ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომან ბიწაძე: ჯერჯერობით ვრჩები. პარტიაში ბევრი რამ არის დასალაგებელი.

რომან ბიწაძე: ჯერჯერობით ვრჩები. პარტიაში ბევრი რამ არის დასალაგებელი.
30-10-2016, 00:00

გუშინწინ, რესპუბლიკური პარტია დატოვა პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თამვჯომარემ დავით უსუფაშვილმა: „მივიღე ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვების შესახებ, მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის. ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით~. უსუფაშვილის მსგავსად პარტია რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვა. ჰო და არა~ დაინტერესდა თუ რა აპირებს ლანჩხუთელ რესპუბლიკელთა ერთ–ერთი ლიდერი რომან ბიწაძე: _ ბატონ დავით ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. ის ჯერ კიდევ 2011 წელში აპირებდა პარტიიდან წასვლას, უფრო სწორად პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ მაშინ როცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, სწორედ მისი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ უსუფაშვილს ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მე ვფიქრობ, რომ დათო საკმაოდ გამოცდილი და სერიოზული პოლიტიკოსია, იმიტომ კი არა, რომ პირადად ვიცნობ და თან საკმაოდ ახლოს. შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოში, ალბათ, მაგის დონის პოლიტიკოსი ნაკლებად იქნება. სირცხვილია, როცა ასეთ ადამიანს არ აირჩევ პარლამენტში. არა აქვს მნიშვნელობა, საბურთალოში მოხდა ეს თუ სხვაგან. ამ ხმების ნაკლებობა, ალბათ, გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის, ასე ვთქვათ, იარლიყმა, კარგი გაგებით რომ ვთქვათ. იარლიყში სახელწოდება რესპუბლიკელებს~ ვგულისხმობ. _ ბატონმა უსუფაშვილმა ახალი პარტიის შექმნაც არ გამორიცხა. თქვენ რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით? _ დიდი ალბათობით ეს ასეც იქნება. ბევრი რესპუბლიკელი გადავა, ალბათ, ამ პატიაში. სხვათაშორის, რესპუბლიკური პარტიის განვითარებაში და პარტიის სახედ ჩამოყალიბებაში დათოს სერიოზული დამსახურება აქვს. 2006 წელს, როცა მე ამ პარტიაში შევედი ეს იყო თენგიზ შენგელაშვილის და დავით უსუფაშვილის, ასე ვთქვათ, დაჟინებული თხოვნა. _ ბატონო რომან, დღეს თენგიზ შენგელაშვილმაც დატოვა პარტია. თქვენ პარტიაში რჩებით? _ ჯერჯერობით ვრჩები. პარტიაში ბევრი რამ არის დასალაგებელი. _ გამორიცხავთ, რომ ახალი პარტია, რომელიც წეღან ახსენეთ, მას შეუერთდეთ? _ გამორიცხვით არ გამოვრიცხავ. მე დარწმუნებული ვარ ერთში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, მაგრამ ხომ იცით, ნახევრად ხუმრობით ნათქვამი, ნახევარი სიმართლეაო, ნატოს ჯარების შემოყვანა რომ დასჭირდეთ საქართველოში, დათო უსუფაშვილის პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. _ საკმაოდ ამბიციური პროგნოზია. _ ეს ასე იქნება, რადგან იყო ერთი ძალა, რომელიც 9 წელი ხელმძღვანელობდა ქვეყანას, შემდეგ მეორე ძალა გამოჩნდა, რომელიც 8 წელი იყო და შესაბამისად ახალის მოსვლის დროა 2020 წელში. მე საკმაოდ მენიშნა ირაკლი ალასანიას წასვლა. არ გამოვრიცხავ ნაციოანლური მოძრაობიდან წასული ხალხი შემოუერთდეს ამ ძალას. ასევე, პირდაპირი და ცალსახა მხარდაჭერა ექნება დასავლეთიდან. _ ამბობენ, რომ დასავლეთიდან მხარდაჭერა რესპუბლიკელებს მუდამ ჰქონდათ. გავრცელებული ცნობით, როცა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დანიშნეს, ამაში დასავლეთის ხელი ერიაო... _ როდესაც ალასანია შეიცვალა, რომელიც იყო დასავლეთისთვის ცნობადი სახე, დაისვა კითხვა, ვინ უნდა დანიშნულიყო მის შემდეგ. უნდა ყოფილიყო ცნობადი სახე და თუ ქალი იქნებოდა, ამით უფრო მოაწონებდნენ დასავლეთს თავს. აქ დასავლეთის ხელი არაფერ შუაში არ არის. _ ანუ დასავლეთის მიმართ ჩვენ უნდა მოგვეწონა თავი, უფრო ეს იყო? _ რა თქმა უნდა. თინამ მართლაც წარმატებულად გაართვა თავი თავდაცვის მინისტრობას. ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღო. მას იმიტომ არ ვაქებ, რომ თანამებრძოლები ვიყავით და პირადად ვიცნობ, ყველა აღიარებს, მის კარგ მუშაობას. _ მომავალ წელს თვითმმართველობის არჩევნებია, თქვენი აზრით, უსუფაშვილი მოასწრებს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას? _ მე ბოლო საუბარი ბატონ დათოსთან ფოთში წინასაარჩევნო ვიზიტისას მქონდა. დაახლოებით ასეთი საუბრები იყო, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ის მზად იქნება. _ ბატონო რომან, თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ პარტიის წევრად რჩებით. ასევე იქნებით მთავარი კომიტეტის წევრი? _ მე აღარ ვარ მთავარი კომიტეტის წევრი. – ხომ იყავით? – _ ვიყავი, მაგრამ ჩვენთან როტაცია ხდება და ამიტომ ამ ეტაპზე აღარ ვარ. – _ ბატონო რომან, თქვენ რესპუბლიკელებში ბევრი მეგობარი გყავთ. მაგალითად, დავით ბერძენიშვილი. მასთან თუ გქონდათ კონტაქტი და ხომ არ იცით, მისი გადაწყვეტილება, ტოვებს თუ არა პარტიას? – _ დავით ბერძენიშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, ის დარჩება პარტიაში. მე არ მქონია ბოლო დღეებში მასთან საუბარი. როგორც ვიცი, ის და პარტიის ძველი სახეები რჩებიან. შემიძლია გითხრათ, რომ ნიჭიერი და განათლებული ხალხის თავყრილობა იყო რესპუბლიკელებში, რომელსაც უსუფაშვილმა მართლა მისცა პარტიის სახე. უსუფაშვილი ახალ გაერთიანებას შექმნის და რესპუბლიკური პარტიაც შეერწმება ამ ძალას. ხომ გახსოვთ დათა თუთაშხიაშია, იქ ბევრი კარგი აზრია, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მომწონს: შენს საკეთებელს და ჩემს საკეთებელს, ჩვენი ძმობის სიწმინდე სჯობიაო~. ამ პრინციპით იქნება, ალბათ, ყველაფერი. – _ ბოლოსკენ, ბატონო რომან გკითხავთ, არჩევნების მეორე ტურს როგორ შეაფასებდით? – _ ძალიან მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები. ვიყავი საარჩევნო უბანზე, ლაშისღელეში, მივეცი ხმა. აქტივობა პირველი ტურისგან განსხვავებით დაბალია. რაიმე გართულებებს არ ველოდები.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა