ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რომელი სოფლების მაჟორიტარობის კანდიდატი ‘’იქნება ,,ქართული ოცნების“, ყოფილი წევრი ოთარ პატიეშვილი?!

25-08-2021, 12:03

,,ქართული ოცნების” მაჟ­ო­რიტარმა დეპუტატმა, ლანჩ­ხუთის საკრებულოს წევრმა, ოთარ პატი­ეშვილმა მმართ­ელი პარტია დატ­ოვა და მთავარ ოპოზიციურ ძალ­ას, ,,ნაციონ­ალურ მოძრაობას” შეუერთდა..
ენმ-ს  ადგილობრივი ლიდე­რის, კახა ასკურავას განცხა­დებით, ოთარ პატიეშვილი, 2 ოქტომბრის თვითმმარ­თველ­ობის არჩევნებში, მამათი-აცანა-აკეთი საარჩევნო მაჟ­ორიტა­რულ ოლქში კენჭს ,,ნაციონა­ლური მოძრაობიდან” იყრის.,,მოგეხსენებათ გუშინ, ,,ერ­თ­იანი ნაციონალური მოძრ­აობის" ცენტრალურ ოფისში, კიდევ ოცი მერობის კანდიდატი დასახელდა, რომლებიც 2 ოქტომბრის რეფე­რენდუმში 5 ნომრით იბრძოლ­ებენ. ამ მუნიციპალიტეტების ჩა­მო­ნ­ათვალში იყო გურია, გარდა ლანჩხუთისა. რაიმე დაბნეულობა და გაუგებარობა რომ არ გამოიწვიოს ჩვენს ამომ­რჩეველებში, გვ­ინდა განვმა­რტოთ, რომ ლანჩხ­უთის ,,ერთ­იანი ნაცი­ონალური მოძრაობა" 2 ოქტომბრის რეფ­ერენდუმში მხარს უჭერს საერთო ოპოზიციურ კანდიდატს ლია მუხაშავრიას. ენმ-ი არ იქნება გამონაკლისი, რომელიც ქალბატონ  ლიას კანდიდატურას დაუ­ჭერს მხარს, მის კანდიდატურას ლანჩხუთის მუნიც­იპალიტეტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც უე­რთდებიან, რაც გვაძლევს ერთ­ობლივ შანსს, რომ ორ ოქტო­მბერს ყველამ ერთად დავამა­რცხოთ ,,ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი“ - ,,ძალა ერთ­ობ­აშია"- ამბობს  „ერთიანი ნაც­ი­ონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, კახა ასკურავა, მისივე განცხადებით ლანჩხუთში ცხრა მაჟო­რიტ­არული ოლქიდან რვაში საკუ­თარ კანდიდატურას წარადგენენ და ჯერჯერობით არ აკო­ნკრეტებს იმ პერსონათა ვი­ნაობას, ვინც ამ საარჩევნო მარა­თონში ჩაებმება.
ასკურავას თქმით პარტიუ­ლი სიისა და მაჟორიტარების  შეს­ახებ სრული ინფორმაცია პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი. კანდიდატების წარდგენას პარტია ლანჩხუთში უახ­ლოეს  დღეებში გეგმავს.
ასევე  ცნობილია, რომ ქალ­აქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ხუთი ნომრით კახა გუჯაბიძე იბრძოლებს, რომელიც 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ჩიბათი-გვიმბალაური-მაჩხ­ვარეთის მაჟორიტარულ ოლქში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დიდი ალბათობით,  გელა რიონიძე იქნება. რიონიძე 2006-2010 წლებში იყო ადგილობრივი საკ­ანონმდებლო ორგანოს წევრი, მერე კი, გარკვეული პერ­იოდით,  უპოვართა სასადილოს ხელმძღვანელობდა.
ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს, ჩოჩ­ხათის ადმინისტრაციული ერ­თეულია. პარტია აქ მხარს ნინო ბურჯანაძის თანაპარ­ტიელს, ნონა მურვანიძეს დაუ­ჭერს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო.
რაც შეეხება პარტიული სი­ის, პირველ სამეულს, ჩვენი ინფორ­მაციით ასე გამოიყ­ურ­ება-კახა ასკ­ურავა, გია გოგ­უაძე და ირმა მგელაძე.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 191
FACEBOOK კომენტარები