ბევრი ღირსეული ადამიანი ცხოვრობს ლანჩხუთში. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ელგუჯა კალანდარიშვილია. სულერთია, თუ რომელი პარტიიდან იქნება იგი წარმოდგენილი. ბატონი ელგუჯა ცნობილია პატიოსნებითა და ნიჭით. არა მარტო ის, არამედ მისი წინაპრები ასევე პატიოსნებით იყვნენ გამორჩეულნი (მაღალ თანამდებობებზე მოღვაწეობის დროსაც) და რა თქმა უნდა, ელგუჯა კალანდარიშვილიც, მისი მერად არჩევის შემთხვევაში, მხოლოდ ლანჩხუთის და საქართველოს საკეთილდღეოდ იღვაწებს. მან ეს საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცა. იგი იღვაწებს მხოლოდ პატრიოტული სულისკვეთებით თუნდაც იმიტომ, რომ მისი, ასევე უპატიოსნესი და უნიჭიერესი შვილი, გიორგი კალანდარიშვილი, ღირსეული მამის სახელით ცხოვრობდეს მთელი ცხოვრება.
ამირან ქანთარია
(დ)
(დ)