ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ვინ იქნებიან ოპოზიციის კანდიდატები ლანჩხუთში?!

28-07-2021, 13:04

ადგილობრივ არჩ­ე­ვნებში მერობის კა­ნ­დიდატი ოპო­ზიც­იიდან, ლანჩ­ხუთის ექს. გამგებელი გია გოგუაძე იქნება,  ამ საკ­ითხზე რამდენიმე ადგ­ილობრ­ივი ოპოზიციური პარტია :,ევროპული საქართველი" ,,ერ­თიანი ნაცი­ონალური მოძ­რაობა" და ,,ლე­ლო" ახლახან შეჯერდა,  როგ­ორც ცნობილი ხდება აღნიშნულ აზ­რს გაი­ზიარებს ნინო ბურ­ჯანაძის პარტიაც.გია გოგუაძე საკმაოდ ოდიოზური ფიგურა გახლავთ, იგი იყო ლანჩხუთის გამგებელი  ნა­ც­ი­ონალური მოძრ­აობის მმა­­რთ­ველობის პე­რ­იოდში, ასევე იყო რამ­დენიმე მოწ­ვევის საკრ­ებულოს წევრი, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში პარტია ,,ქარ­თუ­ლი ოცნ­ე­ბის“ წე­ვრ თემურ ჩხაიძე­სთან დამარცხდა. რაც შეეხება გა­ხ­ა­რი­ას პარტიას, მას ოფისი ლან­­ჩხუთში ჯერ არ გაუხსნია, თუმცა ვრც­ელდება ინფ­ორმაცია, იმასთან დაკავ­შირებით, რომ გახარიას პარტიიდან მერობის კანდიდატი ან სიის პირ­ველი ნომერი ელ­გუჯა კალანდარიშვილი იქნება, რომელიც ჯანდაცვის სამი­ნისტ­რ­ოში, კერძოდ კი, რეგულირების სააგე­ნტ­ოში წლ­ების განმავ­ლ­ობაში იკა­ვებდა ერთ-ერთ მაღალ თან­ამდ­ებობას. ასე­ვე საუბარია იმა­ზე, რომ გახა­რიას პარტიას ლანჩხუთის ყო­ფილი პირვ­ელი პირის ზაზა ურუ­შაძის გუნდი შეუერთდა, გავრცელებული ინფ­ორმა­ციით მერობის კანდიდატად გახარიას გუნდმა შესაძ­ლ­ებელია დასახელოს ზაზა ურუშაძის ძმა ბიძინა ურ­უ­შაძე, რომელის წლე­ბის მან­ძილზე ყაზახეთში ეწეოდა ბიზნეს საქმიანო­ბას.
    მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 361
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა