ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ელგუჯა კალანდარიშვილის მიმართვა ლანჩხუთის მოსახლეობას!

15-09-2021, 12:37

უპირველესად მინდა, თითოეულ თქვენგანს, განურჩევლად პოლიტიკური შე­ხე­დუ­ლე­ბისა, დაგიდასტუროთ პატივისცემა და დიდი სიყვარული! 


ჩემი გადაწყვეტილება, ჩავრთულიყავი 2021 წლის, ადგილობრივი თვითმმარ­თველობის არჩევნებში, არ ყოფილა სპონტანური და მყისიერი. აღნიშნულ გადა­წყვეტილებას, წინ უძღოდა დიდი ფიქრი... ჩემი დღევანდელი პოზიცია არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული! არამც და არამც...  ადგილობრივი არჩევნები სრულად გან­სხვავებულია, ეს არის რაიონისთვის აქტუალური საკითხების, პრობლემების წარმოჩენის, მათი გამომწვევი მიზეზების მოკვლევის და გამოსავლის პოვნის შესა­ძლებლობა! 
მე, როგორც მერობის კანდიდატი აბსოლუტურად ვიზიარებ, პარტიის „სა­ქარ­თველოსთვის“ და პირადად ბატონ გიორგი გახარიას პათოსს, რომ ვერთიანდებით, მხოლოდ საქართველოსთვის! ჩვენს შემთხვევაშიც, ფოკუსირება გავაკეთოთ ჩვენს რაიონზე და გავერთიანდეთ თითოეული სოფლისთვის, თემისთვის და ლანჩხუთისთვის! ჩემთვის ყოვლად მიუღებელია პიროვნული დისკრედიტაციის მცდელობაც კი, ამიტომ გულწრფელად ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, თითოეულ კანდიდატს. შეგნებულად არ გამოვიყენებ სიტყვა - ოპონენტს! 

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 183
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა