ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“პარტია ,,საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენა ლანჩხუთში

,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“პარტია ,,საქართველოსთვის“ კანდიდატების წარდგენა ლანჩხუთში
7-09-2021, 23:19


7სექტემბერს, ლანჩხუთში ახალი პარტია ,,საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი შარაშიძემ, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისათვის, მერობის კანდიდატი ელგუჯა კალანდარიშვილი, ლანჩხუთის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები  და საარჩევნო სიის წარმოამდგენლები ოფიციალურად წარადგინა.  წარდგენას არ ესწრებოდა პარტიის დამაარსებელი გიორგი გახარია, აქვე აღინიშნა მას ძალიან მძიმე და გადატვირთული გრაფიკით უწევს მუშაობა, თუმცა პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში  აუცილებლად შემოივლის ლანჩხუთში.
,,ჩემი თითოეული სტუმრობა საქართველოს ამ ულამაზეს მახარეში დიდ პასუხისმგებლობასთან და დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, მით უფრო დღეს როცა ჩვენ წინ გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის  ისტორიული მნიშვნელობის მქონე არჩევნები პროცესი, რომელშიც ჩვენ ერთად  ვმონაწილეობთ.  მინდა შეგახსენოთ რომ პარტია საქართველოსთვის სულ ახლახან დაარსდა, არის რაღაც სამი თვის ორგანიზაცია,  ჩვენმა პარტიის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ გამოიტანა გზავნილი:,,ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ“ ბატონი გიორგი გახარიას ხედვა იყო იმდენად სწორი, რამდენადაც დღეს არავის არ სჭირდება ერთმანეთთან ბრძოლა, მთავრია საქართველოს გამარჯვება ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ სწორედ საქართველოსთვის ვიბრძოლოთ“
მან აგრეთვე ხაზი  გაუსვა იმ ცვლილებებს, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი თავის პარტიასთან ერთად გეგმავს: სწორედ ამ არჩევნებით იწყება ცვლილება, რომელიც უნდა დაიწყოს სოფლის დონეზე და გავრცელდეს ქვეყნის დონეზე, ამ ცვლილებას ელის თითოეული საქართველოს მოქალაქე“თქვა მან 
პირველი პერსონა გახლადათ,  ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ელგუჯა კალანდარიშვილი ,,ნამდვილად მოხიბლული ვარ ამ ადამიანით მიხარია, რომ ასეთი გამოცდილი პიროვნება იქნება სწორედ ლანჩხუთის მერობის კანდიდატი“აღნიშნა  გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა და ისიც დასძინა:ბატონმა გიორგი გახარიამაც რამდენჯერმე გაუსვა ამას ხაზი, რომ ასეთი გამოცდილი ადამიანების გვერდით ახალგაზრდების ყოფნა  გუნდში, აუცილებელია იმისათვის, როგორმე გავარღვიოთ  მოჯადოებული წრე, რომელზედაც ვტრიალებთ უკვე ამდენი წელია.
მერობის კანდიდატმა ელგუჯა კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად შეეცდება გუნდში მყოფ ახალგაზრდებთან ერთად უკეთესად წაიყვანოს ლანჩხუთის მომავალი.
შემდეგი გახლდათ, ქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი ანდღულაძე, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, ხაზი გაესვა რომ მას აქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით., თავად მაჟორიტარობის კანდიდატმა თქვა, რომ მისი სურვილია ამ ქალაქში სადაც დაიბადა და გაიზარდა ბევრი რამ შეიცვალოს, ახალგაზრდები უფრო აქტიურად იყვნენ საზოგადოების ცხოვრებაში ჩართული.
მაკა მშვიდობაძე, ნიგოითი -შუხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ისტორიკოსი დამთავრებული აქვს პოლიციის აკადემია, მან სოფლის პრობლემების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ აინტერესებს რამდენად  შესძლებს ამ პრობლემების მოგვარებას,  იმედი აქვს აუცილებლად შესძლებს თუკი ამის საშუალება მიეცემა.
სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ ბლაგიძე გახლავთ, იგი ლანჩხუთში ცნობადი სახეა განსაკუთრებით ჟურნალისტებისათვის,  ორჯერ იყო საკრებულოს წევრი და მესამედაც აპირებს საკრებულოში მოხვედრას.
ბატონმა ჯუმბერმა თავისი სოფლის ისტორიული, გეოგრაფიული და ეკონომიკური მნიშვნლობით დაიწყო და არც შევარდნაძისდროინდელი ანეგდოტი დავიწყებია, ბეიკერი რომ ჩამოვიდა საქართველოში და დაბომბილს ჰგავდა, ისე ჰგავს ახლა დამომბილს სოფელი სუფსაო.
შემდეგი იყო ელენე ტუღუში სოფელ ჩოჩხათის მაჟორიტარობის კანდიდატი.
დავით დობორჯგინიძე ლესა-ჯურუყვეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ეკონომისტი, როგორც  თავად აღნიშნა, ძალიან იმედგაცრუებული იყო წინა არჩევნებიდან გამომდინარე და ახლა მხოლოდ ელგუჯა კალანდარიშვილის პიროვნების გამო გადაწყვიტა კვლავ ჩართულიყო ამ პროცესში,  აქვს იმის დიდი  სურვილი და პოტენციალი დაეხმაროს სოფლის ხალხს ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.
აკეთი-აცანა -მამათი გიორგი ჩხაიძე, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, რომ სოფლის მოსახლეობის სათქმელი მიიტანოს  პარტიაში საკრებულოში და ქვეყნის მასშტაბით.
გენო შარაბიძე,  ჩიბათი-გვიმბალაური და მაჩხვარეთი, მისი მიზანია ახალგაზრდობის ყურადღება რასაც მოკლებულია, მთელი რიგი სოფლები.
გიორგი სურმანიძე ღრმაღელე-მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს თავის გუნდათან ერთად , რომ ხელი შეუწყოს სოფელს განვითარებაში.
ამ პარტიის საარჩევნო სიის პირველი ათეულია 1. ჯუმბერ ბლაგიძე; 2. მაკა მშვი¬დო¬ბაძე; 3. გიორგი ანდღულაძე; 4. იური იმნაიშვილი; 5. გენო შა¬რა¬ბიძე; 6. ელენე ტუღუში; 7. გი¬ვი იმნაიშვილი; 8. გიორგი ჩხა-იძე; 9. ეკა ანდღულაძე; 10. მამუკა კუნჭულია;
 და ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია დატოვა სიის მე-10  ნომერმა მამუკა კუნჭულიამ და ,,ქართულ ოცნებას“შეუერთდა, რაც შტაბში არ დაადასტურეს.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 142
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა