ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

პასუხი ლანჩხუთში ,,ნულიდან დაწყებულ განვითარებას~

23-08-2021, 12:00

20 აგვისტოს ნაციონალური ამოძრაობის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომლის მთავარი თემა იყო  პასუხი იმ განცხადებებზე, რაც ,,ქართული  ოცნების“ მერობის კანდიტატის, ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე მმარ­თველი გუნდისა და თავად კანდიდატის  მხრიდან გაკეთდა.
,,ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ 2012 წლიდან ჩვენ ყველა­ფერი ნულიდან დავიწყეთო, ამას ვერც გია გოგუაძე აპატიებს საკ­უთარ თავს და ვერც ის 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი. მოსახლეობა ამ განცხადებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან სწორად შეაფასებს, მაგრამ ბატონ სარიშ­ვილს ეტყობა ისე უნდა, უფრ­ოსებს  ასიამოვნოს და ისე უნდა კოჭი გაუგოროს მათ, რას ლაპა­რაკობს თავადაც ვერ ხვდება. მე ერთ შეკითხვას გავუგზავნი მას, 2013 წლიდან 2016 წლამდე თვი­თონ რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო საკრ­ებულოში და ზაზა ურუშაძე გამგებელი, აუდიტის დასკვნა მო­ვიდა მისი უკვე მერობის პერი­ოდში 2017 -ში. რომ წავიკითხე ეს პირდაპირ საპროკურატურო მასალა იყო. ბატონ სარიშვილს (იგი უკვე იყო მერი) ვკითხე, რას აპირებ ამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით-მეთქი. რა უნდა ვქნა, პროკურატურაში გავაგზავნიო-მიპასუხა. ნამდვილად სწო­რი და ადექვატური პასუხი იყო ეს. იმ პერიოდს, როცა აღნიშნული აუდიტის დასკვნა არსებობდა და პროკურატურაში გადააგზავნა, ითვლის თავის პერიოდად?! პასუ­ხისმგებლობას იღებს როგორც მოქმედი მერი და ამჟამიდელი მე­რობის კანდიდატი?!  რას უშვება იმ პერიოდს, როცა მისივე სიტ­ყვებით  აუდიტის დასკვნა, რომ­ე­ლ­­ზედაც პასუხისმგებელი თავა­დაც იყო, პროკურატურაში გად­ააგზავნა“ _ თქვა კახა ასკურავამ პრესკონფერენციაზე„2012 წელს ჩვენ, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ქვეყნის განვითარება. განვახორციელეთ უამრავი სოციალური, ეკონომიური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. ყველა მიმართულებით ხელშესახებ პრ­ოგრესს მივაღწიეთ და ჩვენი ლა­ნჩხუთი გავხადეთ უფრო მეტად განვითარებული“, _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა თავის გამოსვლაში.
პრესკონფერენციაზე ,,ნულიდან დაწყებულ განვითარებას’’  ასევე უპ­ასუხა ლანჩხუთის ექსგამგებელმა გია გოგუაძემ:
„2013 წელს, იმ მოწვევის საკრებულოში მაშინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა განცხადება, რომ წინა ხელისუფლებას ერთი კილომეტრი გზა არ აქვს დაგებული, მაშინ, როცა თავად სახლში შუხუთი-აცანა-მამათის 18-კილომეტრიანი ახლად გაკეთებული გზით დადიოდა. მხარის ადმინისტრაციაში კი _ ლესა-ნინოშვილი-ოზურგეთის 24-კილომეტრიანი ბეტონის გზით. როცა საკრებულოს სხდომაზე მოვთხოვე განმარტება გაეკეთებინა, თუ რა არ არის გაკეთებული, ურ­უშაძემ  სხდომა მიატოვა, შემდეგ კი საკუთარ კაბინეტში,  რამდენიმე დეპუტატთან საუბარში ასე თქვა _ „რა ვქნა, ზევიდან მაქვს დავალებული ყოველდღიურად ვაკეთო განცხადებები, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში არაფერი გაკე­თებულა“.  ამიტომ მენიშნა გუში­ნდელი სარიშვილის განცხადებაც.
ამ ნულიდან დაწყებული ქვეყნის განვითარების მაგალითად  კი ვე­ტ­ყვი,  რომ ჯაპანა-გრიგოლეთის 360 მილიონიანი 42-კილომეტრიანი ავტ­ობანი დავტოვეთ, რომელიც  ჩვენი ხელისუფლების პერიოდში უნდა ჩაბარებულიყო 2016 წელს. მაშინ  ჩვენ, პროექტის შეთანხმების პერიოდში, რამდენიმე კერძო მოს­ახლესთან შეხვედრა მოგვიწია და ხელისუფლებამ ერთ კვ.მეტრში გადაუხადა 12 ლარი. ამ ხელისუფლების პერიოდში კი სამი ლარი გადაუხადეს მოსახლეობას. დღეს ხაჯალია-გრიგოლეთის მონაკვეთი დახურულია უხარისხოდ შესრუ­ლ­ებული სამუშაოების გამო. შემსრ­ულებელ  ჩინურ კომპანიას კი პას­უხს ვერ სთხოვენ, რადგან თანა­მ­დებობიდან გაშვებული მაღალჩინო­სნები ყველა იქაა დასაქმებული, თან  მაღალი ანაზღაურებით. ასევე, ლან­ჩხუთი-ხაჯალიის მონაკვეთზე, რო­მელიც იტალიურმა კომპანია „ტო­დინმა“ მოიგო, სამუშაოები გაჩერებ­ულია და ათეულობით მილიონ  დოლარს ედავება სახელმწიფოს. ამ  დროს კი ამ  უპრინციპო და მო­რჩილმა ადგილობრივმა ხელისუფ­ლებამ გააკეთა პოლიტიკური ავტ­ობანი, რომელიც ქალაქში შემოდის და პირველი საჯარო სკოლის ათ­ასი მოსწავლის სიცოცხლეს საფ­რთხეს უქმნის, არაერთი ავარია მო­ხდა.  კიდევ ერთი მაგალითი ნულიდან დაწყებულის _ როცა ჩვენი ხელისუფლება 2003 წელს მოვიდა სათავეში, ლანჩხუთის ბიუჯეტი სამასი ათასი ლარი იყო, 2012 წე­ლს კი რვა მილიონიანი ბიუჯეტი დავტოვეთ. წინა ხელისუფლების მოსვლისას საჯარო მოხელეების ხელფასები იყო 50-18 ლარი, ჩვენ კი _ 2600-დან 700 ლარამდე დავტოვეთ. 2013 წელს  პრეზიდენ­ტმა მიშა სააკაშვილმა ხელფასები რომ გაზარდა, მოსულ ახალ ხელ­ისუფლებას უარი არ უთქვამს გაზ­რდილი ხელფასები ჯიბეში ჩაედო, არადა, გამგეობის კართან სააკაშ­ვილის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. ყველამ იცის, რომ სახელმწიფო სამსახურებში 50 ლარზე მეტი ხელფასი არ ყოფილა; პენსია რვა ლარი იყო, ჩვე­ნმა ხელისუფლებამ კი მოსვ­ლის­თანავე გაყინული ხელფასები და პენსიები დაარიგა. სამარცხვინოა, სარიშვილმა ნულიდან დაწყებულ განვითარებაზე  ილაპარაკოს“, _ თქვა მან.
ლანჩხუთის ექს გამგებელმა გია გოგუაძემ პრემიერ ღარიბაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ გაკეთებულ გან­ცხადებებსაც აბსურდი უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა პარლამმენტის თავმჯდომარის მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ ლან­ჩხუთის ,,გურია“ ამჟამად წარმატებული გუნდია, მაშინ როცა იგი შვიდ მილიონად მესამე ლიგიდანაც კი ვარდება. მან აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭ­ავამ ისიც არ იცის, კლუბი დამო­უკიდებელი იურიდიული პირია და ბავშვთა  საფეხბურთო  აკადემიას­თან არავითარი კავშირი არ აქვს.
მან ასევე არნიშნა ისიც, რომ კუ­ჭავას თქმით თითქოს ლანჩხუთში  300 ჰექტარზეა ლურჯი მოცვი გაშ­ენებული, მაშინ,  როცა ეს კულ­ტურა მოიცავს მაქსიმუმ, 15-20 ჰექტარს.
პარლამენტის წევრმა ხატია წი­ლოსანმა ოცნების მერობის კანდიდატის  წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, საფეხბურთო კლუბ ,,გუ­­რ­იის“  განვითარებისთვის ყველაზე  მეტი რამ სწორედ  „ქართ­ული  ოცნების“  ხელისუფლ­ებ­აში   ყოფნის  დროს  გაკეთდა.
 მისივე თქმით ბატონმა  ბიძინა  ივანიშვილმა  გააკეთა  უნიკალური  პარკი შეკვეთილში, უნიკალური  შესა­ძლებლობები  მისცა ამ  რეგი­ონს განვითარებისთვის. ვითარდება კურორტები: ბახმარო და გომისმთა.
„ძალიან არ მესიამოვნა, დიდ პატივს ვცემდი ხატია წილოსანს, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ასიამოვნო, ის განცხადება, რაც მან გააკეთა, სამარცხვინოა. ცხრა წელია ბახმაროში მაღალჩინოსნების ნებართვით მიდის უკანონო მშენებლობები და ჩოხატ­აურის მუნიციპალიტეტი ბიუჯე­ტში ეძებს თანხას, რომ გამოაცხადოს ტენდერი უკანონო მშენებლ­ობების დემონტაჟისთვის.
რაც შეეხება გომისმთას, იუსტ­იციის მინისტრმა წულუკიანმა განცხადება გააკეთა წინასაარჩ­ევ­ნოდ და თქვა: ადით გომისმთაზე,  დაგხვდებათ ჩემი თანამშრომელი, მოიზომეთ მიწები და დაიკავეთ ხელში ელექტრონული დისკები! თბი­ლისიდან ჩამოდიოდა ხალხი, ყველას აქვს ეს დისკი ხელში და ვერც,ერთი ვერ არეგისტრირებს, იმიტომ რომ წინაპირობა არ არის, ეს იყო პიარი და მე გამიკვირდა ასეთი ტყუილი წილოსანისგან. ბახმაროში წყალი არა, შუქი არაა და ანალოგიურია გომისმთაც.
მაინტერესებს გუშინდელიც,  ავერსში რომ მიიყვანეს აცრაზე, ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრში არ იცრება არავინ? იქ ვერ მივიდნენ იმიტომ, რომ მედპერსონალს შვიდი თვის ხელფასი აქვს აუღებ­ელი“ _ თქვა გოგუაძემ.
ბიძინა ივანიშვილმა რომ შეპი­რდა ,,წვიმის მეგობრებს“ , გაგი­წიკწიკებთ რეგიონალურ საავამდმყოფოსო, საადაა ის?! - თქვა კახა ასკურავამ.
ოპოზიცია ასევე გამოეხმაურა პარ­ლამენტის თავმჯდომარის გან­ცხადებას ოზურგეთში, მერობის კანდიდატის წარდგენაზე, სადაც მან ნოე ჟორდანია და ავთანდილ თალაკვაძე წარმატებული ოზურ­გეთ­ელების რიცხვში მოიხსენია.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 171
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა