ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე
7-10-2015, 00:00

. მათი კიდევ ერთი ტრიუმფი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. რაც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ რომ არჩევნებში არ ჩარეულა, ფაქტია მათმა ფავორიტმა კანდიდატმა გაიმარჯვა და ყრილობაზე მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ბედნიერებას ღიად გამოხატავდნენ.საფეხბურთო არჩევნებს პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები უკვე მოჰყვა.„საუბარია არა მხოლოდ იმაზე, რაც უშუალოდ არჩევნების დღეს ხდებოდა, არამედ იმაზე, რაც მანამ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო მონაწილეობის მიღება არჩევნებში, იმის გამო რომ მის მომხრეებზე განხორციელდა ზეწოლა. ძალიან საგანგაშოა ის გარემოება, რომ არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში ესწრებოდა ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი პირი, რომელმაც თავისი იქ ყოფნა გაამართლა იმით, რომ იმ დღეს შაბათი იყო. ეტყობა ბატონ კალაძეს ჰგონია, რომ შაბათ-კვირას ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. მიუხედავად კალაძის სპორტული დამსახურებებისა, ის ამჯერად არის არა ფეხბურთელი, არამედ ვიცე-პრემიერი და მისი არჩევნებზე ყოფნა პირდაპირ იხილება სახელისუფლებო რესურსის გამოყენებად და ზეწოლის ფაქტად~, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.მომავალ წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო მარათონი მართალია ჯერ არ გახსნილა, თუმცა პოლიტიკური ვაჭრობა კარგა ხანია დაწყებულია. განსაკუთრებული თემა მაჟორიტარული არჩევნებია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს არსებული სისტემა არასწორია. გამსხვილებული მაჟორიტარული სისტემა ბევრს არ მოწონს. ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებას ითხოვს. ხელისუფლება ამის დათმობას არ აპირებს. როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, ხელისუფლება მაჟორიტარების ხარჯზე ცდილობს მეტი მანდატის მოპოვებას. 150 კაციან პარლამენტში დღეს `ოცნება~ და `ნაციონალური მოძრაობა~ დომინირებს. დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც ეს ორი ძალა გადაინაწილებს მანდატებს. თუმცა, გარკვეულ ხმებს და შესაბამისად საპარლამენტო კარებს `თავისუფალი დემოკრატები~, ნინო ბურჯანაძის მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსიც შეაღებს. ამ შემთხვევაში პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე დღეს. არჩევნებიდან 3 წლის თავზე გარკვეული დასკვნების გაკეთება შესაძლებია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები მათი ბრალი არ არის. `ოცნება~ ამბობს, რომ მათ დაპირებები პირნათლად შეასრულეს და დარჩენილ ნაწილსაც ბოლო ერთ წელიწადში შეასრულებს. ოპოზიცია კი პირიქით აცხადებს. დაცემული ლარის და გაზრდილი ფასების შემხედვარე (ამას ემატება ელექტროენერგიაზე `ნაციონალების~ დროს არსებულ ტარიფზე `დაბრუნება~) ძნელია ირწმუნო, რომ ყველაფერი კარგად არის. _ მესამე წელი იქნება ძალიან კარგი, ამას ყველა ჯიბეზე იგრძნობთო _P`მართალი~ აღმოჩნდა. როგორც ენაკვიმატი გურულები ამბობენ, ისედაც ცარიელი ჯიბე, კიდევ უფრო დაცარიელდა და ვიგრძენით ჯიბეზეო.2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები უკვე ცნობილია. ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს იზრდება და 3 მილიარდს გადააჭარბებს. საუბარია პენსიის გაზრდაზეც, რომელიც ყველა არჩევნებს თან სდევს ხოლმე. თუმცა, ჯერჯერობით თანხის დაკონკრეტება არ ხდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში უფრო ხელფასების მატებაზეა საუბარი, ვიდრე პენსიის.ცნობისთვის, ჩვენს ქვეყანაში 700 ათასზე მეტი პენსიონერია. ბუნებრივია, მათი ხმების მნიშვნელოვანია და მათი გულების მოგებას საარჩევნოდ როგორც წესი ყველა მთავრობა ცდილობდა. დაპირებების ბუმი რომ იქნება, ამაზე არავინ კამათობს. 3 წლის წინ ნამდვილი სოც.შეჯიბრი იყო და ივანიშვილის ფაქტორმა ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია. ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა `პრაიმტაიმისათვის~ მიცემულ ინტერვიუში ამბობს: `თავის დროზე ზედმეტი დაპირებები იყო გაცემული და კიდევ უფრო აღმატებულად იყო აღქმული მოსახლეობაში. ამას მოჰყვება თავისი შედეგი და „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს იმდენ ხმას, რაც მიიღო 2012 წლის არჩევნებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც პირველ ადგილზე გავა. ამასთანავე, ის არ და ვერ გააყალბებს არჩევნებს, რადგან ეს პრაქტიკულად თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. ვვარაუდობ, რომ მოხდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ცოტა გამემარჯვენება. გამოჩნდება ხალხი, ვინც ამ უკმაყოფილო და რიგ შემთხვევაში, ბოღმით სავსე ელექტორატის მოთხოვნებს უპასუხებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ხმების გარკვეული ოდენობა, მინდა გითხრათ, რომ ისინი თავის მომხრეებს არ კარგავენ. ნაციონალების მხარდაჭერის მაჩვენებელი, არა მგონია, 15 პროცენტს ასცილდეს. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერების შემცირების ხარჯზე, არ იზრდება ნაციონალების მხარდამჭერთა რიცხვი. რაც შეეხება ინაშვილისა და ბურჯანაძის პარტიებს, მათ არა აქვთ დიდი მხარდაჭერა. კეთდება გარკვეული კვლევები და როგორც ვიცი, მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი სადღაც 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს~.საარჩევნო წელი ყოველთვის ხმაურიანი ჩვენთან. გარდა ამისა, ის იმითაც არის გამორჩეული, რომ ხელისფულება ხალხთან მეტ კონტაქტში შედის და გაკეთებული საქმეებიც ამ პერიოდში უფრო მეტია. შესაბამისად, ამომრჩეველთა უმეტესობას ხშირად უნატრია _ ნეტავ, ყველა წელს არჩევნები იყოსო. ბოლო წლებში ასეც არის. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნები იყო, 2013 წელს საპრეზიდენტო, გასულ წელს ადგილობრივი თვითთმართველობის. წელს _ წელს `ვისვენებდით~!!!

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები