ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჩემი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის - ლია მუხაშავრია ლანჩხუთის მერობის კანდიდატი

23-08-2021, 11:55

20 აგვისტოს ლანჩხუთის ცენტრალურ სკვერში, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ,  გაერთიანე­ბუ­ლი ოპოზიციის მიერ მხარდა­ჭერილი მერობის კანდიდატი, ცნ­ობილი იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია და მისი პარტიის  პირველი შვიდეული წა­რ­ადგინა. „დღეს არც თანამდ­ებ­ობებ­ის­თვის იბრძვის ვინმე და არც ვინმეს მსუყედ დასაბინავებლად.
2 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმის დღე!
ჩვენ ბრძოლაში ვართ ცვლილ­ებებისთვის!
ბრძოლაში გადარჩენისთვის!
და ყველა, ვინც თავისი პირადი ამბიციების გამო საერთო საქმის წინააღმდეგ წავა, ის საერთო საქ­მის მტერია.განაცხადა დავით ჭი­ჭინაძემ. მერობის კანდიდატმა ლია მუხაშავრიამ ჟურნალის­ტ­ებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი გუნდის მთავარი ამოცანაა აღმოიფხვრას ის პრობლემატური საკითხები, რაც რაიონში არსებობს. ერთ-ერთი მათგანია განათ­ლებაზე ხელმისაწვდომობა; ლოკდაუნის პირობებში რაიონში მცხოვრებ ბავშვებს არა აქვთ წვდომა ინტერნეტზე, არა აქვთ კომპიუტერი, შესაბამისად პრობლემა ექ­მნება ონლაინ საგაკვეთილო პროცესს, განსაკუთრებით სოფლ­ებში და მისი გუნდი პრობლემას აღმოფხვრის: ,,ძალიან დიდი ყურ­ა­დღება დაეთმობა ამ მუნიციპა­ლიტეტში ახალი საწარმოების გა­ხ­სნას, აქცენტი გაკეთდება იმ­აზე, რომ ეს იყოს აუცილებლად სოციალური საწარმოები, რომლებიც მოგებაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული მხოლოდ, არ­ამედ იმაზე, რომ შექმნან უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს საწარმო და დას­აქმდეს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ჩემი მთავარი უპირატესობა სხვა კან­დიდატებთან შედარებით არის ის, რომ მე მაქვს მრავალწლიანი გამ­ოცდილება საერთაშორისო დონ­ორ ორგანიზაციებთან მუშაობის, აქედან გამომდინარე შევძლებ მოვიზიდო დამატებითი სახსრები იმისათვის, რომ ეს საარჩევნო პროგრამა განხორციელდეს“ _ თქვა ლია მუხაშავრიამ.მერობის კანდიდატმა ასევე გა­ნაცხადა, უმნიშვნელოვანესი სიახ­ლეა ის, რომ მისი კანდიდატურის ირგვლივ გაერთიანდა, რაიონში არს­ებული მთელი ოპოზიციური სპექტრი. ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი ითანამშრობლებს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან არა მხოლოდ საარჩევნო პროცესში, არამედ საკრებულოში ადგილების მოპოვების შემდეგ, რომ ეს საკრებულო იყოს კოალიციური, რომ ამ კოალიციური თანამშრომლობით გაცილებით მეტი შედეგი იქნას მოპოვებული.
,,ყველაზე მთავარი, რაც ამ საა­რ­ჩევნო კამპანიის მიზანი გახლ­ავთ არის ის, რომ მივაღწიოთ რეფერენდუმს, ოპოზიციისთვის ყველაზე საუკეთესო შედეგს, არ მივცეთ ,,ქართულ ოცნებას“ საა­რჩევნო ხმების 43 პროცენტის მიღების საშუალება  და დავნი­შ­ნოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“- თქვა ლია მუხაშა­ვრიამ.
პარტია ტრიბუნას საარჩევნო სიის პირველი შვიდეული ლანჩხ­უთში ასე გამოიყურება:ლია მუხა­შავრია, მარიკა მენაღარიშვილი, გიორგი სარჯველაძე, თეიმურაზ ჯორბენაძე, ნათია თვალაბ­ეიშვი­ლი, ინგა იმნაძე და ქეთევან წილ­­ო­სანი;  ამ გუნდის სინასაარჩევნო პროგრამის თეზისები  ასეთია:
ინფრასტრუქტურა: ბუნებრივი აი­რი მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს; 24 საათ­იანი წყალმომარაგება ყველა სოფელს; მუნიციპალიტეტის სრ­ული ინტე­რნ­ეტიზაცია; საბავშვო ბაღების და სკოლების შენობების ადაპტირება საჭიროებებზე;შიდა მუნი­ციპალური გზების მოწესრიგება.
განათლების ხელშეწყობა: შეიქ­მნება პროფესიული განვითარების ცენტრი, ყველა ოჯახში სკოლის მოსწავლეს ექნება კომპიუტერი ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, სპეციალური საჭირ­ოე­ბის მქონე ბავშვებისათვის გაიხსნება დღის ცენტრი სარეაბ­ილ­იტაციო მომსახურების გასაწევად.
წარმოების განვითარების ხელ­შ­ეწყობა: საწარმოების შექმნა და განსაკუთრებული აქცენტი სოც­იალურ საწარმოებზე; სოფლის მეურნეობის გადამამაუშავებელი საწარმოების შექმნა; სასაწყობე და სამაცივრე საწარმოების შექ­მნა და ხელშეწყობა, სამუშაო ადგ­ილების შექმნა; სახელოსნოების შექმნა და ადგილზე პროფესიული მომზადება;სასოფლო-სამ­ეურნეო კოოპერაციის ხელშეწ­ყობა, ინვესტორებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
მონაწილეობა გადაწყვეტი­ლე­ბის მიღებაში: ყველა დასახლებულ პუნქტს სურვილის მიხე­დვით ეყოლება: რეგისტრირებული და ქმედითი ადგილობრივი განვ­ით­არების ჯგუფები, დასახლების საერთო კრებები და რჩეულები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ად­გლობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას.
გაგრძელდება მონაწილეობითი ბიუჯეტირება და ამ ეტაპზე გაო­რმაგდება თანხა, რათა ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს რა გაკეთ­დეს ლანჩხუთის მუნიციპალი­ტეტში.
მუდმივი და გრძელვადიანი თან­ა­მშრომლობა აქტიურ მოქალაქ­ეე­ბთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პრინცი­პით: თანამშრომლობა განვითარებ­ისათვის. ქმედითი მერის მრჩე­ველთა საბჭო.
ყველა ზემოთ აღნიშნული შეს­აძლებელია ინვესტიციებისა და დონორების დახმარებით, საერთაშ­ორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 689
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა