ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მენდეთ და მიმსახურეთ!

მენდეთ და მიმსახურეთ!
5-10-2016, 00:00

ავტობიოგრაფია ტარიელ ვაჟას ძე კალანდარიშვილი, დავიბადე 1972 წლის 7 მარტს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში, მოსამსახურის ოჯახში დედა _ ვენერა ხუხუნაიშვილი, პედაგოგი, ნიგოითის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, სახალხო განათლების წარჩინებული. პედაგოგიური მოღვაწეობის 51 წლის სტაჟით. მამა _ ვაჟა კალანდარიშვილი _ აგრონომი. 1988 წელს დავამთავრე ნიგოითის საშუალო სკოლა. 1988-90 წლებში ვმუშაობდი ლანჩხუთის სანერგე მეურნეობასა და ლანჩხუთის რაიონულ საავადმყოფოში მუშად. 1990-95 წლებში ვსწავლობდი და წარმატებით დავამთავრე ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი, ბიო-სამედიცინო ეკოლოგიის სპეციალობით. 1996-98 წლებში წარმოვადგენდი `კორპორაცია სოია~-ს წარმომადგენელს ლანჩხუთის რაიონში. 1998-2000 წლებში ვმუშაობდი ლანჩხუთის დამხმარე მეურნეობის დირექტორად. 2000-2002 წლებში ვმუშაობდი შპს `ფენიქსი~-ს მენეჯერად. 2002 წლიდან ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველოს მწვანეთა მოძრაობის~ წევრი და გურიის რეგიონის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ვმუშაობ გორის მეფრინველეობის ფაბრიკის მენეჯერად. წარმოვადგენ სოიას 2 ახალი ჯიშის ავტორს, რომლებიც შეტანილია 2003 წლის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კატალოგში. 2003 წლიდან დღემდე ვარ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი და ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2006-2010 წლებში ვიყავი ლანჩხუთის რაიონული საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან, მყავს მეუღლე _ ნესტან ქვაჩაკიძე და სამი შვილი: 15 წლის სოფიო, 10 წლის გიორგი და ერთი წლის ნატალი. ძვირფასო თანამემამულენო! ჩვენი ქვეყნის მომავალი სასწორზეა. დღეს, როგორც არასდროს, თითოეულ ჩვენთაგანს გვმართებს გონიერება, სიმშვიდე და სისპეტაკე. 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა ისტორიული შანსი გავაკეთოთ სწორი არჩევანი და #10-ის შემოხაზვით ხმა მივცეთ ხალხის წიაღიდან წამოსულ საქართველოს ლეიბორისტულ პარტიასა და მის კანდიდატებს, პარტიასა და ლიდერს, რომლებიც 20 წელზე მეტია დაუღალავად იბრძვის ხალხის ინტერესებისათვის და რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციური ფლანგიდან უამრავი სიკეთე გაუკეთა საკუთარ ხალხს. გავკადნიერდები და ზოგიერთ მათგანს არა დაყვედრების, არამედ შეხსენების მიზნით ჩამოგითვლით: 1. ლეიბორისტულმა პარტიამ მოახერხა სკოლების გაყიდვის შეჩერება; 2. საბავშვო ბაღების გაყიდვის შეჩერება; 3. უფასო საშუალო განათლების შენარჩუნება; 4. უფასო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შემოღება; 5. საავადმყოფოთა ოპტიმიზაციის (შეერთების), მათი ტოტალური გაყიდვის შეჩერება და ექიმთა მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილება; 6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოგებული სარჩელით აღიკვეთა დენის ტარიფის 25 თეთრამდე გაძვირება, 11 თეთრამდე გავაიაფეთ დენის გადასახადები ქალაქებში და 7 თეთრამდე რაიონებში, რითაც მოსახლეობას სამი წლის განმავლობაში 2 მილიარდზე მეტი ლარი დაეზოგა; 7. გავაუქმეთ დენის გადასახადი საცხოვრებელი ფართის მიხედვით; 8. დავიხსენით მცირე მეწარმეები საკასო აპარატებისაგან; 9. გაზის ტარიფი 75 თეთრიდან დავიყვანეთ 50 თეთრამდე; 10. სკოლის 1 კლასელთათვის შემოვაღებინეთ ხელისუფლებას სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება; 11. გავაუქმებინეთ გადასახადები სასაფლაოებზე; 12. გავაუქმებინეთ გადასახადი ქორწინებაზე; 13. ვაიძულეთ ხელისუფლება გარე ვაჭრობის ნება დაერთოთ მოსახლეობისათვის; 14. მრავალჯერ აღვკვეთეთ ტყის მასობრივი გასხვისება და შევქმენით ტყის დაცვის კომიტეტები; 15. არ გავაჩეხინეთ მასიურად ქართული ვაზი, რისთვისაც ბიუჯეტიდან თითოეულ ჰექტარზე გამოყოფილი იყო 2000 ლარი; 16. აღვადგენინეთ ხელისუფლებას ომის ვეტერანებზე ჩამორთმეული შეღავათები, აგრეთვე 9 აპრილისა და ჩერნობილში დაზარალებულებზე; 17. პირველად მსოფლიოში ლეიბორისტულმა პარტიამ საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მოიგო სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში და პარტია ცნობილი იქნა რეჟიმის მსხვერპლად 2008 წლის 8 ივლისს; 18. შევინარჩუნეთ დამწვრობის ცენტრი; 19. შევინარჩუნეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე და ა.შ. ლეიბორისტული პარტია დაარსების დღიდან ხალხს სიმართლეს ეუბნებოდა, რის გამოც ზოგჯერ საზოგადოების გარკვეული ნაწილის რისხვასაც ვღებულობდით, მაგრამ სიმართლეს ერთი გზა აქვს ასე იყო 2003 წელს, საუკუნის აფიორის _ `ვარდების რევოლუციისას~ და 2012 წელს, როცა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხალხმა გულწრფელი ნდობა გამოუცხადა და ჩვენს სიმართლეს მისი ვითომ ქველმოქმედება და ფინანსები ამჯობინა. სამწუხაროდ პროგნოზები ორივე შემთხვევაში ახდა, ჩვენ უფლის გამოგზავნილი ეს გამოცდა ვერ ჩავაბარეთ და მომავალში იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ძვირფასი ამომრჩეველი აღარ შეცდება და 8 ოქტომბერს გააკეთებს სწორ, ისტორიულ არჩევანს. მეგობრებო, პარტიებისა და კოალიციების მხრიდან უამრავი ტყუილი დაპირებების შემდეგ დაპირებამ, როგორც წინასაარჩევნო ურთიერთობის ასეთმა ფორმამ ფასი დაკარგა, მაგრამ გავბედავ და რამდენიმე პოსტულატს მაინც მოგახსენებთ, რომლის განხორციელებასაც ლეიბორისტული პარტია და მისი საპარლამენტო დეპუტაცია პარლამენტში მოსვლისთანავე აპირებს: 1. უფასო განათლების შემოღება ყველა ეტაპზე მაგისტრატურა-დოქტორანტურის ჩათვლით; 2. 40000 სტატუს შეჩერებული სტუდენტის დაბრუნება სასწავლო აუდიტორიებში; 3. რეალური ჯანდაცვის პროგრამა: ყველა დაავადება, რომელიც სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის (გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ა.შ.) თავიდან ბოლომდე (გამოკვლევა, ოპერაცია, თერაპია, მკურნალობა და რეაბილიტაცია) დაფინანსდება სახელმწიფოსაგან; 4. საპენსიო რეფორმა: საპენსიო ასაკი დაიწევს ქალბატონებისათვის 55 წლამდე და მამაკაცებისათვის 60 წლამდე. პენსია იქნება რეალური, სამომხმარებლო კალათის მიხედვით და ყველა პენსიონერი თავის დაბადების დღეზე მიიღებს მე-13 პენსიას. ასევე, 80 წელს გადაცილებული ადამიანი ყოველთვიურად, პენსიის ზევით მიიღებს ას ლარს, 82 წლის _ 200 ლარს და ა.შ. 5. გაყიდული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები დაუბრუნდება მოსახლეობას და ისინი აქციების საშუალებით გახდებიან მათი თანამფლობელები სახელმწიფოსთან ერთად (ბუნებრივი სიმდიდრეები, ელექტრო-სადგურები, პორტები, დიდი ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც ჩვენმა უფროსმა თაობამ და მამა-პაპებმა ათწლეულების განმავლობაში შექმნეს _ სახელმწიფოსა და ხალხს უნდა ეკუთვნოდეს); 6. დაბალანსებული, მიზანმიმართული, მკაცრი, მაგრამ ობიექტური საგარეო პოლიტიკა, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი; 7. უმკაცრესი საბანკო რეფორმა: მაქსიმალური საბანკო წლიური განაკვეთი 6-7%-ს არ ასცდება. აიკრძალება გამოსახლებები, მოხდება მოსახლების დავალიანებების მაქსიმალური შემცირება და განაწილვადება, რაც მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. აიკრძალება ონლაინ სესხები და მახრჩობელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ტოტალიზატორები და კაზინოები გავა ქალაქგარეთ და იმუშავებენ მკაცრი სახელმწიფო რეგულაციების ქვეშ; 8. სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის განვითარება. ხელოვნებასა და კულტურას მიექცევა უდიდესი ყურადღება, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სრულყოფილად გაიცნოს მსოფლიომ; 9. ანაბრების დაბრუნების ურთულესი პროცესის გარდაუვლად დაწყება; 10. ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები იქნება: თავისუფალი სასამართლო, პრესა, მედია, ძლიერი არასამთავრობო სექტორი და დემოკრატია. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ძვირფასი ამომრჩეველი შესძლებს თეთრისა და შავის, ავისა და კარგის, მტრისა და მოყვრის და მოყვრად მოსული მტრის გარჩევასა და შეცნობას და ლეიბორისტული პარტიის მისი კანდიდატების არჩევითა და `10~-იანის შემოხაზვით გააკეთებს ისტორიულ არჩევანს. აქვე ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებთანაც დროისა და ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ მოვახერხეთ მისვლა. იმედია, ეს არ იმოქმედებს საარჩევნო ყუთებთან მათ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი საარჩევნო პროგრამა არის ჩვენი ვალდებულება ღვთისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვიღებთ სრულ პასუხიმგებლობას მის აღსრულებაზე, ამიტომ გვენდეთ და გვიმსახურეთ!

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები