ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

სურვილი არ უნდა ავუხდინოთ ,,ქართულ ოცნებას“ - კახა ასკურავა

17-05-2021, 11:12

შევა თუ არა პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა  საზოგადოებისთვის ისევ უცნობია. ცნობილია ის,  რომ პარტიის წევრებს შორის ერთიანი პოზიცია არ არსებობს: ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის დასრულების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ენმ არ უნდა შევიდეს პარლამენტში, რომელიც თავადვე გამოაცხადა არალეგიტიმურად 2020 წლის არჩევნების გაყალბების  გამო.
-რა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ ოპოზიციას? ლანჩხუთის  ენმ-ს ხელმძღვანელი, კახა ასკურავა ამბობს, რომ იგი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში.  ,,ჰო და არა“  კახა ასკურავას ესაუბრა.

_ ფაქტია რომ აღნიშნულ თემაზე ნაციონალურ მოძრაობაში, არის აზრთა სხვადასხვაობა და აქედან გამომდინარე არის თუ არა მოსალოდნელი პარტიიდან კიდევ გავიდნენ წევრები? 
_ მოდით ასე გეტყვით, რომ კონტექსტიდან არ ამოვგლიჯოთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღესაც რჩება იმ აზრზე, რომ 2020-ის არჩევნები იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც კი ჩატარებულა ,,ქართული ოცნების’’ მმართველობის მანძილზე, ეს არჩევნები ყველაზე მეტად არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას ყველა იმ გაყალბების მექანიზმიდან  გამომდინარე, რომელიც იკადრა ,,ქართულმა ოცნებამ’’ არჩევნების წინ და არჩევნების დღეს. თავისუფალი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, აბსოლუტურად სხვა რეალობა იქნებოდა საქართველოში,  ,,ქართული ოცნება’’ იქნებოდა ოპოზიციაში და კოალიციური მთავრობა მოვიდოდა ხელისუფლებაში, ეს პროცენტებშიც გამოიხატა - 52 პროცენტი აიღო ოპოზიციამ და 48 პროცენტი აიღო იმ გაყალბებულ არჩევნებშიც კი ,,ქართულმა  ოცნებამ“ ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ივაჭრა ტყვეებით საერთაშორისო საზოგადოებასთან. ეს ტყვე იყო გიორგი რურუა და ნიკა მელია, დადგა ის რეალობა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩაერთო ამ დოკუმენტის მომზადებაში, რომ ეს ორი ადამიანი დაეხსნათ პოლიტიკური ტყვეობიდან. შედგა ის დოკუმენტი, რაც შედგა და რა თქმა უნდა, სრულყოფილებასთან არ არის ახლოს. სხვა არაფერი  რჩებოდა, რადგან ჩვენ გვაქვს სომალიელ მეკობრესთან საქმე და სხვანაირად ვერ დაიხსნიდით პოლიტიკურ ტყვეებს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი მოაწერეს კონკრეტულმა პარტიებმა და მათმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ნაციონალური მოძრაობიდან სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ, შეიქმნა ის რეალობა, რომ ეს დოკუმენტი არსებობს და არსებობენ მისი ხელმომწერები, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ გამოხატავს  ქართველი ხალხის ნებას,  თუმცა რიგი ოპოზიციური პარტიების შესვლამ პარლამენტში მას შესძინა ლეგიტიმაცია.
-ახლა რა არის ,,ქართული ოცნების“ სურვილი? ენმ არ შეუერთდეს საპარლამენტო ცხოვრებას არ გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა, იქედან არ დაიწყოს რეჟიმის მხილება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ იქ 35 ნაციონალის შესვლა მისთვის იქნება დიდი დისკომფორტი და ყოველნაირად ცდილობს (სლენგისთვის ბოდიში) ,,გოიმივით’’  წამოგაგოს ანკესზე რომ შენ არ შეხვიდე პარლამენტში...
-ანუ ქუჩის ოპოზიციად დატოვოს?
_დიახ,  დასავლეთს ეძახოს ესენი  არიან მარგინალები, არიან ქუჩის ოპოზიცია და მათ არაფერი არ ესაქმებათ პარლამენტში, ესაა ბიძინა ივანიშვილის სურვილი. ამიტომ ასეთია, ჩემი ასე ვთქვათ ამ პარტიის სტაჟიანი წევრის დამოკიდებულება, 19 წელია ენმს დამფუძვნებელი ვარ, ვამბობ რომ ენმ-მ არ უნდა აასრულოს ბიძინა ივანიშვილის ოცნებები, აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში, აუცილებლად უნდა გამოიყენოს საპარლამენტო ტრიბუნა, აუცილებლად უნდა დაიწყოს რეჟიმის იქედან რღვევა.
მომავალი თვინმმართველობის არჩევნები ისედაც რეფერენდუმად არის ცნობილი, ეს  არჩევნები არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების  არჩევნები, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების არჩევნები და მათ, ვინც ვერ მოახერხა 2020-ში მოსულიყო არჩევნებზე და შეეცვალა ხელისუფლება, აუცილებლად უნდა მოვიდეს ამ არჩევნებზე და თავისუფლად შეუძლია ეს გააკეთოს.
-ადგილობრი ,,პოლიტიკაში“ რა ხდება?
-ადგილზე პოლიტიკა არ კეთდება. ჩვეულებრივად არის მდორე პოლიტიკური ცხოვრება, ჩვენ ვუბრუნდებით საკრებულოს,   მომდევნო საკრებულოს სხდომას დავესწრებით,  ჩვენი პარტიის ლიდერი უკვე გარეთ არის და ჩვენ მორალური უფლება გვაქვს გავაგრძელოთ საკრებულოში ცხოვრება.
თვითმმართველობის გაგება არის ის, რომ მას თავიდან ბოლომდე უნდა აკონტროლობდეს მოსახლეობა, მოსახლეობას თავისივე არჩეული ხელისუფლება აკონტროლოს ამის დიდი სურვილი არა აქვს, ჩვენ ეს ანგარიშვალდებულება უნდა ვისწავლოთ.
-როგორც ვიცით, აზრთა სხვადასხვაობა არის ნაციონალურ მოძრაობაში პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით და ამაზე რა ინფორმაცია გაქვს?
- არ არის ერთგვაროვანი აზრი, მე მესმის იმ ადამიანების, ვინც პარლამენტში შესვლის წინააღმდეგია, მათაც აქვთ თავისი არგუმენტები  და შეიძლება ეს სწორიც იყოს , მაგრამ ,,ქართული ოცნება’’, რომლის მიზანია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის პარლამენტში წარმოდგენილი იყოს ქუაჩაში და არ იყოს პარლამენტში, ეს სურვილი არ უნდა ავუხდინოთ ,,ქართულ ოცნებას“ .
- 15 მაისის აქციის გაუქმებაზე რა აზრის ხარ?
- მას შემდეგ, რაც  შარ მიშელისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოხდა დოკუმენტის შეთანხმება, 15 მაისის აქციის მთავარი მიზანი იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებად უნდა ვაქციოთ 2021 წლის არჩევნები და ეს უნდა იყოს საერთო სახალხო გამოკითხვა, თუ ,,ქართული  ოცნება“ ვერ აიღებს 43 პროცენტს, კი არა 40 პროცენტსაც ვერ აიღებს,  გაზაფხულზე  ჩაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლება შეიცვლება კონსტიტუციური გზით.
-რას ფიქრობ ბოლოს და ბოლოს შეჯერდება ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შესვლაზე?
-ვერ გეტყვით, ნიკა მელიამ დრო ითხოვა, მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიის შიგნით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ,,ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის საამებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
-გამოდის, რომ ეს არის ხაფანგი  ნაციონალური მოძრაობისათვის?
-გეთანხმებით, რომ ხაფანგია, ,,ქართული ოცნება“ ცდილობს ყოველნაირად გამოიყენოს თავისი მზაკვრული გეგმები, რომ პარტიამ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 787
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა