ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ნიკა ჩხარტიშვილი: `ჩემს უსაყვარლეს კუთხის შვილებს ვთხოვ, მხარი დაუჭირონ ნინო წილოსანს. ის იქნება საუკეთესო მაჟორიტარი, ვინც პარლამენტში გვყოლია~

ნიკა ჩხარტიშვილი: `ჩემს უსაყვარლეს კუთხის შვილებს ვთხოვ, მხარი დაუჭირონ ნინო წილოსანს. ის იქნება საუკეთესო მაჟორიტარი, ვინც პარლამენტში გვყოლია~
29-09-2016, 00:00

ჩვენი საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ქალბატონი ნინო წილოსანისადმი. ასევე, ვთხოვო ჩემს უსაყვარლეს კუთხის შვილებს, მხარი დაუჭირონ მას, გამორჩეული უნარების, ღირსებისა და ცოდნის მქონე კანდიდატს. ძვირფას ჩოხატაურელებს, არანაკლებ ვიდრე ლანჩხუთელებს, უნდა ჰქონდეთ მისი იმედი, ვინაიდან ნინოს მოტივაცია განსაკუთრებული იქნება პარლამენტში მოღვაწეობისას, რათა სხვაობა არავინ იგრძნოს მის საქმიანობაში, წარმოშობის გამო. გარწმუნებთ, ის იქნება საუკეთესო მაჟორიტარი, ვინც პარლამენტში გვყოლია~, _ ასე დაიწყო საუბარი `დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრის~ დამფუძნებელმა, ნიკა ჩხარტიშვილმა, რომელსაც წინასაარჩევნო გარემოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრეთ. _ ბატონო ნიკა, რით განსხვავდება მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია 2012 წლის დროინდელისგან?! _ უდავოა, 2016 წლის საარჩევნო გარემო აკმაყოფილებს უმაღლეს დემოკრატიულ სტანდარტს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რაც ამერიკის ელჩის და არა მხოლოდ მის მიერ შეფასებული იყო როგორც თვით ამერიკისთვისაც სანიმუშო. 2012-ში გახსოვთ, სატელიტური თეფშების „დაპატიმრება“ და გნებავთ დასავლეთ საქართველოში მემონტაჟეების პოლიციაში დაკითხვაზე დაბარება? გნებავთ გურიაში? ეს ხომ ტრაგედია იყო... სურვილმა, ამომრჩევლისათვის შეეზღუდათ სხვადასხვა ობიექტური ტელეარხების ყურების შესაძლებლობა კომიკურ ხასიათი მიიღო. აღარაფერს ვამბობ გაუგონარს ტერორზე. დღეს, სრულიად თანაბარი პირობაა ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის, რაც ჩემში იწვევს, როგორც ერთ მოქალაქეში, უპირობო ნდობას საარჩევნო გარემოსადმი, სხვაობა თვალშისაცემია... _ დღეს ბევრს საუბრობენ, სხვადასხვა სცენარზე. საუბარია, შესაძლო რევოლუციაზეც, რამდენად რეალური ჩანს ეს ყოველივე?! _ ნებისმიერი ანალიზის და დაკვირვების მოსურნე ადამიანი ხვდება თუ რას ემსახურება ამ ტიპის ინფორმაციების წამოწევა... `ნაცებს~, ქვეყნის გადაწვის სურვილიც აქვთ, მაგრამ ამის შანსი ნულის ტოლია... არავითარი მოცემულობა არ არსებობს რევოლუციური სცენარისთვის, ღიმილს იწვევს მსგავსი განცხადებები თუ ინფორმაცია... ერთი პირობაც რომ არსებობდეს საამისოდ, სიამოვნებით ვეცდებოდი თქვენთან ერთად ამ საკითხის შეფასებას. ასე რომ, წვრილმანი ექსცესების გარდა არაფერია მოსალოდნელი. არც საფუძველი არსებობს და არც შესაძლებლობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შესაცვლელად. პირიქით, ნებისმიერი გემოვნების ამომრჩეველი იზეიმებს სამართლიან არჩევნებს, მიუხედავად იმისა თუ ვის უჭერს მხარს. _ საზოგადოებაში საკმაოდ ბევრი პროცენტია, სხვადასხვა გამოკითხვებით, რომლებსაც არ გადაუწყვეტიათ რომელ სუბიექტს დაუჭერენ მხარს. ეს ხომარ იქონიებს გავლენას არჩევნების შედეგებზე?! _ უკვე დღეისათვის, ამ კატეგორიის ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი იწურება და ფაქტიურად ამომრჩევლებს, მთავარი სათქმელი ყველა სუბიექტისგან მიეწოდა ტელე თუ მასმედიის საშუალებით. არ მგონია მათი რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი უკვე 10-15% ზე მეტი იყოს. ბოლო, ობიექტური კვლევა ანუ მეტად სანდო, ამგვარ ამომრჩეველთა პროცენტს 25-მდე განსაზღვრავდა. თეორიულად, თუ ადამიანები ძნელად იღებენ გადაწყვეტილებას, ნიშნავს რომ მათი ბუნება და შეხედულება არაა კატეგორიული ამ მხრივ, ისინი უპირატესობაზე ფიქრთან ერთად უშვებენ ნებისმიერი მონაწილის მხარდაჭერის შესაძლებლობას. ასე რომ, ეს ხმებიც დაახლოებით, პროპორციულად გადანაწილდება, რამაც არა მგონია მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს. _ დღეს `ნაციონალური მოძრაობა~ აცხადებს რომ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ხოლო `ოცნება~ ამბობს, რომ შეიძლება ყოფილმა მმართველმა ძალამ საარჩევნო ბარიერი ვერც გადალახოსო (ბიძინა ივანიშვილის კომენტარი გავიხსენოთ). შედგება რევანში?! _ საარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელ განცხადებებს თუ გვერდზე გადავდებთ, `ნაციონალები~ ბარიერს გადალახავენ 10-12%-ის ფარგლებში, ხოლო განცხადებები, ხელისუფლებაში დაბრუნების შესახებ მათ რიგებშიც ღიმილს იწვევს, უტოპიურობის გამო. _ საზოგადოებაში აღარ არის ის მუხტი, რომელიც 2012 წელს იყო. რისი ბრალი უნდა იყოს ეს ყოველივე?! _ დიახ, უმუხტობა საარჩევნოდ - ეს, უჩვეულოა... თუმცა ამის მიზეზი გახლავთ სამართლიანი და თანაბარი პირობები სუბიექტებისათვის, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. ამაშია მთელი ხიბლი დემოკრატიული საარჩევნო პროცესის. არავის აქვს საფუძველი სიმშვიდე დაკარგოს, გაბრაზდეს, რაც მუხტს ამცირებს. _ დღეს ბევრს საუბრობენ, არაფორმალურ მმართველობაზე, ესეც დამატებითი სატკივარია ქვეყნის განვითარებაზე, მიიჩნევენ ექსპერტები. თქვენ როგორ ფიქროთ, ივანიშვილის ფაქტორი რამდენად აჯანსაღებს წინასაარჩევნო გარემოს?! _ არაფორმალური მართვა და გავლენის ქონა სრულიად სხვადასხვა რამაა. `ნაცების~ ჭორაობა უინტერესოა. არაფორმალური მმართველობაა, როცა ხელისუფალს, ანუ პრემიერს ანაცვლებ გადაწყვეტილებებსა და მართვაში, რისი დადასტურებული მაგალითიც კი უცნობია. ხოლო გქონდეს გავლენა პროცესებზე, მითუმეტეს როცა ასეთი წონიანი და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი ხარ, არის ბუნებრივი რამ და როგორც ვხედავთ სასიკეთოც. ნებისმიერ ადამიანს აქვს გავლენა, მცირე თუ დიდი. როგორც კი ივანიშვილს გავუტოლდებით ქვეყნის მსახურებასა და ქველმოქმედებაში, ჩვენც იგივე გავლენის მქონე გავხდებით. როცა მსოფლიო თანამეგობრობა და ყველა კვლევა ცალსახად საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მაღალ სტანდარტს ადასტურებს, ნიშნავს რომ ამგვარი საშიშროება არარსებულია. _ ელოდებით თუ არა მეორე ტურებსს მაჟორიტარულ ოლქებში?! _ დიახ და არაერთს... ჩვენ ბოლო წლებია ვსწავლობთ და ვაღრმავებთ დემოკრატიას. მეორე ტურიც თანაბარი პირობების შედეგი და დადასტურებაა. ასე რომ, ყოველგვარი ზეწოლის და ღირსების აყრის გარეშე ჩატარებული არჩევნები ასეთია, ნაკლებად ცხელი, ამომრჩევლის ნების ზუსტად გამომხატველი და ამიტომაც მშვიდი. R

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა