ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ჟამი განსაცდელისა რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე?!

12-07-2021, 13:53

ამ სტატიას შესანიშნავი მწერლის, ნოდარ დუმბაძის ციტატით ვიწყებ: „სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული“. სამწუხაროდ, დღეს მთლიანად გაჭირვებაში და ტკივილში ვართ ჩაფლული. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჩემო, მართლადაცდა ბედკრულო ქვეყანავ და როგორი ტევადია ეს სიტყვა ჩვენი დღევანდელი ყოფისადმი. ჩვენი დიდი მწერლის არ იყოს, მწუხრის ზეწარი გვაქვს გადმოფარებული. 
რამ მოგვიყვანა ამ  მდგომარეობამდე? საბჭოთა კავშირის დაშლამ ბუნებრივია ჩვენზეც იქონია დიდი გავლენა, რომლის ნამსხვრევებშიც მოვყევით და დაშვებულ შეცდომებს დღესაც ვიმკით. საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკური მდებარეობით ხელსაყრელ ადგილზეა ორი სუპერსახელმწიფოს, ამერიკა-რუსეთს შორის მწვავე დაპირისპირების არეალად იქცა, რომელთა აქტიურმა ჩარევამ ჩვენს საშინაო საქმეებში დამანგრეველი პროცესები გამოიწვია, სამოქალაქო დაპირისპირება, ფერადი რევოლუცია, რუსეთის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომები და სხვა ნეგატიურმა პროცესებმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. როგორ, რანაირად, ამას არავინ არ ასაჯაროებს და აანალიზებს, ნათქვამია: „მიზანი ამართლებს საშუალებას“. განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა ჩვენზე რუსეთთან გამოწვეულმა ომმა და დაპირისპირებამ. დაიკარგა ტერიტორიები, გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა და რამდენიმე წელია ვართ გამაღიზიანებლის როლში და რაიმე სერიოზული ნაბიჯები არ იდგმება, არადა საქართველოს ეკონომიკა  თითქმის რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული, რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და მუშაობს, რომლებიც მილიონობით ფულს აგზავნიან და ძირითადი საარსებო პროდუქტები იქიდან შემოდის, სანამ უნდა ვიცხოვროთ რუსეთთან ასეთი ორმაგი სტანდარტით, თან ვლანძღავთ, თან ვსარგებლობთ.
დასავლეთმა ეს განა არ იცის? თუ ჩვენი სიკეთე სწადიათ ამდენ მილიონებს რომ ხარჯავენ რუსეთის წინააღმდეგ მტრის და ოკუპანტის ძახილის და ნეოლიბერალური ღირებულების დანერგვის პროპაგანდაში რა შეიქმნა ამ პატარა ქვეყნის მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო თანხის გამოყოფა, მაგრამ არა, სამწუხაროდ მათი ნეოკოლონია ვართ და სტრატეგიულ საფრთხობელად გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ. 
ამ დროს ქვეყანა უამრავ განსაცდელსა და პრობლემებშია, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ტერიტორიული მთლიანობით დაწყებული თუ სულიერი და ფიზიკური გადარჩენით დამთავრებული. ქვეყნის არსებობის მთავარი უპირველესი განმსაზღვრელი მიწა-წყალია, რომელსაც უკანასკნელი წლებია ჩვენი შინაური თუ გარეული მტრების წყალობით ვკარგავთ 
 და ვანიავებთ, ამ ჩვენი მამა-პაპათა სისხლით გაპოხილ მი
წას. როგორც იაკობ გოგებაშვილი ამბობდა: „მიწა-წყალი, ნამდვილი ფესვებია ერის ცნობიერებისათვის და როგორც ხე ფესვებს მოშორებული ხმება, ისე ერი იღუპება, როცა ხელიდან ეცლება მიწა-წყალი, ტერიტორია. სახელმწიფოებრივი არსებობის მთავარი განმსაზღვრელი კი თავისუფლება და დამოუკიდებლობაა, რომელიც, სამწუხაროდ, ოცნების და იდეის დონეზეა. როგორც ვაჟა იტყოდა: „თავისუფლება პიროვნების და ერის, ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა“.
სამწუხაროდ ქვეყანაშიც დამონებული ვართ და ქვეყანაც გარედან დამონებულია. როცა ქვეყანაში დამოუკიდებლად ვეღარაფერს ვწყვეტთ - არჩევნები როგორ ჩავატაროთ, ვინ ავირჩიოთ და დავნიშნოთ, ვის დაველაპარაკოთ, თავისუფლებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
სამწუხაროდ გაღატაკების, გარყვნილობის და ურთიერთდაპირისპირების პოლიგონად უნდა გვაქციონ. ქვეყნის საგარეო ვალმა 34 მილიარდ ლარს მიაღწია, მიმდინარეობს მამათმავლობის და ლესბოსის დამკვიდრებისა და ლგბტ-ს უფლებების დაცვით მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავება, ღვთის ანაბრად ვართ დარჩენილნი.
სამწუხაროდ, გვიწევს ჩვენი ზნეობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის ბრძოლა იმ ვულგარული აზროვნებისგან, რომელიც საზოგადოებრივი ყოფისადმი ახალ მიდგომას, ახალ იდეოლოგიას, ადამიანში ადამიანურობის გამოვლენის დათრგუნვის და ცხოველური ინსტიქტის დანერგვა-გავრცელებას ქადაგებს. იყენებენ რა უდიდეს საინფორმაციო და ფინანსურ საშუალებებს, რომელშიც ჩართულია არა მარტო გარე ძალები, არამედ უამრავი აშკარა და შენიღბული შინაური მტრები, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების სახით, მიმდინარეობს ეროვნულ ცნობიერებაზე მიზანმიმართული და ორგანიზებული შეტევა, რომელმაც ბოლო დროს უკვე თავხედური, მკვეთრი და უსირცხვილო სახე მიიღო, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ახერხებენ ქართველი კაცის ცნობიერების შეცვლა-გადაკეთებას, რასაც ჩვენი წარსული და უნიკალური ისტორია, კულტურა, ტრადიცია და რაც მთავარია, მართლმადიდებლური მრწამსი განაპირობებს, რომელიც ღრმადაა ფესვგადგმული.
ძალზე სამარცხვინო და დასაგმობია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მათმა სატელიტურმა თხუთმეტმა პარტიამ ლგბტ-ს უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომ დაიცავენ მათ უფლებებს და მოგვევლინენ ამ გარყვნილების პროპაგანდისტებად და თანამზრახველებად, რომელიც მათი ბინძური ზრახვებისათვის სურთ გამოიყენონ ამის შემდეგ მათთან დგომა და თანამშრომლობა შეიძლება? ასეთ ხალხს, რომ ეხვეწები პარლამენტში შესვლაზე, რომელიც სამსჯავრო სკამზე უნდა იჯდეს და პარლამენტის სკამზეა მოკალათებული, არჩევნებში მონაწილეობის უფლებითაა და სამწუხაროდ ამომრჩევლებიც ხმას აძლევს, ეს ნორმალურია და დანაშაული არ არის? ანდა რას გავს მათი ყოველგვარ ზღვარს გასული ამაზრზენი საქციელი და მოქმედება, პარლამენტში ჩხუბი, დაპირისპირება, ბოიკოტი, გაუტანლობის ვირუსით არიან დაავადებულნი, როგორც გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: ,,კაცის საქმენიც ისეთივეა, როგორც არის მისი სულიერი თვისებები“.
ჩატარებულმა ლგბტ-ს პრაიდმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ეკლესიის და ხალხის ურთიერთთანადგომის ურყეობა ამ სოდომ-გომორული ცოდვის წინააღმდეგ. დასავლეთი კი დიდძალი ფინანსური საშუალებებით გააფთრებით ცდილობს კიდევ უფრო გააძლიეროს გავლენა საქართველოზე. უდიდესი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, ამიტომ სასწრაფოდ შესაცვლელია პოლიტიკური კურსი და უნდა ავირჩიოთ განვითარების ჩვენი ბუნებრივი ისტორიული გზა, აღვადგინოთ სამეზობლო და დიპლომატიური ურთიერთობა ერთმორწმუნე რუსეთთან, რომ ამ სატანისტურ ლიბერასტთა გლობალური შტურმისგან გადავრჩეთ და შევინარჩუნოთ ქრისტიანული რწმენა და ტრადიციული ზნეობრივი ფასეულობები, თუ არადა დასავლეთიდან მოვარდნილი გარყვნილების ღვარცოფი წაგვლეკავს და გადავიქცევით უიდეო, უთავმოყვარეო, გარყვნილ ქვეყნად.
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
         ჯონი ცინცაძე
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 602
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა