ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

კალაძის ლანჩხუთური ვოიაჟი

კალაძის ლანჩხუთური ვოიაჟი
20-11-2015, 00:00

`კომუნისტური სტილით~ 129-ავე დელეგატი დაესწრო. თუ მმართველი პარტიის ჯერ კიდევ ოპოციაში ყოფნისას წევრებს დავუჯერებთ, დარბაზში `ნაციონალური სურნელიც~ მრავლად იყო `დაფრქვეული~ _ საუბარია ყოფილი მმართველი გუნდიდან დღევანდელ მთავრობაში პორტირებულებზე. ალბათ, ასეთ ხალხს ეძღვნებოდა დილით შოთა ფირცხალაიშვილის პოსტი `ფეისბუქგვერდზე~: `დღეს ლანჩხუთში დიდი თავყრილობა! `ქართული ოცნების~ პარტიის თავყრილობაა, სტუმრად კახი კალაძე გვეყოლება. ჰოდა, წავა ერთმანეთის დაბოლება, რათა თავი მოაწონონ ვიცე-პრემიერს _ თუ როგორ ათენებენ და აღამებენ პარტიაზე ფიქრში? ეს იმდენად ფარსი იქნება, არ გამოვრიცხავ პარტიული შეკრების ნაცვლად ცირკი იხილოთ. ამიტომაც, ვისაც დრო გაქვთ, შეგიძლიად დაესწროთ! ასევე იხილავდ ქართულ ლიტერატურის გმირებს, ბევრ ყვარყვარეს. ისინი დაიწყებენ თუ რა გმირობები ჩაუდენიათ `ქართული ოცნების~ გასაძლიერებად. აბა, თქვენ იცით, აბოლეთ ერთმანეთს, სანამ შუბლის ბოლო ძარღვი გაგიწყვეტიათ! აბა, თქვენ იცით, აბა ჰე, აბა ჰო!~ _ აქ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ბატონი შოთა ერთ-ერთი პირველი იყო, ლანჩხუთში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი ხელმოწერები რომ შეაგროვა და ამის გამო იმდროინდელი ხელისუფლებისგან დევნა-შევიწროვებაც მიიღო. ის კარგა ხანია პროტესტს გამოთქვამს, რომ პარტიაში დღეს ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც მას და მის მხარდამჭერებს თავის დროზე `ნაცმოძრაობის~ ეგიდით უპირისპირდებოდა.გუშინწინდელ კონფერენციაზე აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებული ადამიანები იყვნენ, რაზეც ოპოზიციონერმა კახა ასკურავამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: `ლანჩხუთის მინიციპალიტეტის მოქალაქეების საყურაღებოდ! თუ დღეს, 18 ნოემბერს, 15 სთ-დან 17 საათამდე რამე საქმე გაქვთ თქვენს მიერ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იცოდეთ რომ არ სცალიათ, რადგან 2 საათით წასულები არიან `ქართული ოცნების~ პარტიულ კონფერენციაზე, სადაც სტუმრათაა ჩამოსული ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, არა ენერგეტიკაზე სასაუბროდ, არამედ პარტია `ქართული ოცნების~ სამომავლო გეგმებზე! გისურვებთ წარმატებებს~ _ ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა და ექს-ვიცე გუბერნატორმა დღევანდელ ხელისუფლებას იმაზე მიანიშნა, რაც მისი ხელისუფლების დროს `უფრო შენიღბულად~ ხდებოდა. თუმცა არც მაშინ და არც დღეს, საკრებულოს წევრებისა და გამგებლის გარდა, სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრებზე სამუშაო საათებში არავინ უნდა სცდებოდეს.რაც შეეხება უშუალოდ კონფერენციას, ის მედიის წარმომადგენლებისთვის რატომღაც დაიხურა, თუმცა კარგა ხანს, სანამ კარიც არ მიგვიხურეს გვესმოდა გამოსვლები და იქ `დასამალი~ არაფერ იყო. თავიდან არავის გავუფრთხილებივართ, რომ შეხვედრას მედია ვერ დაესწრებოდა, მხოლოდ ვიდეო-კამერის მუშაობა შეგვიზღუდეს. თუმცა ვიცე-გუბერნატორ სოსო ერქომაიშვილის ჩარევის შემდეგ, სავარაუდოდ, პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს გარეთ გასვლა გვთხოვა: `მე ვერ გცნობთ თქვენ, ჟურნალისტები, ვინც ხართ მაქ, ყველამ დაგვტოვეთ, გადით გარეთ...~ _ მოგვიწოდა მან. ჩვენ გადავინაცვლეთ გასასვლელი კარისკენ, რომელიც ასევე ვიცე-გუბერნატორის მითითებით დაგვიხურეს. `ეს პარტიული კონფერენციაა, დახურული~ _ კორექტულად აგვიხსნეს. თუმცა შეხვედრაზე რიგითი ადამიანებს და უბრალოდ მსურველებს უპრობლემოდ უშვებდნენ, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. გამოვიდა, რომ შეხვედრა დახურული მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო, რაც მინიმუმ არაკორექტორული მოქცევაა _ თუ პარტიულ კონფერენციას დახურავ, მაშინ მასზე მხოლოდ დელეგატები და მიწვეული სტუმრები უნდა დაუშვა. სამწუხაროდ, კახა კალაძესთან გასაუბრების საშუალება არ მოგვეცა, თორემ დარწმუნებული ვართ, `დახურვის~ წინააღმდეგი იქნებოდა, მით უფრო, დასამალი და საიდუმლო შეხვედრაზე ვერაფერი ითქმებოდა, მით უფრო, თითქმის 200-მდე ადამიანში. თუ `ქართული ოცნების~ `ნამდვილ~ წევრებს დავუჯერებთ, დარბაზში მრავლად იყვნენ მრავალგზის `პორტირებულები~, რომელიც ინფორმაციის პოტენციურ გამტანადაც ჩაითვლებიან. თუმცა `საიდუმლო~ მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ კონფერენციამ ახალი ბიურო და პარტიული კონფერენციის დელეგატები აირჩია. დაანონსებული აღმასრულებელი მდივნის დანიშვნა გადაიდო: ამ პოსტზე ციცი ჩხაიძის კანდიდატურა გადაწყვეტილიაო. კონფერენციამ თავმჯდომარედ დატოვა გოგი ხელაძე დატოვა, რომელიც ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეა. სამაგიეროდ, განახლდა ბიუროს შემადგენლობა: ბესიკ ტაბიძე, დავით წულაძე, სოფიო ჩხაიძე, კახა ურუშაძე, ია ჩხაიძე _ მხოლოდ ეს უკანასკნელია ძველი შემადგელობიდან. რაც შეეხება პარტიის ყრილობაზე წარსადგენ დელეგატებს, იგი შვიდი წევრით განისაზღვრა: თემურ ჩხაიძე, ზაზა ურუშაძე, გოგი ხელაძე, ლადო ნანაძე, ალეკო სარიშვილი, ბესიკ კუპრაძე და სოფიო ორაგველიძე.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა