ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

საკითხავი ის არის - საერთოდ მოახერხებენ ისინი გამარჯვებას?

საკითხავი ის არის - საერთოდ მოახერხებენ ისინი გამარჯვებას?
21-07-2016, 00:00

ამ დღეს რეგიონში პრემიერ–მინისტრს ელოდებიან და სწორედ გიორგი კვირიკაშვილი გაახმოვანებს იმ კანდიდატურებს, რომლებიც მომავალ პარლამენტში ადგილისძთვის იბრძოლებენ. ოცნებამ კანდიდატების დასაელება იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. დასახელებულ გვარებს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებსში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. განსაკუთრებით გამოეხმაურნენ შევარდნაძის დროის შინაგანა საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის დასახელებას. ოცნების მიერ უკევ დასახელებულ კანდიდატებს და წინასაარჩევნო პოლიტიკურ ბატალიებს ეხმაურება ლანჩხუთელ ლეიბორისტთა ლიდერი ტარიელ კალანდარიშვილი და ჰო და არასთან საუბარში შემდეგს აცხადებს: _ როგორც დიდი ილია იტყოდა: ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ!". ,,ქართულ ოცნებასა" და მისგან ვითომ გაქცეულ და ოპოზიციაში გადასულ ურეიტინგო პარტიების ლიდერებს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ - ამდენი ცრუ დაპირებებისა და აუხდენელი ოცნებების შემდეგ არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატურების წამოყენებას საერთოდ არ უნდა ახდენდნენ, ისე, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც ბედავენ და მათგან განაწამებ, უფლებააყრილ, ბიზნესწართმეულ ათასობით და ათი ათასობით ადამიანს ისევ სთავაზობენ საკუთარ თავს და არჩევნებში მხარდაჭერას სთხოვენ. მათ არ იციან, რომ შეცდომისა და მითუმეტეს დანაშაულის გულწრფელად აღიარება - ვაჟკაცობაა და ამით უფრო მოიგებენ ჩვენი ზედმეტად ტოლერანტული ამომრჩევლის გულს. პრემიერ მინისტრის მიერ იმერეთში დასახელებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ერთი ძველი ამბავი გამახსენდა: გაგანია კომუნისტების დროს ერთმა მეგობარმა მის თანამშრომელ პარტიულ მუშაკს ასეთი შეკითხვა დაუსვა: რამდენი კლასისაგან შედგება ჩვენი საზოგადოებაო? მან მკვირცხლად უპასუხა: რა თქმა უნდა - მუშათა კლასი, გლეხთა კლასი და მათგან გამოსული ინტელიგენცია. მან მეგობარს პარტიული განათლება დაუწუნა და ასე შეუსწორა: ჩვენი საზოგადოება მართალია შედგება სამი კლასისაგან, მაგრამ ესენია: ,,დასაჭირავები, დაჭირულები და დანაჭირავებიო". ასე სჭირს დღეს ,,ქართულ ოცნებას". ეს კანდიდატურები წარმოადგენენ: ,,ადრე გასვრილებს, ამჟამად დასვრილებს და მომავალში გასასვრელებსაც". მოგეხსენებათ ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი არის შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, რადგან იმ პერიოდშიც ბევრი ღირსეული მუშაობდა საჯარო სამსახურში, მითუმეტეს დაბალ რგოლებში და მათი დამსახურებაცაა, ეს ქვეყანა ავად თუ კარგად აქამდე რომ მოვიდა, მაგრამ მისი მთავარი მინუსი ის არის, რომ იგი წარმოადგენს საუკუნის აფიორის ,,ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ თანამონაწილეს, როგორც მაშინდელი უშიშროების უფროსი ხაბურძანია და ბევრი სხვა. თუ ბატონ კობას უნდოდა, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო ახალგაზრდა, მზარდი რეიტინგის მქონე პოლიტიკურ ფიგურად - შეიძლება მას ,,ვარდების რევოლუციის" ბედი ვერ შეეცვალა, მაგრამ ის მაინც უნდა გაეკეთებინა, რომ სიმართლე ეთქვა და დემონსტრაციულად დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. მან ეს არ გააკეთა და ნებით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო სისხლიანი რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლას. რაც შეეხება დანარჩენებს - მოქმედი გამგებლები იქნებიან ესენი, სკოლის დირექტორები თუ სხვა - მათ ძალიანაც რომ უნდოდეთ ხალხის სამსახური - ივანიშვილისა და მისი გარემოცვის პირობებში ისინი ამას ვერ შეძლებენ და ისევე გახდებიან საზოგადოების რისხვის ობიექტები, როგორც არაერთი გახდა. არ არის გამორიცხული ,,ქართულმა ოცნებამ" დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით სხვა უფრო დიდი სიურპრიზებიც შემოგვთავაზოს, მაგრამ საკითხავი ის არის - საერთოდ მოახერხებენ თუ არა ისინი გამარჯვებასა და პარლამენტში შესვლას, რადგან დღეს საზოგადოება ძალიან რთულ სოციალურ-ეკონომიკურ და მორალურ მდგომარეობაშია, ბევრი მათგანი შიმშილობს, პესიმიზმშია, ახალგაზრდები უფუნქციოდ არიან, ორმოცი ათასზე მეტი სტუდენტი სტატუსშეჩერებულია მილიარდელის ქვეყანაში და ამ დროს მათი მხრიდან დამაჯერებელ გამარჯვებაზე ფიქრი - ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. აი ახლა, სულ რამოდენიმე საათის წინ ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერები ,,ახალგაზრდულ ფრთასთან" ერთად გამოვიდნენ ინიციატივით და დაიწყეს სტატუსშეჩერებული სტუდენტების მასობრივი რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა პარლამენტში მოსვლისთანავე ჩვენ დავსვათ ეს საკითხი, მათ მოეხსნათ ფინანსური პრობლემები და ისინი გადავარჩინოთ ამ საგანმანათლებლო გენოციდს და დავუბრუნოთ მშობლიურ საგანმანათლებლო კუთხეებს, რადგან განათლება და გამრავლება - ეს ორი ისეთი იარაღია, რომელიც ჩვენი ისტორიისა და გენეტიკის მქონე მოსახლეობასა და ქვეყანას ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცევს.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა