ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თქვენი იმედი მქონდა და ახლა აი მთავრობა გაიყო ცხრანაირად, ვის დუუჭირო მხარი ერთი მითხარით?! –გახარიას პარტიის ოფისის გახსნა ლანჩხუთში

თქვენი იმედი მქონდა და  ახლა აი მთავრობა გაიყო ცხრანაირად, ვის დუუჭირო მხარი ერთი მითხარით?! –გახარიას პარტიის ოფისის გახსნა ლანჩხუთში
18-08-2021, 00:51


18 აგვისტოს, ლანჩხუთს  ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სტუმრობდა, მან პარტია ,,საქართველოსათვის“ ოფისი გახსნა. ახალი პარტიის ,,საქართველოსთვის’’ დამაარსებელს, ლანჩხუთში დახვდნენ: პარტიის მერობის კანდიდატი- ელგუჯა კალანდარიშვილი, ლანჩხუთის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი- დავით დობორჯგინიძე,  მაჟორიტარობის კანდიდატები , პარტიული სიის წარმომადგენლები,  მხარდამჭერები, დაინტერესებული პირები.
შეხვედრა 2 საათისათვის იყო დათქმული, თუმცა ლანჩხუთელი საზოგადოება ცოტა ადრე შეიკრიბა, შეკრებილთა შორის იყვნენ ლანჩხუთის ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ეს იყო ძირითადად ,,ქართული ოცნებისა’’ და ,,პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, საკმაოდ სერიოზული ხალხი, შეხვედრის დაწყებამდე, შეკრებილებმა  სულ მოკლე დროში მიმოიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, საუბრის მთავარი თემა იყო- არ გვჭირს კაი აფერი. 
გურიაში პოლიტიკაზე რომ საუბარი რთულია  გახარიას არც ეს გამორჩენია, მან  რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ქვეყნის ბოლო პერიოდის გამოწვევაა ერთ ადგილზე დგომა,ანუ უძრაობა, უფრო მეტიც, მან  თავის სიტყვაში ასევე რამდენჯერმე  ახსენა: ქვეყნის უკუსვლა.
,,მთავარი არის ჩვენ მოვასწროთ ერთდროულად პარტიული მშენებლობაც და არჩევნებში მონაწილეობა, ვგულისხმობ ნებისმიერ შემდგომ არჩევნებს. აქ უნდა გვყავდეს ყველაზე კეთილსინდისიერი ადამიანების გუნდი , რომლებიც იქნებიან მომართული იმისათვის , რომ ემსახუროს პირველ რიგში ლანჩხუთელებს. გურიაში პოლიტიკაზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მთავარია გვესმოდეს, რომ ჩვენ სამწუხაროდ ბოლო ოცდაათი წელი ერთი და იგივე წრეზე დავდივართ,  მთავარია ეს დავასრულოთ და ამისათვის გვჭირდება კარგი პროფესიონალი კადრები, აგერ ბატონ გუჯას უნდა ჩავაბაროთ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც უნდა გავზარდოთ, მარტო ახალგაზრდები საქმეს ვერ წაწევენ წინ, ახალგაზრდები და გამოცდილი პროფესიონალები ეს არის მთავარი მიზანი. დავიწყოთ მოძრაობა, არავის არ ვეჩხუბოთ არ ვეომოთ, უბრალოდ ვიშრომოთ: ლანჩხუთის, გურიის და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის ეს არის მთავარი.
 მესმის, რთული საყურებელია ტელევიზორს რომ ჩართავ გაუთავებელი ლანძღვა -გინება გესმის, სამწუხაროა რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ჩემდა გულგასატეხად ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია დარჩენილი. ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა,მაგრამ ერთ ადგილზე დგომა გახდა,  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ჩვენთვის გაუგებარია. ახლა  ზოგიერთი ისე იქცევა რომ ცოტა მგონი წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მშვიდად, წყნარად  ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად არჩევნების გზით ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოდ როგორც  შეგვეფერება.  არა აქვს არანაირი მნიშვნელობა ჩვენ როგორ მოგვექცევიან, მთავარია ჩვენი ღირსება არ დავკარგოთ და დავიწყოთ პროფესიონალი ახალგაზრდებით, უფრო სწრაფი განვითარება და აღმშენებლობა, შემდგომ ყველამ ერთად მივხედოთ ქვეყანას. ძლიერი რეგიონის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ ყველაზე ცუდი რაც არის სამართლიანობის შეგრძნება იკარგება ქვეყანაში და ეს უნდა აღვადგინოთ“ თქვა გიორგი გახარიამ და ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავარია გუნდს ჰყავდეს ღირსეული მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სიის წარმომადგენლები, რომელთაც ყველა ოჯახში უნდა მიესვლებოდეთ,  იმისათვის რომ მოსახლეობას აუხსნან რა არის მათი მიზანი და გეგმები, შემდეგ კი უკვე მოსახლეობის გადასაწყვეტია ვის მისცემს ხმას. მთავარია ის რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა, სამწუხაროდ ასეთი ტენდენციებიც შეიმჩნება -აღნიშნა მან.
თქვენ მთავრობაში ხომ იყავით? ახლა რომელ მთავრობას ეკუთვნით მაინტერესებს? დაუსვა შეკითხვა შეკითხვა ერთ ერთმა დამსწრეთაგანმა
-ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ -უპასუხამას  ყოფილმა პრემიერმა
-თქვენი იმედი მქონდა ამ მთავრობაში და ახლა აი მთავრობა გაიყო ცხრანაირად, ვის დუუჭირო მხარი ერთი მითხარით? -დაინტერესდა შეკითხვის ავტორი
გიორგი გახარიამ ამ შეხვედრაზე ასევე გაუსვა ხაზი მრავალპარტიული საკრებულოს აუცილებლობას და იმის ახსნაც კი მოუხდა რა არის საკრებულოს ფუნქცია?
,,ქვეყანა რომ წინ უნდა წავიდეს, სამუშაო ადგილები და ეკონომიკა,რომ უნდა გაძლიერდეს ამაზე ხომ უნდა შევთანხმდეთ, ეს არის მთავარი ამას სანამ არ ვისწავლით, არ გამოვა არაფერი. ერთი არჩევნებიდან მეორე არჩევნებამდე, ჯერ ერთს გავაღმერთებთ, მეორეს გავაკერპებთ და სულ ასე იქნება, ეს  ღარიბი ქვეყანაა, აქ საჭიროა ერთს ჰყავდეს მეორე კონტროლი. საკრებულოს მთავარი ფუნქცია არის აკონტროლოს მერი როგორ ხარჯავს ფულს?!, ახლა რომ აიღოთ ლანჩხუთი, ისე როგორც სხვა რაიონშია, აქ რამდენიმე გზას ან წყალს ვნახავთ, რომელიც იქნება რამედენჯერმე გაკეთებული, იმიტომ რომ დღეს მერიც ,,ოცნებაა“, საკრებულოც ,,ოცნებაა’’ და ერთმანეთს არ აკონტროლებენ ერთად არიან’’ თქვა გახარიამ
- იყოფენ მერე ფულს!  დააწია ბანი იქვე მდგომმა ქალბატონმა.
ამ კონკურენციაში ერთმანეთი უნდა აკონტროლონ! დაასრულა პასუხი ყოფილმა პრემიერმა.
გურული კითხვები იყო და გურული პასუხებიც გაეცა, თქვა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ, რომელიც ამჟამად ამ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატია სოფელ სუფსაში.
-აბა ახლა მეც შორებელი ხომ არა ვარ, გურული დიპლომატია მეც მესმის რა არის?!, ასე დაასრულა საზოგადოებასთან შეხვედრა პარტია ,,საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა და ოფისში პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე გადაინაცვლა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 799
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა