ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

`ამ პარკს, ხალხო, `ნაციონალებიც~ კი არ შეხებიან~ _ `ქართული ოცნების~ წევრის ხმაურიანი განცხადება

`ამ პარკს, ხალხო, `ნაციონალებიც~ კი არ შეხებიან~ _ `ქართული ოცნების~ წევრის ხმაურიანი განცხადება
28-03-2016, 00:00

ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. საკრებულომ მიიღო დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“. მწვანე ნარგავების თემამ დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოპოზიციონერმა გიორგი გოგუაძემ აღნიშნა, რომ თუ მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოვა ე.წ. საკოლმეურნეო ტყეები, მას მოვლა–პატრონობა დასჭირდება და ამისთვის ერთი ა(ა)იპ–ის შექმნა მოგვიწევს. საკითხის მომხსენებელმა გიორგი ჩახვაძემ გოგუაძის წინადადება მისაღებად ჩათვალა: `ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება და თუ ეს ფართობები ჩვენს ბალანსზე აღმოჩნდა, სამსახური ნამდვილად დასჭირდებაო~.დარეჯან ბურჭულაძემ ქალაქის ცენტრის გამწვანებასთან დაკავშირებით დასვა კითხვა: `ძალიან მაინტერესებს, როდის უნდა მოხდეს ქალაქის გალამაზება. ყოველ წელს ხდება ვარდების დარგვა, რომელიც ორ თვეში ხმელია. მკვდარია შესაბამისი სამსახური ამ ნერგების დარგვის. აგროვადების დაცვა ნუთუ არ არის საჭირო?! ყველაფერი თავის ნებაზე რატომ უნდა იყოს?!~ნიგოითის მაჟორიტარი თემურ ალექსაიამ თქმით, მის თემში სატყეოსთან დაკავშირებით შეიძლება დიდი სკანდალიც მოხდეს: `მოსახლეობამ გაწმინდა ეს ტერიტორია და გააშენა თხილის პლანტაციები. როგორც გავიგეთ, სატყეოს კეთილი ნება თუ არ აღმოჩნდა, მაშინ ამ ხალხს ჩამოართმევენ ამ მიწებს. ეს მოგეხსენებათ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს~. გიორგი ჩახვაძის განმარტებით, _ `როგორც მე ვიცი, ამ შემთხვევაში შეიძლება გაფორმდეს საიჯარო ხელშეკრულება. ეს ბუნებრივია, სატყეოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. იყო ასეთი შემთხვევა, როცა უკანონო შეჭრა დაფიქსირდა, მისი ე.წ. მფლობელი მილიონი ლარით დააჯარიმეს. ამ თანხას ბუნებრივია ვერავინ გადაიხდიდა. შემდეგ მოხდა ამ თანხის ჩამოწერა. როცა საკოლმეურნეო ტყეების გადმოცემაზეა საუბარი ამას სჭირდება გარკვეული გეგმა. ალბათ, 10 წლიანი მაინც თუ როგორ მოვუვლით და ა.შ. როცა ეს ყველაფერი იქნება მზად მაშინ მოხდება გადმოცემა.~საკრებულოს ეთიკის კომისიის თავკაცი რომან ბიწაძე თვლის, რომ მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება მარტო დამტკიცებისთვის არ უნდა მოხდეს. `ამ ყველაფერს სჭირდება პირველ რიგში ფინანსური უზრუნველყოფა. შემდეგ ისე არ დაგვემართოს, როგორც გამგეობის მიერ შემოტანილ საკითხებშია ხოლმე, მაგალითად საქონლის მოვლა-პატრონობაზე ქალაქის ტერიტორიაზე. ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მაგრამ სად ხდება მისი აღსრულება?!~მის განაცხადებას მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. ზაზა ურუშაძის თქით, _ ყველა წესი მუშაობს. ხალხს ისედაც უჭირს და ახლა ძროხებს ვერ დავუპატიმრებთ. ეს არასწორია. `თუ არასწორია, მაშინ რატომ შემოიტანეთ~ _ უკან არ დაიხია ბიწაძემ და სხდომაზე მყოფთ შეახსენა, რომ თავის დროზე უღირსი მთავრობის მიერ ღირსების ორდენის წარდგენაზე უარი განაცხადა, მაგრამ ზაზა ურუშაძემ დიდი სიამოვნებით მიიღო.`რას ამბობ, თუ იცი? ღირსების ორდენი უღირსია?~ _ გამოეპასუხა ურუშაძე. `ღირსების ორდენი კი არ არის უღირსი, არამედ უღირსი მთავრობა იყო შევარდნაძის მთავრობა და მისგან მონიჭებულის აღება არის უღირსობაო~ _ თქვა ბიწძემ.გაგრძელება მე-4 გვერდზე1-ლი გვერდიდან`რაც შეეხება ავტოტრანსპორტის მოძრაობას. გვაქვს კი ის პარკი, რომ ტენდერი გამოცხადდეს. ჯერ განახლებაა საჭირო. ეს თემა დასახვეწია. შეიძლება ავტოსადგური საერთოდ რკინიგზის სადგურთან გადავიტანოთ. ამით ქალაქის განტვირთვა მოხდება. წესი არ მუშაობსო, რომ ამბობ, როგორ არ მუშაობს~ _ თქვა ზაზა ურუშაძემ. საკრებულოს მიერ დამტკიცდა განკარგულების პროექტი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ქ. ლანჩხუთი, ს. მგელაძის ქ. N16-ში მდებარე 52456.00.კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) (ს/კ 27.06.48.013.)) განმეორებითი საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის შესახებ“. საკითხი გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა. მიწის ნაკვეთზე გამოცხადდება ხელახალი აუქციონი, ვინაიდან 2-ჯერ პრეტენდენტთა არარსებობის გამო ჩაიშალა. საწყისი საფასური კი შემცირდება, პირველად 577 ათას ლარზე იყო საუბარი, ახლა კი 478 ათას ლარად იყიდება. გიორგი გოგუაძემ შენიშნა, რომ ამ ყოველივეს ახლავს აიდიტორ ხელაძის დასკვნა: `როგორც ვიცი, გამგებელს ხელაძის მიმართ პრეტენზიები აქვს და სასამართლოშიც უჩივლა. მაინტერესებს, ამ შემთხვევაში ხელაძის დასკვნას ენდობით?!~ ამაზე ფაცურიამ განმარტა, _ მიწის ნორმატიული ფასი კანონით ისედაც დადგენილია და აქ სხვა ცვლილება ვერ შევიდოდაო.შემდეგი საკითხი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისათვის 2016 წელს გამოყოფილი თანხების განაწილების შესახებ“ გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტერქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ წარმოადგინა. აღნიშნულ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.თუმცა მანამდე იყო, რაც იყო: დეპუტატების უმრავლესობამ სოფლის კრებებზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ტონი დაიწუნა. `ისინი ძირითად შემთხვევაში ხალხს ეუბნებოდნენ, ამა თუ იმ პროექტს ვერ გავაკეთებთ და რასაც ჩვენ გირჩევთ, ის ჩაწერეთ პირველ რიგშიო. თუმცა, მოსახლეობა სხვას ითხოვდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა წერია კრების ოქმში~ _ ასეთი გახლდათ მაჟორიტარების უმეტესობის პოზიცია. ნონა მურვანიძე, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი: `მე მაქვს ჩოჩხათის თემის ხუთივე სოფლის ოქმი. მას აქვს ხელწერა, მაგრამ სოფლისთვის გამოყოფილი თანხის გრაფაში ხაზებია დატოვებული. ეს რას ნიშნავს?! ან კიდევ მოსახლეობა ითხოვს გზის შეკეთებას, მოხრეშვას, მაგრამ აქ წერია რკინა–ბეტონის დაგება. ეს არავის მოუთხოვია, რადგან ყველამ იცის, რომ ამით მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი გაკეთდება, სხვა კი გაუკეთებელი დარჩება.~დავით ჩხარტიშვილი, ნინოშვილის მაჟორიტარი: `გზების მოხრეშვას ითხოვს მოსახლეობა და ამის ჩაწერასაც მოითხოვდა ოქმში. მაინტერესებს ვინ გვიშლის _ სახელმწიფო და ადგილობრივი~. ზაზა ურუშაძის განმარტებით, მოხრეშვაში გახარჯული თანხა წყალში გადაყრილია და ამიტომ შეიცვალა ეს წესი: `თუ თქვენ გინდათ ჩაწერეთ, გავაგზავნოთ და თუ დაამტკიცეს ხომ კარგი~.ბესიკ ტაბიძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავკაცი: `თბილისში ვიღაცას, რომელსაც გალსტუხი ახრჩობს, დაწერა, რომ გზების მოხრეშვა არ შეიძლება სოფლის პროგრამებით. ეს არასწორია. აბა, მოხრეშე ერთი ნინოშვილის ხრეშით და თუ წაიღებს წყალი ერთ გაწვიმებაზე, ნახავთ. ეს როგორ შეიძლება. რას ჰქვია წყალში გადაყრილი ფულია. ნინოშვილის სახლ-მუზეუმში შენობა კეთდება და ბათუმელი კაცი აკეთებს და მუშებიც იქაური მოიყვანა. რა, ჩვენთან ვერ გააკეთებდნენ. როცა ტენდერები ცხადდება, კი ბატონო მოიგო სხვა რაიონის მკვიდრმა, მაგრამ გაბიონს აკეთებ თუ ჯანდაბას, ადგილობრივი არ უნდა დაასაქმო მაინც. ან ხარისხი მოვიკითხოთ, რას აკეთებენ. ყველაფერს უნდა ყურადღების მიქცევა.~გამგებლის განმარტებით, ხარისხზე დანდობა არ იქნება _ წელს 60–მდე ტენდერი გვაქვს გამოსაცხადებელი და ყველას უმკაცრესად გავაკონტროლებთო. `რაც შეეხება ადგილობრივების დასაქმებას, ამას ძალით ვერავის ვაიძულეთ. ერთ მაგალითს გეტყვით, მეწარმემ სხვა სოფლიდან იმიტომ აიყვანა მუშახელი სხვა სოფელში, რომ ადგილობრივებმა დღეში 20 ლარად მუშაობაზე უარი თქვეს. მეტს ის კაცი ვერ იხდიდა და რა ექნა, ვადებში არ ჩატეულიყო და საქმე არ გაეკეთებინა~ _ თქვა ურუშაძემ.ცალკე გაიმართა მსჯელობა ჩოჩხათი-სუფსის გზაზე. როგორ ჩოჩხათის მაჟორიტარტმა ალეკო სარიშვილმა განაცხდა, დაგებული ასფალტი უკვე დაზიანებულია და მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს და მის შეკეთებას მოითხოვს. გამგებლის განმარტებით, _ `თუ სადმე პრობლემაა ის აღმოიფხვრება. ჯერ ეს გზა დასრულებული არ არის, შესაბამისად, მისი ჩაბარება არ მომხდარა. ნუ ნერვიულობთ, პრობლემურ გზას ჩვენ არ ჩავიბარებთ. თან ამ ყველაფერს სჭირდება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი ჩაბარება.~ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაობს კიდევ ერთი დებატი მოჰყვა, მანამდე ბესიკ ტაბიძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ია ჩხაიძე, სოციალური კომისიის თავმჯდომარე: `ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ქალაქში. პრიორიტეტი რა არის. ჩვენი თხოვნა იყო გავმცდარიყავით ამ 300 მეტრიან რადიუსს. უნდა მოწესრიგებულიყო რკინიგზის სადგურის ტერიტორია. ასევე აგრარული ბაზარი. თქვენ კვირადღეს წამოდით და ნახეთ, რაც ხდება ამ ბაზარში. რძის პროდუქტები იყიდება თითქმის მიწაზე დაწყობილი. სად არის სურსათი უვნებლობის სამსახური ამ დროს. ეს როგორ შეიძლება. საუბარია ქალაქში ტუალეტის გახსნაზე. იმ წმინდა ადგილზე, სადაც ეკლესიაა, ჩვენი წინაპრების ძვლებია, იქ ტუალეტის გახსნის წინააღმდეგი ვარ. ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხებს ვინ წყვეტს. ახლა უნივერმაღის წინ აკეთებთ პარკინკს. ისტორიული პარკის დანგრევა მოხდა. იმ პარკს, ხალხო, `ნაციონალებიც~ კი არ შეხებიან, მხოლოდ ტუალეტი გააკეთეს. თქვენ კი შეეხეთ. სად არის უსაფრთხოება დაცული პარკინგის გაკეთებით. მე თავად მოვყევი ცოტა ხნის წინ ავარიაში. ჩვენი მოსახლეობა დაცულია დღეს იქ გადასვლის დროს?!~ზაზა ურუშაძის განმართებით, _ იქ არაფერი დანგრეულა. იქნება დაცული უსაფთხოება და მოხდება ტერიტორიის დახაზვა. მისივე თქმით, გლეხი ბაზარში თუ რამეს ყიდის, ყელში ვერ წაუჭერენ და ჯარიმებს ვერ გამოუწერენ. სესიის ბოლოს კვირკველიას #16-ში მდებარე მიწაზე გაიმართა საუბარი. როგორც გაირკვა, იქ მდებარე 2 ფართი შპს `ტექნო–ბუმის~ საკუთრებაა, დანარჩენზე კი სკვერის გაკეთება მოხდება. მართალია, ის საპრივატიზაციო ობიექტების სიაში გახლდათ შესული, მაგრამ მალე ამოვიღებთო, ითქვა სხდომაზე.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა