`ჰო და არას~ ტრიბუნა(ლ)ში ვახტანგ ზენაიშვილი ჩვენი მხარისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობს. წერილში კრიტიკაა, მაგრამ უმეტესად პარტიული ნიშნით. არაერთხელ მითქვამს: `ვინ მოგცათ თქვენ პოლიტიკოსებო საქართველოს პოლიტიკურ პარტიებად დაყოფის უფლება-მეთქი. ჩვენთვის სამოქალაქო საზოგადოებისთვის კრიტიკა მხოლოდ მაშინაა მისაღები, როდესაც წარმოდგენილია რეალურ დროსა და სივრცისთვის ალტერნატიული მოსაზრება ამ წერილში ალტერნატიული მოსაზრება მეტად ბუნდოვანია. ბატონო ვახტანგ, მოდით შემოგთავაზებთ წერილს, რომელიც ესაჭიროება `ოცნებისტსაც~, `მონარქისტსაც~ და ა.შ. მთელ საქართველოს. ანუ ქვეყნის `სიმდიდრესა და წარმატებაში წილი ედოს არაერთ რომელიმე ნაწილს ერისას, არამედ მთელ ერს გამოუკლებლად და თანასწორად. უამისოდ ერის წარმატებას წარმატება არ ეთქმის, ის არ არის ხანგრძლივი და ჭეშმარიტი~ (ეგნატე ნინოშვილი).თქვენი წერილის მთავარი თემაა სახელმწიფოს ჩართულობა ბიზნესში ეს კი პოლიტიკური ეკონომიაა! _ უდიდესი მეცნიერება მეცნიერებათა შორის! თქვენ არ ბრძანდებით ამ დარგის სპეციალისტი და ამდენად აქ მომავალი მეტად სიფრთხილეს გირჩევთ.დავიწყოთ წერილის ბოლოდან _ კოოპერატივებით. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და განვითარებაში უდიდესი როლი აკისრია სახელმწიფოს, ოღონდ ნორმალურ სახელმწიფოს. სოფლად აუცილებელია სასაქონლო ფულადი ურთიერთობების განვითარება, მაგრამ არა ისე როგორც ეს ჩვენთან ხდება. გლეხი არასდროს დაინტერესდება კოოპერატივების შექმნით, მით უმეტეს ლანჩხუთელი გლეხი თუ კი _ კოოპერატივების მოგებისა და კოოპერაციული საკუთრების ფორმირების ძირითად წყაროს ზედმეტი ღირებულების ნაწილს, რომლის რეალიზაცია მათი სამეურნეო საქმიანობის პროცესში ხდება _ მას მრეწველი კაპიტალისტი არ დაუთმობს.გეთანხმებით იმაში, რომ სუფსიდირების ის ფორმა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ახორციელებს _ ავანტიურაა! `ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის~ რეკომენდაცია `როცა სოფლის ეკონომიკაში ფულის ჩადება, ეს ბიზნესის საქმეა და ამ დროს ბიზნესი არ აქტიურობს, უცხოური ინვესტიციები ნაკლებად შემოდის, სახელმწიფომ სტიმულირება გაუკეთოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას~ _ უკუღმა გაიგეს. დიდი ილიასი არ იყოს `მისჭირვებულ საქმეს~ მიაწოდეს `ჩარჩული ფული~, რომელიც `ქურდბაცაცაა, იქა მკის, საცა არ უთესია, იგი ქვეყანას ქონს აცლის და სამაგიეროს არას აძლევს~. ჩვენი მოთხოვნა იყო სუფსიდირების განხორციელება ყოველ კონკრეტულ პროექტზე მორგებული დაფინანსების გონივრული ვადით, მიზნობრივი კრედიტით, `რომელიც ერთადერთი სამართლიანი და მოუწყვეტელი წყაროა გაღონიერებისა, გამდიდრებისა და თუნდაც გაფულიანებისაც, რაკი დღეს ფულია სიმდიდრედ აღიარებული~ (ილია).გნებავთ, მოგიყვებით ცოტაოდენ რამეს `ლანჩხუთური~ კოოპერატივების შესახებ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შემთხვევით გავიგეთ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში (თუ მას თვითმმართველობა ერქვა, ან დღესაც თუ ჰქვია) შეიქმნა ა(ა)იპ `აგრობიზნეს-ცენტრი~ სადაცო ძალიან ჭკვიანი კაცი მოღვაწეობსო. დაგვაინტერესა, მივიღეთ არასამთავრობოს შეკვეთა, ვესტუმრეთ, შედგა საუბარი, თავიდან მიკიბ-მოკიბვით, გვეგონა რომ არ გადაშლიდა გულს მაშინდელი დიქტატურის შიშითა, თუ სამსახურეობრივი თანამდებობიდან გამომდინარე მორიდებით. შუა საუბარში მივხვდით, რომ საქმე გვქონდა დიდად გამოცდილ პიროვნებასთან და მას ასე ადვილად ვერ გავაცურებდით _ დამშვიდობებისას მივუბრუნდი და უთხარი: `ბატონო გელა~ ლანჩხუთი 300 კმ-ით ახლოს ყოფილა ევროპასთან, ვიდრე დედაქალაქი თქო!~ _ გაეღიმა და მიპასუხა _ არ სჯერათო!~ის, რაც ლანჩხუთში შეიქმნა კოოპერატივების განვითარების კუთხით და რაც დღეს იქმნება _ ეს ამ კაცის დამსახურებაა, მაგრამ სინამდვილეში ბატონო ვახტანგ! ეს არ გახლავთ ის ნამდვილი კოოპერატივები და არც კოოპერაციული მოძრაობა, რომელიც სასაქონლო ფულად ურთიერთობებს განავითარებს ჩვენს მხარეში. ისინი სინამდვილეში მოდერნიზებული ფორმებია, მაგრამ აქ `დამნაშავე~ გელა ზოიძე კი არაა! აქ მთავარი `დამნაშავე~ სოფლად არსებული სოციალური კაპიტალის დაბალი დონეა. ეკონომიკური კაპიტალი არასდროს შემოედინება, ან თუ შემოვიდა მყარად ვერ მოიკიდებს `ფეხს~ თუ მას სოციალური კაპიტალი _ ურთიერთნდობა, შეკრულობა, ინიციატივა არ დახვდა `ფეხზედ მდგომი~. ამ მახინჯი თვითმმართველობის კოდექსით კი ეს სოციალური კაპიტალი ვერასდროს `წამოდგება ფეხზედ!~სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების მიერ მიღებული მახინჯი თვითმმართველობის სისტემის გაკეთილშობილებაში თქვენმა პარტიამ და პირადად თქვენც დიდი ვერაფერი გააკეთეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს! პირიქით, უარესიც კი მიიღეთ! იმიტომ რომ დღემდე არ ვუსმენთ ჩვენი დიდი მასწავლებლის, XIXს მეორე ნახევრის გამოჩენილი იურისტის, საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ნიკო ხიზანიშვილის შეგონებებს, რომელიც შემდეგს გვასწავლის: `სახელმწიფოში ბევრია ისეთი წესდებულებანი, რომელთა გამართვა საზოგადოებას უნდა ეკითხებოდეს და ამ წესდებულებათა, რასაკვირველია, თვითმართველობაც ეკუთვნის. ამისათვის მმართველობამ პატივი უნდა სცეს საზოგადოებას და ჯეროვანი უფლება მიანიჭოს მას თვითმმართველობის განწყობილებაში. ასეა სხვაგან და ვგონებ ჩვენშიაც ასე უნდა იყოს. სახელმწიფო მზრუნველობა ეწინააღმდეგება თვითმმართველობას და ამიტომ იგი მზრუნველობა დატოვებულ უნდა იქნეს და თვითმმართველობის განწყობა შეიქმნეს საზოგადოების თავოსნობის საგნად!~ და `ამას მოითხოვს არა თუ მარტო შინაარსი, თვით ცნება სასოფლო მმართველობისა _ არამედ მეცნიერებაც!~ცოტა რამ ჩაის ბიზნესზეც! _ 30 წლის წინ, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შემადგენელ ქართულ მხარეს (საბედნიეროდ იქაც იმყოფებოდნენ ქვეყნის პატრიოტები) ხელთ ჩაუვარდათ საიდუმლო მასალები: ჩაის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთი სსრკ-თვის დაგროვებული ვალის გადახდას ჩაის პროდუქციით აპირებდა და სსრკ-ც თანახმა იყო ამაზედ, მაგრამ საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ და მის შემდგომმაც) არაფერი გააკეთა პრობლემის მოსაგვარებლად, პირიქით კორუფციული გარიგებების სანაცვლოდ, `ხელ-ფეხი გაუხსნეს~ დიდი ბრიტანეთისა თუ გერმანიის აგენტურას, რომ საქართველოში ჩაის წარმოება 0-ს გათანაბრებოდა.დღეს, რაც დედაქალაქს ხდება _ თითქოსდა მონდომება ჩაის კულტურის აღორძინებისა _ ჩაის კულტურის რეკულტივაზაცია, ფაბრიკების მშენებლობის დაგეგმარება და ა.შ. აქ ლომის წილი ლანჩხუთის მხარის დამსახურებაა. რა თქმა უნდა ვეთანხმები თქვენს წერილში გამოთქმულ არაერთ კრიტიკულ შენიშვნას, მაგრამ თქვენ მკითხველს არ სთავაზობთ პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ ვარიანტს. თქვენი შეხედულება, რომ ეს პრობლემა მივანდოთ მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას _ მცდარია!!! თუნდაც იმიტომ, რომ ჩაის მწარმოებელი ერთ-ერთი `დიდი ვეშაპი~ _ თურქეთი, ჩვენი მეზობელია!როგორც ჩანს, თქვენ დიდი მონდომებით აპირებთ მომავალში პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას. ამდენად, ჩემის აზრით, ჩვენი გაღარიბებული და თურქის მოჯამაგირედ გადაქცეული გურულებისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუ ასეთ რჩევას მოგცემდით: ჩაის კულტურის აღორძინება და მისი წარმოება ლანჩხუთის მხარისთვის ძალზედ მომგებიანი იქნება. ამისთვის კი, ბატონო ვახტანგ, ჩაის მაფიის დამარცხებაა საჭირო! უფრო მართებულად _ რადგან მათ განადგურებას ვერც შესძლებთ და თანაც არც არის რეკომენდირებული ამ ეტაპზე _ შესაძლებელია მათთან `თანამშრომლობა~. ანუ მაფიის დიდი ფულის ჩადება ჩაის მრეწველობაში. აქ მათთან `თანამშრომლობა~ უნდა დაიწყოთ საბაჟოდან. მხედველობაში მაქვს უხარისხო, ვადაგასული და ამასთანავე მომწამვლელი გაურკვეველი მასის შემოტანა, დაფასოება და საქართველოს მოსახლეობაში გავრცელება. ამ `თანამშრომლობის~ შედეგად ისინი იძულებულნი იქნებიან ფულის მასა მიმართონ სოფლისკენ. აი აქ კი _ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გამართვაა საჭირო _ ანუ ტყე, საძოვარი, ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით 10 თუ 30 თეთრიანი ჯერ კიდევ შემორჩენილი თავისუფალი მიწები, თუ გაველურებული ჩაის პლანტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსს!
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0