ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

მჯერა, რომ აირჩევთ ,,ქართულ ოცნებას,, და ალექსანდრე სარი­შვილს

27-08-2021, 11:57

ჩემო ძვირფასო ლანჩხუთე­ლ­ებო, უკვე მე-5 წელია აქტიურად ვარ ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში და თქვენი განუყოფელი ნაწილი გავხდი. აქტ­­იური თანამშრომლობის წყა­ლობით კიდევ უფრო მეტი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან ვი­დრე ჩემი გურული ფესვებია. ამ ხნის განმავლობაში თქვენთან ერთად ვზრუნავდი  უკეთესი ლა­ნ­ჩხუთისთვის და ბევრის გაკეთ­ებაც შევძელით. თუმცა,  ბუნებრივია, არსებობს ჯერ კიდევ გად­აუჭრელი პრობლემები, რაც ჩემი ყველაზე დიდი მარცხია. ამა­სთან, მტკიცედ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში ერთობლი­ვად დავ­ძლევთ თქვენ წინაშე არ­სე­ბულ სირთულეებს თუ გამოწ­ვევებს. 
ბოლო წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ჩვენ შევძელით მუნიციპალიტეტის ყველაზე მწვ­ავე პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე რეაგირება. 
უამრავ სოფელში, რომელშიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მოსახლეობისთვის გა­ზი ხელმისაწვდომი არ იყო, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და ამჟამად მხოლოდ 4 თემი არ­ის გაზიფიცირების გარეშე. გვინდა, რომ მომდევნო 4 წლის გან­მავლობაში დარჩენილ სოფლე­ბშიც დავაჩქაროთ ეს პროცესი. ამას გარდა, წყალმომარაგება გუ­რიის სოფლების ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამიტომ გავიხადე ჩემს პრიოტეტად მისი დაძლევა. ამისთვის ორი მიმართულებით წავედით - ერთი მხრივ, ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, განახორციელა მუნიციპალური ბიუჯეტიდან წყალმომარაგების უზრ­უ­ნვ­ელყოფის დაფინანსება, მეორე მხრივ კი ცენტრალური ხელისუფლებიდან მოხდა სახსრების მობ­ილიზება. ამის შედეგად 5 დიდი სოფლის უმაღლეს დონზე წყალმომარაგება განხორციელდება, ამჟ­ამად პროექტირების ეტაპი მიმდინარეობს და იმედი მაქვს 2022 წელს დაიწყება სამუშ­ა­ოები. ასეთივე წარმატებები გვაქვს სკოლებისა და ბაღების რე­ა­ბილიტაციის მიმართ­ულებ­ი­თაც, რადგან ვთვლით, რომ  ინფ­რა­ს­ტრუქტურა, სადაც ჩვენმა შვილებმა უნდა ისწავლონ უმნიშ­ვ­ნე­ლოვანესია. ასევე, ათწლეუ­ლ­ების განმავლობაში გაფუჭე­ბული გზების რეაბილიტაცია, ხიდების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი საკითხები ყოველთვის აქტიურად იყო დამუშავებული როგორც ჩემი, ასევე მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის, მიერ. ეს საკმარისია ჩვენი განვითა­რებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაც გავაკეთეთ, ის მნი­შვნელოვანია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რასაც გავა­კეთებთ. ამ ყველაფრის გათვალი­სწ­ინებით კი მიხარია ლანჩხუთს მერად სწორედ ალექსანდე სარ­იშვილის კანდიდატურის დაყენება. მან ბევრი კარგი საქმე წამოიწყო და აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბოლომდე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ვინ შეძლებს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე მმა­რთველი გუნდის წარმოდგენილი - მერი, რომელსაც მკაფიო ხედვა აქვს როგორ უნდა იმუშაოს სწორად მუნიციპალიტეტის და მისი მაცხოვრებლების ინტერ­ესე­ბისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მან დაამტკიცა თავისი ერთგულება და მონდომება იდგეს თქვენს გვერდით და იყოს თქვენს სამსახურში.
არჩევნები რთული პროცესია, თან ახლავს ცდუნება ენდო  სხვ­ა­დასხვა დაპირებას. ასეთი მრავ­ალფეროვანი დაპირებების ფონზე არ უნდა დაგვავიწყდეს 2012 წლიდან ქვეყანაში დამყარებული მშვიდობა და სტაბილური განვ­ითარება. თქვენ არ გესწავლებათ რა ფასი აქვს სტაბილურობის შეგ­რძნებას და მომავალი განვ­ითარების რწმენას. ჩვენ ხომ მომსწრენი ვართ მმართველობების, სადაც სწრაფი განვითარების და გრანდიოზული შენების მოტივით თვეში რამდენჯერმე ხსნიდნენ დაუ­სრულებელ ობიექტებს, ისე­თებს შემდეგ კაპიტალური რეაბი­ლიტაცია რომ სჭირდებოდა. მომსწრენი ვართ რა ფასი უჯდებოდა ბიზნესს აშენებული სასტუმროები და რად ღირდა ის სია­ხლეები, რასაც გვთავაზობდნენ. სწორედ ამიტომ, რადგან ჩვენი ახალბედა დემოკრატია ახლა ასე­თი მყიფეა, ჩვენი ნაბიჯებიც შესა­ბამისად ფრთხილია, რომ არ და­ირ­ღვეს ბალანსი განვითარებას და დემოკრატიას შორის. მხო­ლოდ ასე - სტაბილურობით და მდგარდობით მივაღწევთ მყარ შედ­ეგს ჩვენი სოფლების, ქალაქებისა და აქ მცხოვრები ადამიანებ­ისთვის.
2 ოქტემბერს თვითმმართვე­ლ­ობის არჩევნებია და თქვენ აირ­ჩევთ ადამიანს, ვინც გამოგიცდიათ საქმეში, ვისაც ენდობით და ხედავთ, რომ აქვს სერიოზული მხარდაჭერა განავითაროს ჩვენი ლანჩხუთი. მჯერა, თქვენ აუცი­ლებლად აირჩევთ პარტიას, რომ­ელსაც ენდობით მისი გაკეთებ­ული საქმეებიდან გამომდინარე და ყველა ხედავთ, რომ ალტერნატივა მას არ გააჩნია. მე მჯერა, რომ თქვენ აირჩევთ ,,ქართულ ოცნებას” და ალექსანდრე სარი­შვილს.
ნინო წილოსანი
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 196
FACEBOOK კომენტარები