ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არიქა ხალხო, კარგად დავფიქრდეთ უცფათაი რამეში არ შევცდეთ!

27-08-2021, 12:07

ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება იქამდე, სანამ მთელი საქართვლო ადგილობრივი ხელისუფლების კი­დევ ერთ არჩევანს გააკეთებს, რომე­ლიც უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი იქნება ჩვენი ქვეყნის აწ­მყოსა და მომავლისათვის.
ეს არჩევანი კეთდება უმ­ძიმესი ეკონომიკური პირო­ბებისა და ვერაგი ვირუსის  ფართო გავრცელების ფო­ნზე, ქვეყანაში ყოველი მე-6 უკიდურესად გაჭი­რვებ­ულია. არ გვყავს საშუალო ფენა, მოშლილია განა­თ­ლებისა და ჯანდაცვის სისტემა და ა.შ.  ქვეყნის მო­მ­ავალი ბეწვზე ჰკიდია, ახლა აღარაა ლოდინისა და მცონარობის დრო.
ლანჩხუთის მუნიციპა­ლიტეტი ეკონომიკურად ყველაზე გაჭირვე­ბუ­ლია გურიის რეგიონის სამ რა­იონს შორის, სადაც პრობლემას გზა,სასმელი წყალი და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა წარმოადგენს. სწორედ ამ მძიმე რეა­ლობში  აკეთებს ჩვენი მოსახლ­ეობა არჩევანს, რომელსაც უკე­თესი მომავლისა და უარესი წარსულის გზაგასაყართან 2 ოქტ­ომბერს დაე­ლოდება.უხალისოდ, მაგრამ ჩვეული იუ­მორით მივუყვებით ლანჩხუ­თელი გურულები არჩევნებისაკენ სავალ შარას და ვფიქრობთ _ არ წავხ­თეთ,   ელანძე საცხა ფეხი არ ჩაგ­ვი­ც­დეს.  არიქა ხალხო! კარგად და­ვ­ფიქრდეთ უცფათაი რამეში არ შევცდეთ!.მერობისათვის ლანჩხუთის მუნი­ცი­პალიტეტში ადგილობრივიბრივი მოსახლეობის წინაშე სამი კანდიდატი, ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი წარსდგება:  ალექსანდრე სარიშვილი, სამთა­ვრობო პარტია  ,,ქართული ოცნ­ება-დემოკრატიული საქართ­ველო“;  ლია მუხაშავრია, გაერ­თი­ანებული ოპოზიცია და ელგუჯა კალანდარიშვილი ახალი პარტია ,,საქართველოსათვის“. სა­მი­­ვე კანდიდატი გამოირჩევა   პატ­იოს­ნებითა და სხვა ადამიანური თვი­სებებით. 


დავიწყოთ ქალბა­ტონით. შეუძ­ლებე­ლია ცუდი შთაბეჭდილება შეგექმნას ქალბატონ ლია მუხაშავ­რი­აზე, აშკარაა რომ გამბედავი ქა­ლია და ქვეყნის მომავალზე არა­ერთხელ დაფიქრებული, მის ყველა გამოსვლაში შეიძლება დაინახო სიახლეებზე ფიქრი და შეგექმნას შთა­ბ­ეჭ­დილება ამ ქალის  მართვა ,,ზემ­ოდან“ იოლი არ იქნება,  თუნ­დაც ის რად ღირს, მას ჩვენი რაიონი იმდენად უყვარს, რომ  გადაწ­ყვიტა აქ ეცხოვრა და იმ პერსპექტი­ვებზე ეფიქრა, რაც ლანჩხუთს სერიოზულად გააჩნია, ყველა წყალობა, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენი რაიონის სინამდ­ვი­ლეში ხელისგულზე გვიდევს, მთავარია   ყველა რესურს­ის  გამოყენება, რაც ბუნებამ  და კლ­ი­­მა­ტურმა პირობებმა უხვად გვიბოძა,  გადამამუშ­ავებელი წარმოების განვი­თა­რება ის ხსნაა, რამაც ჩვენი ეკონო­მიკა უნდა გააძლიეროს, ამ ქალბატონს ეს უკვე დაწყებული აქვს.რაც შეეხება სამთავრობო კანდიდატს მასზე შეიძლება ითქვას, ზრდილი გაწონასწორებული, კარგი ოჯახის შვილი და ამასთან ერთად საკუთარ რაიონზე შეყვარებული ახა­ლგაზრდაა. ყველა შეხვედრაზე გა­მოირჩევა უშუალობით და ადამი­ანურობით. არ შეიძლება იფიქრო, რომ მან არ იმუშავა, თუმცა იმ პრობ­ლემებთან გამკლავება, რაც ქვეყანაშია და კონკრეტულად ჩვენს რაიონში ,,ოცნების’’ მმართვე­ლო­ბის პირობებში არ არის კონკრეტულ მერზე დამო­კი­დებული. მაგალითად: ახლახან გავრცელდა ლანჩხუთის მმართველი გუნდის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი, სოფელ აკეთის მოსახლეობასთან, სადაც  ადამიანები აყენებენ აბსოლუტურად სწორ მოთხოვნას, მათ უნდათ, რომ იცხოვრონ სოფელში, სადაც არის გამართული გზა და სასმელი წყალი, ეს ის მინიმუმზე კიდევ უფ­რო მცი­რეა, რაც საჭიროებას წარმოადგენს, განა ამაში რაიმე უჩვ­ეულოა?! თუმცა ლანჩხუთი თავისი მწირი ბიუჯეტით ამას ვერ გაწვ­დება, ესაა ბოლო ჩამკეტი წინადა­დება. მერი კი არა ,,სამ­ჭკუაშვილი“  რომ იყო,  გზას ვერ გააკეთებ, მაშინ რა ქნას ამ სოფლებმა?  კითხვა და­ს­მულია და ასევე რჩება. მსგ­ავ­სი პრობლემა უთვალავია მუნიცი­პ­ალიტეტში, ამას ემატება უმუშ­ევრობა და სიღატაკე,  მარადიული კითხვის ნიშნები რჩება, მას  მხო­ლ­ოდ ძირეული ცვლილებები უპასუხებს,  თუმცა ახალგაზრდა და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანისაგან არც ამ ცვლილებების ფეხის აწყობა იქნება რთული, მთა­ვარია ყინული დაიძრას.აქვე ცოტა რამ მეოცნებეთა გუნ­დზეც უნდა ითქვას, ეს ის გუნდი არაა 2012-ში რომ არსებობდა, სანამ ოცნება ხელისუფლებაში მოვიდოდა, სამ­წუ­­ხაროდ  მერე შეივსო მე­დროვე­ებით, იმ ხალხით, ვინც არა­ფერზე ხმას არ ამოიღებს,  ოღო­ნ­დ­აც საკუ­თარი კეთილდღეობა მოიწყოს. გადამ­წყვეტი არაა ხელისუფლებას ყველაფერზე თავი დაუქ­ნიო (ვგულისხმობ საკრებულოს და აღმასრულებელ ხელისუფ­ლებას), როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა: ,,სულ ყველაფერზე თავის კანტური, საქციელია არაქართული“!  ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიო და ორი წიგნი მაინც უნდა გქონდეს წაკითხული, ასეა საჭირო! რა გვა­ძლევს ამის თქმის საბაბს ახლავე გეტყვით: კულუარებში ვრცელდება ინფორ­მაცია,  რომ ამ პარტიის სი­აში მოხვედრის პრეტენზია აქვთ, ადამიანებს რომელთა დეპუტატობა ცოტა ღიმილსაც კი მოგგვრით, თუმცა გასაკვირი რაა?! 
სამთავრობო გუნდის ,,არქილე­ვსის ქუსლი“ პარტიული სიაა, რომლის  რამდენიმე  ვერსიაც სახელ­დება და დიდად არ განსხვავდება ერთმანეთი­საგან. 
მმართვ­ელი გუნდის პირველი ნომრის ვინა­ობა დიდი ხანია გახდა ცნობილი, იგი ღირსეული, განათლ­ებ­ული, მუდამ ხალისიანი  და უკონფლიქტო ქალბატონი, მოქმედი  საკრებულოს წევრი, იურიდიულ სა­კითხთა და ეთიკის კომისიის თავ­მჯდომარე, ვერიკო კვირკველიაა. სიის დანარჩენი წევრების ვინაობა გასაი­დუმ­ლო­ებუ­ლია, თუმ­ცა კულუარებში ყველამ იცის, ვინ საით უმიზნებს. ამ კუთხით დაფიქ­რება ნამდვილად მართებს ,,ქართულ ოცნების” იმ ჯგუფს, ვისაც არჩევნებში გამარჯვებაზე პრეტენზია გააჩნია.
რადგან მერობის კანდიდატებზე დავიწყეთ საუბარი, ორიოდე სიტყვა ბატონ ელგუჯა კალანდარიშ­ვილ­ზეც უნდა ვთქვათ, რომელზედაც ბევრი კარგი რამ გვსმენია და ეს  მის წარ­დგენაზეც დადასტურდა, მთავარი ისაა რომ ახლა ცვლილებების დროა და დარწმუნებული შეიძლება იყო, რომ ეს ადამიანი ამ ცვლილებებს მხარს აუბამს. ასე რომ, ლანჩხუთს სერიოზული არჩ­ევანის გაკეთება მოუწევს სამივე შესაძლო შემთხვევაში.
სახელისუფლებო გუნდის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების პირისპირ ლან­ჩხუთის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მანდატისათვის  იბრძო­ლე­ბენ  გახა­რი­ას პარტია ,,საქართვე­ლოსათვის“, გაერთიანებული ოპოზ­ი­ციისა და დამოუკიდებელი კანდიდატები. 
დასკვნებისა და ვარაუდების  მიხე­დ­ვით გახარიას პარტია  ,,ქარ­თული ოცნების“ ალტერნატივას წარმოადგენს, თუმცა ამას ყველა უარყოფს, თავად პარტიის მესვე­ურებიც და მეოცნებეებიც. ასეა თუ ისეა, ფაქტია, რომ  მას მეოცნებეთა განაწყენებული ნაწილი უჭერს მხარს და თავად პარტიის ლიდერისავე განმარტებით აქ­ცე­ნ­ტი განათლებასა და პროფესიონალიზმზე კეთდება,  რაც მიგვანიშნებს იმას, რომ ,,ოცნებისდაგვარად“ არ იქნება საქმე აქ  და არც მთლად ოპოზიციას დაემსგავსება. ,,მშვი­დად, წყნარად, ყოველგვარი ისტე­რიკების გარეშე გავაკეთებთ საქმ­ეს“, _ განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  ლანჩხუ­თე­ლებთან შეხვედრაზე და გურული დიპლომატიის საპირწონედ საკუთარ დიპლომატიაზეც მიგვანიშნა, ლანჩხუ­თე­ლებთან შეხ­ვე­­დრაზე. დაფიქრება ნამ­დვი­ლად გვმართებს, ბოლოს და ბოლოს, ორი  პრეზიდენტის მშობლი­ური ქალაქი ხომ ლანჩხუთია, თუმცა  ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს რატ­ომღაც ჰგონია, პირველი დამოუკ­იდებელი საქართველოს პირველი პირი, რომ ლანჩხუთიდან იყო. მაგრამ არა უშავს ,,ესეც გაივლის!“
დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ლანჩხუთი თავისი კანდიდატებით ნამდვილად გამოირჩევა, აწი ბურთიც თქვენია და მოედანიც, სამივე კანდიდატს ვუსურვებთ წარმატებას!
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 914
FACEBOOK კომენტარები