ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ ვის დაუპირისპირდება ლანჩხუთის საარჩევნო მარათონში?

8-09-2021, 11:42

ადგილობრივი არჩევნები აქ­ტი­­ურ ფაზაში შედის. უკვე ცნო­­ბილია რომელი პარტია როგორი გუნდით იასპარეზებს? სი­ების ჩა­მოყალიბებასთან დაკ­ავში­რებით უამრავი იწილო-ბიწილოც მოვი­სმინეთ, შესაბა­მისად გავრცელდა არასწორი ინფორმაციებიც, ბო­ლოს და ბოლოს იმსჯელეს, გა­დადწყვიტეს და დაადგინეს:
,,ქართული ოცნების“ ათეული: 1. კარლო წილოსანი; 2. გი­ო­რ­გი იმნაიშვილი;  3. ვერიკო კვი­რკველია;  4. გიორგი ხელა­ძე;  5.ვლადიმერ ნანაძე;  6. ლოლიტა ურუშაძე; 7. ნინო მშვიდ­ობაძე;  8. გოგი მორჩი­ლა­ძე;  9. დარეჯან ბურჭულაძე; 10. სპარტაკ კვაჭაძე;
ნაც.მოძრაობა: 1. კახა ასკურავა; 2. გიორგი გოგუაძე; 3. ირმა მგელაძე; 4. გივი ცინცაძე; 5. კახა გუჯაბიძე; 6. ლია ასკურავა; 7. დინარა ცხომარია; 8. ოთ­არ პატიეშვილი; 9. ნუკრი შე­ნ­გელია; 10. მიხეილ მოდებაძე;
,,ევროპული საქართველო“ 
:1. რამაზ გვარჯალაძე; 2. ამირან გიგინეიშვილი;  3. ბესარიონ დოლიძე; 4. თეა ორ­აგ­ვე­ლიძე; 5.ელეონორა გოგი­ჩაიშვილი; 6. კახაბერ პატარაია; 7. რევაზ კუკულაძე; 8.აკაკი სივსივაძე; 9. ხატია კესარელი; 10.ენვერ ვაშაყმაძე;
,,გირჩი მეტი თავისუფლება“: 1. ეკა გავაშელაშვილი; 2. ვახტანგ ზენაიშვილი; 3. ან¬ზორ შავაძე; 4. გუგული ვასა¬ძე; 5. ელგუჯა ქარქუსაშვილი; 6. პაპუნა ქაქუთია; 7. ნაზიკო ქამადაძე; 8. კახა ნებიერიძე; 9. ზურაბ მიქაია; 10. ზურაბ ქა­რჩავა; 
,,ლელო“: 1. გოჩა ჯან­აშია; 2. ნუ¬გზარ (ნესტორ) ღლ¬ონტი; 3.ნინო დარჩია­შვილი-ებ¬რალიძე; 4. ბიძინა კუ¬პრაძე;  5. დავით ზოიძე; 6. რუსუდან დოლიძე; 7. ამირან გი­გი­ნეიშვილი; 8. დავით წუ­ლაძე; 9. ხათუნა ტუღუში; 10. დავით კუპრაძე;
პარტია ,,საქართველოსათვის“: 1. ჯუმბერ ბლაგიძე; 2. მაკა მშვი¬დო¬ბაძე; 3. გიორგი ანდ­ღუ­ლაძე; 4. იური იმნაიშვილი; 5. გენო შა¬რა¬ბიძე; 6. ელენე ტუღუში; 7. გივი იმნაიშვილი; 8. გიორგი ჩხა¬იძე; 9. ეკა ანდღუ­ლ­აძე; 
61.01 _ ქალაქის ადგილობრი­ვი მაჟო¬რიტარული ოლქი: კახა კვიტაიშვილი ,,ქართული ოცნება"; კახა გუჯაბიძე - ნაცი­ონა­ლური მოძრაობა; რამაზ გვარ­ჯა­ლაძე,  ,,ევროპული სააქ­ართ­ველო"; გიგი ანდღულაძე, პარტია ,,საქართველოსათვის";  61.02  _ აცანა, მამათი, აკე¬თის მა­ჟო­რიტარული ოლქი _ ემზარ თე­ვდორაძე,  ,,ქართული ოცნება“; ოთ­არ პატიეშვილი ,,ნაც­იო­ნალური მოძრაობა"; ენვერ  ვაშ­აყმაძე, ,,ევროპული საქარ­თველო“; გიო¬რგი ჩხაიძე, პარტია ,,საქართველოსათვის";
61.03 _ ნიგოითის, შუხუთის მაჟორიტარული ოლქი, ზაზა წულაძე, ,,ქართული ოცნება"; ლია ასკურავა ,,ნაციონალური მოძრაობა"; თეა ორაგველიძე ,, ევროპული საქართველო";  მაკა მშვიდო¬ბაძე ,,საქარ­თველო­სა­თვის";
61.04_ გვიმბალაურის, ჩიბა­თის მაჩხვარეთისა და ორაგვის მაჟორიტარული ოლქი - გიორგი ჩახვაძე; ,,ქართული ოცნება“ გელა რიონიძე ,,ნაციონალური მოძრაობა" რევაზ კუკულაძე, ,,ევროპული საქართველო"; გენო შარაბიძე ,,საქართველოსათვის". 
61.05 _  ლესის, ჯურუყვეთის მაჟორიტარული ოლქი - ელისო ჭიჭინაძე; ,,ქართული ოც­ნება"; გია მოქია ,,ნაციონალური მო­ძრაობა"; კახა პატარაია ,,ევროპული საქართველო"; და­თო დო­ბორჯგინიძე, ,,საქართ­ველ­ოსა­თვის"; 
6. 61.06_  ჩოჩხათის მაჟორ­იტარული ოლქი: რევაზ კვე­რენჩხ­ილაძე ,,ქართული ოცნება";  ნონა მურვანიძე ,,ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული საქართველო"; ელიკო ტუღუში ,,საქართველოსათვის"; 
7.61.07_ ნიგვზიანის, ნინო­შვილის მაჟორიტარული ოლქი: ბესიკ ტაბიძე,,ქართული ოცნება"; მიხეილ მოდებაძე ,,ნაციონა­ლური  მოძრაობა"; ( ელიკო) გოგიჩაიშვილი-ჩხარტიშვილი ,,ევროპული საქართველო";
8.  61.08 _ სუფსის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი: ია მოქია ,,ქართული ოცნება"; დი­ნარა ცხომარია ,,ნაციო­ნა­­ლ­ური მოძრაობა"; ჯუმბერ ბლაგიძე ,,სა­ქართველოსათვის";
9.61.09 ღრ¬მა¬ღელის მაჟ­ო­იტარული ოლქი: კახა თედ­ორ­აძე ,,ქართული ოცნება"; ნუკრი შე­ნგე¬ლია ,,ნაციონალური მოძ­რ­აობა"; გიორგი სურმანიძე ,,საქართველოსათვის";
მოგეხსენებათ ლანჩხუთში 9 მაჟორიტარული ოლქი გვაქვს და ზოგიერთ სოფელს ხვდა წილად ის, რომ  ადგილობრივ საკრებულოში ერთი დეპუტატი ჰყავდეს, რამაც შეიძლება ცოტა უფრო დაძაბოს სიტუაცია. ოპო­ზიციური პარტიები  გახარიას პარტიის გარდა, შეთანხმებული არიან იმაზე, რომ  მხარს,სოფელ ჩოჩხათში,  მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო ბურჯანაძის პა­რტი­იდან, ნონა მურვანიძეს დაუჭერენ. ასევე  გახარიას პარტიის გარდა, ყველა პარტია თა­ნხმდება იმაზე, რომ მხარს ლანჩხუთის  მერობის კანდიდატ ლია მუხაშავრიას დაუჭერენ, რომელიც ლანჩხუთში საზოგადოებრივმა მოძრაობა ,,ტრიბუნამ“ წარადგინა. ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილია, ხოლო გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი ელგუჯა კალანდარ­იშვილი გახლავთ. ოპოზიციური პარტიები იმაზეც თანხმდებიან, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, არამედ არის რეფერენდუმი, რომელიც განსაზღვრავს შეიცვლება თუ არა ხელიუფლება საქართ­ველ­ოში.
სანამ დადგება 2 ოქტომბერი და ამომრჩეველი მივა საარჩევნო ყუთებთან, ჩვენ უკვე ვიცით, რომელი პარტიები ფიგურირებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ვინ არიან მათი წარმომადგენლები და ნელ-ნელა იკვეთება თუ რა რეიტინგები ექნებათ მათ კონკრეტულად ჩვენს ლანჩხ­უთში, მტკიცება არ სჭირდება იმასაც, რომ ამომრჩველი რამდენადაც სწორად შეაფესებს ამ პოლიტიკურ პროცესებს, იმდენად  უკეთესი საკრებულო იქნება. რა­მდენადაც მივუახლოვდებით რე­ალობას იმდენად მართალი ვი­ქნებით. 
წინ რთული და ემოციებით აღსავსე ადგილობრივი არჩევ­ნები გველოდება,  მოდის უჩვე­ულო შემოდგომა, პანდემიით, მძიმე ეკონომიკური მდგომარ­ეობითა და საარჩევნო ციებ-ცხელებით გადატვირთული. მთა­ვარი ისაა, როგორი ექნება საზოგადოების პასუხისმგებლობა და სწორი მიდგომით ჩაერთვება თუ არა საარჩევნო პროცესში. აღ­სანიშნავია ისიც, რომ დიდი ხანია დამკვიდრებულია პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰი­ლისტური დამოკიდებულება, სტა­ნდარტული ფრაზა _ მშრო­მელი,პატიოსანი და მოაზროვნე ადამიანი არავის არ სჭირდება. ქრონიკულად მეორდება _  რო­გორ მივუდგებით მას ისეთი არჩევნები გვექნება, მთავარი შემფასებელია საზოგადოება, მით უმეტეს, პატარა რაიონში, სადაც არავის არაფერი გამოეპარება. 

           მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 84
FACEBOOK კომენტარები