ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვის ადანაშაულებს ოფისზე თავდასხმაში გიორგი გოგუაძე და რატომ არ დაესწრება კახაბერ ასკურავა საკრებულოს სხდომას

ვის ადანაშაულებს ოფისზე თავდასხმაში გიორგი გოგუაძე და რატომ არ დაესწრება კახაბერ ასკურავა საკრებულოს სხდომას
29-10-2015, 00:00

5 ძირითადი და ერთი სხვადასხვა საკითხი განიხილეს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებელის შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცებას, რომელიც საკრებულოს 2015 წლის 31 ივლისის #34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას ემსახურებოდა ფრაქციის წევრი გია გოგუაძე გამოეხმაურა. როგორც ოპოზიციონერმა განაცხადა, _ წინა საკრებულოს მიერ მოხდა ტარიფის დადგენა, რომელიც არ მუშაობს. სანამ ახალს მიიღებდნენ, ძველის მოქმედებას ხელი არ ეშლებოდა. ჩვენ როცა საკრებულოზე რამდენიმე საკითხის ინიცირება მოვინდომეთ, უარი გვითხრეს, წმინდა პოლიტიკური მოტივით. თქვენს ინიციატივებს კი მხარს უჭერთ. 1520 ლარია შემოსული მოსაკრებლიდან. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამაზე. მიშა სააკაშვილის ბრძანებას ხელფასების 600-დან 1600 ლარამდე გაზრდას არ აუქმებთ და წინა საკრებულოს დადგენილება არ შეიძლება შესრულდეს. შესაბამისი სამსახურის მუშაობა არადამაკმაყოფილებელია და ის ასედაც შეფასდება ჩვენს მიერ.ფრაქციამ ასევე იმსჯელა საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ, კერძოდ 2014 წლის 15 აგვისტოს #20 დადგენილებაში ცვლილებაზე. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტის შტატი უქმდება და მთავარი სპეციალისტის შტატი დაიშვება. სხდომაზე მოწვეულმა ეთიკის კომისიის თავკაცმა, რომან ბიწაძემ განმარტა, რომ საშტატი რაოდენობა იგივე რჩება, უბრალოდ სხვა სახელი დაერქმევაო. თუმცა, ვის მიმართ კეთდება ეს `კეთილი საქმე~, არ დაკონკრეტებულა. მესამე საკითხი გახლდათ საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩელებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა. როგორც რომან ბიწაძემ განმარტა, წელიწადში ერთხელ საკრებულოს წევრი მოსახლეობას ხვდება და ანგარიშს აბარებს. ასეთი რამ უკვე დაწყებულია და ის პირველ ნოემბრამდე უნდა მოესწროს. საუბარია გამგებლის შეხვედრაზე. რატომღაც ჩათვალეს, რომ გამგებელს ამის ვალდებულება არ ჰქონდა, მაგრამ ეს წერია შესაბამის კანონში და პრობლემა მოგვარდება. სწორედ ამ საკითხის განხილვის დროს ფრაქციის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და ფრაქციამ ხელისუფლება `ნაციონალური მოძრაობის~ ოფისზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა. გია გოგუაძემ განაცხადა, რომ ის ფიქრობდა საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე ან გამგებელი რაიმე ზომებს მიიღებდა მომხდართან დაკავშრიებით, თუმცა ასე არ მოხდა: `ერთი კვირა გავიდა, რაც ჩვენს ოფისს დაატყდა თავს. მე ვიყავი ამ დროს ოფისში, ვემზადებოდი ამომრჩეველთან შეხვედრაზე. კიდეც დავუკავშირდი ჩვენს მდივანს, რომ მოეწოდებინა ის საკითხები, რომელიც ჩემს მიერ დაისვა საკრებულოს წინაშე, რათა ზუსტი მონაცემები მქონოდა. როცა ეს ხალხი დავინახე ქალაქის ცენტრში იკრიბებოდა, მანამდეც მქონდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა იგეგმებოდა. დავუკავშირდი რაიონის ხელმძღვანელობას, გამგებლისგან მოვითხოვე რეაგირება, მან მდივანი გამოგვიგზავნა, რომელიც იღებდა ფოტოებს და ამით გამგებლის დავალებას ასრულებდა. იყო პოლიცია მობილიზებული, მაგრამ მათ ზომები არ მიუღიათ. ხელ-ფეხი აქვს შეკრული დღევანდელ პოლიციას მთავრობის შემხედვარე. პირდაპირ ვიტყვი, რომ ზაზა ურუშაძემ გამოგვიგზავნა სამსახურების წარმომადგენლები. სწორედ ამის გამო უარი ვთქვი ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებაზე. ბატონ გოგი ხელაძისგან ან უმრავლესობის სხვა წევრისგან ერთი ზარიც არ განხორციელებულა, არ დაუგმიათ მომხდარი. მე არავის დაცვა არ მჭირდება, ისე მიცხოვრია, რომ ეს არასდროს დამჭირდება. გუშინ სხვა წარსულის მქონე ადამიანები იყვნენ იქ. მათ შეუძლიათ ერთი ბოთლი ღვინო დალიონ და მოვარდნენ ოფისებში. ყველა მათგანი დასდევდა კახა ასკურავას, როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან და ვინმესთვის ხელი დაერტყა. გამოვიყვანე დეპუტატი თემურ ალექსაია და ვუთხარი, თქვენ ახლა კახას დასაჭერად ხართ მოსულები. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ოთარ ჩხაიძე ხელჩაყოფილი უყურებდა მისი თანამშრომელი როგორ `სვარკავდა~ კარებს. ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი აქ იყო. ასე მეუბნებობდნენ, ახლა შესვენებაა და კანონს არ ვარღვევთო. ერთი რამ მაინტერესებს, როცა შესვენებაა, გოგი ხელაძე, ზაზა ურუშაძე, გელა კილაძე თანამდებობებზე არ არიან?! ჩემს ოჯახს გეფიცებით, მარტო ცინცაძე რომ ყოფილიყო მოსული, ან ის ხალხი, რომლებიც ა(ა)იპებში არ არიან დასაქმებულები ენის ამომღები არ ვიყავი. ის ხალხი მოვარდა იქ, ვინც გუშინ ჩემს გვერდით იყო, `ნაცმოძრაობაში~ იყო. დღეს ხელფასებს იღებენ და დავალებაზე უარს ვერ იტყოდნენ. ეს არის შეშინებულის პოლიტიკა, რომელსაც ეს მთავრობა აკეთებს. ღარიბაშვილმა პირდაპირ მიუთითა მათ, რომ მიდით და დაარბიეთო. გოგი ხელაძემ მომწერა, რომ ეგებ გადაიფიქროთ და ანგარიში ჩააბაროთ მოსახლეობასო. რა გარანტია მაქვს, რომ ვიღაცა მთვრალს არ მოაგზავნიან ამ შეხვედრაზე~. რომან ბიწაძემ საკრებულოს თავკაცის წერილთან დაკავშირებით თქვა, რომ კარგი იქნებოდა მაგ წერილის ავტორი ცოტას მეც დამკითხვოდაო. მე ასეთ პასუხს დავწერდი, თქვენი უსაფრთოება დაცული იქნება და შეხვედრა გამართეთ-თქო.კახა ასკურავა: `ჩვენ ვართ დეპუტატები, ხალხის მიერ რჩეულები. როდესაც ხდება თავდასხმა, სხვა არაფერი იყო იქ, მოხდა ჩემი საქმიანობის ხელშეშლა. რა გარანტია მაქვს იმის, რომ გონება ამღვრეული კიდევ არ მოაწყობს საჯარო შეხვედრაზე თავდსხმას და არ შეეცდება ჩვენს დისკრედიტაციას. იცით, საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? ახლა ვიტყვი საჯაროდ, ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ-ებში ხელფასების დარიგების პრობლემა შეიქმნება. ზაზა ურუშაძემ უთხრა მათ, თუ გინდათ ხელფასები, ასე მოიქეცითო. ერთი მომენტს თუ გამახსენებთ, ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტიების ოფისებში შევარდნილიყვნენ, დღესვე დავტოვებ `ნაციონალურ მოძრაობას~. იმ დღეს `ქართული ოცნების~ საქმეს, უფრო სწორად ხალხის საქმეს ვაკეთებდი. ვიჯექი სხდომაზე და სუფსელების ავტობანთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვმსჯელობდი კალკულატორის ხელში, თუ რას აძლევს ხელისუფლება. ყველამ იცოდა თუ რა ხდებოდა იმ დღეს გარეთ და ამიტომ გასუსულები იყვნენ. გელა კილაძე პირადად აკონტროლებდა, რაც იქ ხდებოდა. მოგვიანებით კი თეატრში ამ ყველაფრის გუბერნატორი ტკბებოდა. ამიტომაც ვაკეთებ განცხადებას, რომ პროტესტის ნიშნად არ დავესწრები საკრებულოს მომავალ სხდომას. იმედია, ამას არასაპატიო გაცდენაში არ ჩამითვლიან. თესავენ ქარს და ხალხისგან მიიღებენ ქარიშხალს. მთავრობის მეთაურს ასანთი უჭირავს ხელში და საშიშია არ გადაწვას ქვეყენა. არავინ არ არის მისი გამომრთმევი. თუ ასეთი ფაქტი მოხდება ნებსიმიერი პარტიის ოფისზე, სახლში რომ ვიყო, მოვალ და დავგმობ~. ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძემ ჭანჭათში გამართული შეხვედრა გაიხსენა. `მე იქ ხალხს იმიტომ შევხვდი, რომ მაინტერესებდა, რა უჭირთ და რა ულხინთ. ცენტრიდან მოშორებული სოფლები გაცილებით ცუდ დღეშია. წინასწარ მქონდა საუბარი იქაურ მეგობართან რომ ვაპირებდი შეხვედრას. 15 ადამიანი მაინც თუ მოვა, კარგი იქნება-მეთქი. 15 რა არის, 25 კაცი მოვაო. როცა შეხვედრის დრო მოვიდა, იმ კაცმა ტელეფონი საერთოდ გათიშა. ზარი გამგებლისგან განხორციელდა, რომ ხალხი არ დაეხვედრებინათ ჩემთვის. მიუხედავად ამისა, მაინც შედგა შეხვედრა და ვინც მას ესწრებოდა ყველა დამეთანხმება, რომ საკმაოდ ნაყოფიერიც იყო. შემდეგ მოიფიქრეს და დამაბრალეს, თითქოს მე აკეთის მაჟორიტარი გამილანძღვას. გოგი მორჩილაძე მხოლოდ ერთხელ ვახსენე და ისიც დადებით კონტექსტში. ჭანჭათლებმა მითხრეს, ბუნებრივი აირი ჩვენთან ერთ კილომეტრში გადის და კარგი იქნებოდა, ჩვენს სოფელშიც თუ შემოვიდაო. მათ ვუთხარი, თქვენი დეპუტატი ახალგაზრდა კაცია, საკმაოდ აქტიური გახლავთ და მასთან ერთად შეადგინეთ წერილი ან სხვა ფორმა მოიფიქრეთ და შედეგი გექნებათ-მეთქი. ყველა ძალადობას ვგმობ. ის რაც გადაიტანა ჩემმა ოჯახმა, დამიჭირეს შვილი, შემდეგ მე, მამაჩემი ამ ამბებმა შეიწირა, გული გაუსკდა კაცს, არ მინდა სხვამაც გამოსცადოს. დღეს ის ხალხი ჩანს ასპარეზზე, რომლებიც თურმე ტანჯული ყოფილან, არადა 90-იან წლებში არბევდნენ მოსახლეობას. 9 წელი იყო ერთი ხმამაღალი პროტესტი არ გამოუთქვამთ და ახლა დისიდენტები არიან თურმე. ჩემი ხელით უნდათ ჭინჭრის მოკრეფა, მაგრამ არ გამოუვათ. მეგობრებო, 23 თვე მიმდინარეობდა ჩემი სასამართლო პროცესი, არავინ იცოდა როგორ დასრულდებოდა, 15 სასამართლო გაიმართა, 7 თვე ერთად ვიყავით `ქართული ოცნების~ ოფისში, ერთხელაც არავინ წამოსულა ჩემს სასამართლოზე გასამხნევებლად~. სხდომის საკმაოდ ემოციური ნაწილის დასრულების შემდეგ ფრაქცია `ქართული ოცნება-მრეწველების~ თავკაცმა კახა გუჯაბიძემ კოლეგებს ის ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ჯიხეთის მონასტერში იგეგმება და ტურისტული კუთხით საკმაოდ საინტერესოდ არის შეფასებული (`ჰო და არა~ აღნიშნულის შესახებ უკვე წერდა). პროექტი მოიწონეს, მაგრამ შენიშვნებიც დაურთეს, კარგი იქნება წლებზე გათვლილი თუ იქნება, რადგან ჩვენს შემდეგ ვინც მოვა ამ კარგ საქმეს გააგრძელებსო და სხვა სოფლებში არსებულ ეკლესია-მონასტრებსაც მოიცავსო. საკმაოდ ხმაურიანი სხდომა ამ კეთილ ნოტაზე დასრულდა, რომლის ბოლოს გია გოგუაძემ წყლის ტარიფის მოსალოდნელი ცვლილება დაანანსა, დეტალებს მალე გეტყვით _ უკვე გვაქვს მიმოწერა და შედეგი აუცილებლად გვექნება, საუბარია ტარიფის მნიშვნელოვნად დაწევაზეო.პ.ს. `ჰო და არა~ სიამოვნებით მოუსმენს სტატიაში ნახსენებ ნებისმიერ პირს, ვინაც გამოთქმულ განცხადებებზე პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებს.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები