ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რა საკითხზე ესაუბრა ლანჩხუთელი ლეიბორისტი ტარიელ კალანდარიშვილი შალვა ნათელაშვილს და რა შეთანხმება შედგა მათ შორის

რა საკითხზე ესაუბრა ლანჩხუთელი ლეიბორისტი ტარიელ კალანდარიშვილი შალვა ნათელაშვილს და რა შეთანხმება შედგა მათ შორის
17-05-2016, 00:00

ამის მიზეზი 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. პოზიცია ამბობს, რომ ისევ სურს ხელისუფლებაში დარჩენა, რადგან ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, ოპოზიცია კი თვლის, რომ ეს 4 წელი არაფრით იყო გამორჩეული და ხელისუფლების ჩანაცვლება უნდა მოხდეს. გამოჩნდნენ ახალი სახეებიც და პარტიებიც. გაიმართა მმართველი პარტიის ყრილობა, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველი ათეული გამოაქვეყნა. მოკლედ, საკმაოდ ცხელ ზაფხულთან ერთად პოლიტიკურად უფრო ცხელი ამბები გველოდება წინ.ჰო და არა~ ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშრიებიტ ლანჩხუტელ ლეიბორისტთა~ ლიდერს ტარილე კალანდარიშვილს ესაუბრა:_ მოგესალმებით ბატონო ლაშა, მივესალმები თქვენი გაზეთის მკითხველს და მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ღარიბი პარტიის მიმართ გამოჩენილი უანგარო ყურადღებისთვის. _ ბატონო ტარიელ, დავიწყოთ იმით, რომ მმართველმა პარტიამ ყრილობა გამართა და პოლიტსაბჭოში ახალი სახეებიც გამოჩინა. როგორც ჩანს, ოცნება~ განახლებული სახით მიდის არჩევნებზე?_ თავისთავად, ნებისმიერი პარტიის პოლიტსაბჭოს დაკომპლექტება ღირსეული კადრებითა და ლიდერებით და მისი მუდმივი შევსება-განახლება ახალი, პერსპექტიული, პროფესიონალი და უანგარო ადამიანებით-ჯანსაღი და მისასალმებელი პროცესია, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ,,ქართულ ოცნებასთან~ დაკავშირებით პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ცვლილება, (განახლება ჰქვია თუ არა ამას-ესეც საკითხავია) დავესესხები ბატონ ბიძინა ივანიშვილს და უფრო წინასაარჩევნო პატარა ,,ტრიუკს" ჰგავს, ვიდრე საზოგადოებისა და ამომრჩევლისათვის ახალი, ეროვნული მსოფლმხედველობის, იდეებისა და პროგრესული პოლიტ-ეკონომიკური მოსაზრებების მქონე სახეების შეთავაზებას და იგი მიმზიდველი ნამდვილად ვერ იქნება ამომრჩევლისათვის. ,,ქართულ ოცნებაში~ ნამდვილი ,,ალიაქოთია", მათ მიერ ჩატარებული მოსახლეობის შიდა პარტიული გამოკითხვაც იძლევა ამის საფუძველს. ხელოვნურად შეკოწიწებული ერთობა იშლება. ,,წააქეზეს მურია და შეაჭამეს მგელსაო" ასე დაემართა ბატონ თამაზ მეჭიაურს და კიდევ რამდენიმე ფიგურას, რომელთა შესახებ ინფორმაციები თანდათან გამოქვენდება. მათ მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული ყრილობა იყო მოსახლეობის თვალის ასახვევად ერთობის დემონსტრაციის მცდელობის ბოლო გაფართხალება. ის თავის დროზე ხელოვნურად, ყოველგვარი იდეური ერთობის გარეშე შეკრიბა ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც წლების განმავლობაში შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, მაგრამ როცა ისინი ძალიან ღრმად ჩაუძვრნენ ბატონ ივანიშვილს ჯიბეში - გადაწყვიტა მათი ჩამოცილება და ეს ბატონებიც მოსახლეობის ნდობასთან ერთად გამოიყენა ამ მიზნის შესასრულებლად და ახლა, ზოგიერთი უგუნური ან ანგარებიანი ვაი პოლიტიკოსი და ინტელიგენციის წარმომადგენელი გვაყვედრის და გვთხოვს, რომ დიდი მადლიერება გამოვხატოთ ბატონ ბიძინას მიმართ ნაციონალების მოცილებისათვის, რომელთანაც ოცნებამ კოჰაბიტაცია გამოაცხადა, ძირითადი დამნაშავეები ქვეყნიდან გააპარა და ახლა მათი მაღალი ტონი და ხმაურიანი განცხადებებიც ივანიშვილის ,,დამსახურებაა". _ ე.წ. კოჰაბიტაციის ხანა უკვე წარსულს ჩაბარდა. საზოგადოდ ასეა ცნობილი. ყოფილმა მმართველმა გუნდმაც აღიარა, რომ განახლება სჭირდება და სიის პირველ ათეული ისე გამოაქვეყნა, რომელშიც მოქმედი პარლამენტიდან მხოლოდ 2 წევრია. სხვები ახლები გახლავთ..._ რაც შეეხება ნაცმოძრაობასა და მათი პარტიული სიის პირველ ათეულს: მათ შეიძლება მართლაც ჰქონდეთ სურვილი რომ განახლებული სახეებითა და იდეებით ,,აღვსილნი" და ,,განწმენდილები" წარსდგნენ ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ საბედნიეროდ საზოგადოება არც ისე გულმავიწყია, როგორც მათ ჰგონიათ და მოსახლეობას დღესაც ძალიან მძაფრად ახსოვს ამ პოლიტიკური ძალის მიერ ჩადენილი სისაძაგლეები. აკაკი წერეთლის ,,გამზრდელისა~ არ იყოს არსებობს შეცოდება, რომელსაც შენდობა უხერხდება და ისეთი შეცოდებებიც არსებობს, რომლებსაც შენდობა არ უხერხდება და უპატიებელია. აქვთ კი მათ მორალური უფლება მოსახლეობას მხარდაჭერა მოსთხოვონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ?! - ამას ამომრჩეველი 8 ოქტომბერს თავად გადაწყვეტს. _ ლეიბორისტული პარტია დამოუკიდებლად გამოდის ხოლმე არჩევნებზე, რაც ბოლო შედეგების მიოხედვით, არც თუ ისე წარმატებულია. ამჯერად ხომ არ აპირებთ სხვა ძალასთან ერთად საპარლამენტო არჩევნეზე გამოსვლას?_ ჩვენ არ გავერთიანდებით არც ერთ კოალიციასა და ბლოკში, ამომრჩევლის წინაშე დამოუკიდებლად წარვსდგებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვითანამშრომლოთ ზოგიერთ ღირსეულ ოპოზიციურ კანდიდატსა და პარტიასთან, რათა მაჟორიტარულ ოლქებში ყველაზე ღირსეული კანდიდატები წარვადგინოთ, ერთმანეთს ხმები არ გავუყოთ და ამით ხელისუფლებასა და მისი სატელიტი პარტიების ,,წისქვილზე წყალი არ დავასხათ". მთავარია, რომ მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტი იყოს გაცილებით ეროვნული, ინტელექტუალური და ნაკლებ ბოღმიანი, ვიდრე დღევანდელია, რომელიც სამწუხაროდ გახდა ერთ-ერთი სამარცხვინო სახელმწიფო უწყება ქვეყანაში, საზოგადოებაში მისი რეიტინგი ნულის ტოლია. ეს კატასტროფაა! საკანონმდებლო ორგანო, ნაცვლად იმისა, რომ იღებდეს ქვეყნისა და მოსახლეობის უკეთესი პირობებისათვის საჭირო კანონებსა და მათი კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით შეჰქონდეს მათში ცვლილებები და დამატებები - დაკავებულნი არიან იმით, რომ ერთ კაცს, მის ხუშტურებსა და მის გარემოცვას მოარგონ მთელი კონსტიტუცია და კანონები, ეს დანაშაულის ტოლფასი მავნებლობაა. კარს მოგვადგა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ეს ხელოვნურად დაშლადი, განშლადი და არჩევნების შემდეგ შეერთებადი ვაი პარტიები, პოლიტიკოსები და ფულიანი მავნებლები ნაცადი მეთოდებით კვლავაც ცდილობენ მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრას და მომავალში ქვეყნის საძარცვავად სადეპუტატო სავარძლებზე აცოცებას. დღეს საქართველოში მოქმედი პარტიებისა და ბლოკების დიდი უმრავლესობა მე მაგონებს მსხვერპლის დასაჭერად ერთ რიგში დალაგებულ ხაფანგებს. მსხვერპლი ერთს გაექცევა-მეორეში ჩავარდება, მეორეს გაექცევა-მესამეში ჩავარდება და ა.შ. ასე რომ, ერთ-ერთი ხაფანგის მსხვერპლნი აუცილებლად გახდებიან და ეს რომ ასე არ მოხდეს ჩვენმა მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილმა მოსახლეობამ საერთოდ ზურგი უნდა აქციოს ამ ,,რიგს", გადააბიჯოს შიშს, ანგარებასა და ბოროტებას და ისე გააკეთოს ისტორიული არჩევანი. როგორ შეიძლება მედროვე არ ვუწოდო იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ახლა, წინასაარჩევნოდ ახსენდებათ ქვეყანა და მოსახლეობა და ისევ, მერამდენედ ცდილობენ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას. სად იყვნენ სალომე ზურაბიშვილი, აკაკი ჩხაიძე და მათი მსგავსნი ამ წლების განმავლობაში - ხალხი სულს რომ ღაფავდა. _ პოლიტიკაში გამოჩნდა კიდევ ერთი ცნობადი სახე, მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე. რას ფიქრობთ, რამდენად საინტერესო პერსონა იქნება ის ჩვენს პოლიტიკურ რინგზე?!_ ცალკე არ შემიძლია არ გამოვყო და გულისტკივილით არ შევეხო პატონ პაატა ბურჭულაძის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში. იგი ჩემი მხრის კაცია და გურულები არც ისე ბეცები ვართ. არამც თუ მისი ნებით - ძალდატანებაც რომ ყოფილიყო - მას ჰქონდა საკმარისი არგუმენტები იმისათვის,რომ ეს შემოტევაც შეეჩერებინა. ქართულში მრავალი ბძნული გამონათქვამია, მათ შორის: ,,წინა კაცი უკანა კაცის ხიდია"_ო. ბატონ ივანიშვილს, უანგაროდ იყო ეს თუ წინასწარი ანგარებიანი გათვლებით, ფინანსური კუთხით ათჯერ და მეტჯერ უფრო დიდი ქველმოქმედება აქვს გაწეული, ვიდრე ბურჭულაძეს და დღეს იგი ყველლაზე ურეიტინგო ფიგურად და პოლიტიკოსად არის გამოცხადებული. თუ შენ პატიოსნად იცხოვრებ ვერავინ გაიძულებს, რომ არაპოლიტიკოსი ძალით ჩაგაბას პოლიტიკაში და მთელი სიცოცხლის განმავლობაში შექმნილი ავტორიტეტი და ხალხის კეთილგანწყობა რამოდენიმე თვეში გაგიცამტვეროს. მითუმეტეს, როცა მსოფლიო ბანი უკვე ,,შემჩნეულია" და არც თუ უსაფუძვლოდ ნაციონალებთან და არა მარტო მათთან ,,პოლიტიკურ კურკურში". მათ ისე მიჰყავთ საქმე, რომ მოსახლეობას ყველა მეცენატი და ქველმოქმედი შესძულდება, რადგან ისინი მწარე გამოცდილებათა გამო მათში ყოველთვის დაინახავენ ანგარებიან და პოლიტიკისაკენ პირადი განდიდებისა და გამდიდრების მიზნით მძრომიალე აფერისტს. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც: პურს მეპურე გამოაცხობს, პოლიტიკას პოლიტიკოსი წარმართავს, მდიდრები ბიზნესს განავითარებენ, ბიუჯეტს შეავსებენ, ხალხს დაასაქმებენ და ქველმოქმედებასაც არ დაივიწყებენ. ღარიბი დაცული იქნება და მდიდარი-გაკონტროლებული. ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში მოსახლეობის დახმარების დიდი და არც თუ უსაფუძვლო იმედი გააჩნია დღეს საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას. ეს ბრძოლა - ჩვენია! _ ბოლოსთვის გკითხაvთ, ხომ არ იგეგმება თქვენი კანდიდატურის დასახელება ლანჩხუთისა და ჩოხატაურის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში?_ ჩემი კანდიდატურის წამოყენებასთან დაკავშირებით მე მქონდა შეხვედრა ბატონ შალვასთან და სიტყვიერი შეთანხმება ჩვენს შორის შედგა. დეპუტატობის კანდიდატი მე ვიქნები, თუკი ურთიერთშეთანხმებით რაიმე უკეთესი ვარიანტი არ იქნა გამოძებნილი და სხვა ღირსეული კანდიდატი არ იქნა წამოყენებული.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა