ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომელ საარჩევნო ოლქში მიიღეს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ხმები პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა

რომელ საარჩევნო ოლქში მიიღეს ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ხმები პარლამენტში მოხვედრილმა პარტიებმა
12-10-2016, 00:00

. პროპორციული წესით დადგენილი 5%-იანი ბარიერი სწორედ 3-მა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა და შესაბამისად, მომდევნო პარლამენტიც მათ მიერ იქნება დაკომპლექტებული. პირველ ადგილზე `ქართული ოცნება~ გავიდა, მეორეზე `ნაც.მოძრაობა~, ხოლო მესამეზე `პატრიოტთა ალიანსი~. `ოცნება~ გამარჯვებას ზეიმობს, `ნაცები~ გაყალბებულ არჩევნებზე საუბრობენ, რასაც ეთანხმებიან `პატრიოტებიც~. თუმც, პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ყველა წარმატებული პარტია შედის. როგორ გადანაწილდა ხმები ოლქების მიხედვით: 2012 წელს საქართველოს დედაქალაქი `ოცნებამ~ პირწმინდად მოიგო, იგივე შედეგი პროპორციული კუთხით თითქმის გაიმეორა, რასაც ვერ ვიტყვით მაჟორიტარულზე, რომლის შესახებაც დეტალურად წინა ნომერში ვწერდით. 22 ოლქად გაყოფილ დედაქალაქში 9 ოლქში პარტია `ქართულმა ოცნებამ~ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა მიიღო. დანარჩენ 13 ოლქში 43%-ზე ნაკლები არსად მიუღია. `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდაჭერა დედაქალაქში 25%-ის ფარგლებში იყო. რაც შეეხება `პატრიოტებს~, მათ ყველაზე მეტი ხმა თბილისის მასშტაბით მე-13 ოლქში აიღეს _ 1622 ხმა (8,8%), ხოლო ყველაზე ნაკლები _ მე-9 ოლქში 972 ხმა (5,3%). `ოცნებისთვის~ ყველაზე წარმატებული ივანიშვილის მშობლიური საჩხერე აღმოჩნდა, სადაც მმართველმა პარტიამ ხმების 85% აიღო, `ნაციონალებმა~ აღნიშნულ ოლქში 4,95% მოიპოვეს, ხოლო `პატრიოტებმა~ _ 2,21%. ყველაზე ნაკლები ხმა `ოცნებამ~ ხაშურში მიიღო. #43-ე ოლქში მმართველ ძალას მხარი ამომრჩეველთა 38,12%-მა დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ის ამ ოლქში მაინც პირველ ადგილზე გავიდა. `ნაციონალური მოძრაობას~ ყველაზე მეტი მხარდაჭერა მარნეულში ჰქონდა. #36 საარჩევნო ოლქში `ნაცებმა~ 47,41%, ხოლო ყველაზე ნაკლები საჩხერეში აიღეს. `ნაცები~ პირველ ადგილზე მარნეულის გარდა მხოლოდ ზუგდიდში გავიდნენ. #35 გარდაბნის საოლქო კომისიაში `პატრიოტებმა~ სულ 139 ხმა (0,68%) მიიღეს. ყველაზე წარმატებული მესამე ადგილზე გასული პარტიისთვის საგარეჯოს #23 ოლქი აღმოჩნდა _ 13,36%. საზღვარგარეთიდან მიღებული ხმებით პირველ ადგილზე `ოცნებაა~ _ 39,6%, `ნაციონალურმა მოძრაობა~ 33,8%, `პატრიოტებს~ კი 1,87% ჰქონდათ. ცესკოს მიერ სულ შექმნილი იყო 3702 უბანი. ცნობილი ხდება, რომ 6 უბანზე არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, პარტიების მონაცემებში გარკვეული კორექტირება შევიდა. ცესკოში განმარტავენ, რომ საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილადაა ცნობილი დმანისის მე-8 და მე-14, დიდუბის 14 და 26-ე და მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნებში, ხოლო მარნეულის 34-ე საარჩევნო უბანში პროპორციული შედეგების ოქმი გაბათილდა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა