ხმები კი დაიკარგა. სწორედ ამ 60%–თან არის სამუშაო ჩასატარებელი. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ ასე გაგრძლება არ შეიძლება~. ისიც გვესმის საზოგადოებისგან, რომ კიდევ 90–იან წლებში დაბრუნება არავის სურ.ს კი ბატონო, მაგრამ გამოსავალი ხომ უნდა იყოს?! ვიცით, რომ ადგილობრივი არჩევნებით პენსიები ვერ შეიცვლება, ამას უფრო სხვა დონეზე სჭირდება გადაწყვეტა. თუმცა, ბოლო 2 წელია, რომ ხელისუფლების მხრიდან პენსიებზე არაფერი თქმულა, ესეც ხომ ნათელია. ჩვენ ყველა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში გავზრდით პენსიას და ამის ბერკეტი უკვე მოფიქრებული გვაქვს. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება. მთავარია უფრო მეტი მოვინდომოთ და უფრო მეტად ვიაქტიუროთ~, _ განაცხადა პრეზენტაციაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ. პარტიის მხრიდან ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებამდე კი „ჰო და არას“ ინფორმაციით, „ევროპულმა საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ირაკლი მარშანიშვილის კანდიდატურა განიხილება. მარშანიშვილი 2010 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის იანვრამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ რიგებში ირიცხებოდა. იგი სოფელ ჩოჩხათის მკვიდრია და 2011-2012 წლებში ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობდა. გარდა ამისა, „ევროპულ საქართველოს“ რიგებშია მაია კეკელიძეც, რომელიც 2006-2010 წლის მოწვევის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. ხოლო შემდეგ საკრებულოს აპარატში იყო დასაქმებული.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები