კვირას, 25 სექტემბერს ლანჩხუთში პაატა ბურჭულაძე იმყოფებოდა. საარჩევნო ბლოკ პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის~ ლიდერი კულტურის სახლში მხარდამჭერებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ წარუდგინა მაჟორიტარობის კანდიდატი გურამ ჩალაგაშვილი. მსოფლიო ბანის გამოჩენას კულტურის სახლში შეკრებილები ოვაციებით შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.თავის მხრივ ბლოკის ლიდერმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა დამხდურების მიმართ და სიამაყით განაცხადა, რომ გურულები ყველაზე მაგრები რომ ვართ, დღევანდელმა შეკრებამაც დაადასტურაო.მიუხედავად ცუდი ამინდისა, კულტურის სახლში ცარიელ სკამს ვერ ნახავდით, რაც ბურჭულაძის მხარდამჭერთა აქტიურობაზე მეტყველებდა. ბატონმა პაატამ ვრცლად ისაუბრა, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მის გუნდს ამორჩეველმა მხარი და არც ის დაივიწყა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიდის შავი პიარი მათ მიმართ: დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია ვაშენებთ. უკვე აშკარაა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომლებიც აღარ ერიდებიან ფართო თავყრილობებსა და სატელევიზიო რეკლამებს. ზეწოლა ჩემზე და ჩემ მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, ვინც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას - სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთის მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორეს მხრივ აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება. ჩვენი ამომრჩეველი ხედავს, რომ „სახელმწიფო ხალხისთვის“ დღეს რეალური ლიდერია და ჩვენს გუნდს ნამდვილად შეუძლია უიმედო სიტუაციის შეცვლა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მთავრობა არის ხალხის მიერ დაქირავებული და ის ხალხს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ თითქოს უკვე მივეჩვიეთ კიდეც ნეგატიური ინფორმაციის მოსმენას, მივეჩვიეთ უმოქმედობასა და ყველაფერ ცუდს. მე, სწორედ ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი და დღეს მიწევს ათასგვარი ცილისწამების ატანა მხოლოდ იმის გამო, რომ დარწმუნებული ვარ, იმ პროფესიონალთა გუნდთან ერთად, რომელიც შევკრიბე, უმოკლეს დროში შევძლებ ქართველი ხალხის გამოყვანას ამ კრიზისიდან. მთავრობა აუცილებლად ჩადგება ხალხის სამსახურში!!! ~თავის გამოსვლაში ბურჭულაძემ ის პრიორიტეტებიც ახსენა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე გახდება გასაკეთებელი. კიდევ ერთხელ წარადგინა გურამ ჩალაგაშვილი დამსწრეთა წინაშე და წარმატებები უსურვა.მაჟორიტარობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის ყველაფერს გააკეთებს და იმ დაპირებებს შეასრულებს, რომელსაც ამომრჩეველს სთავაზობს.შეხვედრაზე კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. გამგებლის ყოფილმა მოადგილემ, ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელიც ბოლო დრომდე ლანჩხუთში თავისუფალ დემოკრატებს~ ხელმძღვანელობდა პარტია დატოვა და პაატა ბურჭულაძის მოძრაობას შეუერთდა. ჩემი ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვები, საერთოდ აღარ ემთხვეოდა, თავისუფალი დემოკრატების ხედვებს. რადგან ჩემი ხედვები თანხვედრაში მოდის პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ხედვებთან, ამიტომ გადავწყიტე, ამ პარტიაში გაწევრიანება და შესაბამისად, შევუერთდე პოლიტიკურ მოძრაობას „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“, _ განაცხადა შეხვედრაზე ბატონმა ვახტანგმა.შეხვედრის დასრულების შემდეგ შეკრებილები ბატონ პაატას სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრნენ. საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი მათ დახმარებას შეჰპირდა.მიუხედავად წვიმისა, ბურჭულაძე მომხრეებთან და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ქუჩებშიც შეხვდა ამომრჩევლებს. დაათვალიერა ქალაქში არსებული სავაჭრო ცენტრები და ლანჩხუთელებს არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა.
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0