ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ აღარ ჭირდება საკრებულოს `ვენოკი~

რატომ აღარ ჭირდება საკრებულოს `ვენოკი~
28-08-2015, 00:00

რომელსაც გოგი ხელაძის შვებულებაში ყოფნის გამო გელა კილაძე უძღვებოდა. პირველ საკითხზე სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, დამატებითი საკითხები შემოვიდა გუშინ და ყველას განხილვა ვერ მოესწრო და ამიტომ ის საერთოდ ამოვიღოთ დღის წესრიგიდანო, რასაც მხარი დაუჭირეს. საკრებულოს ეთიკის კომისიის თავკაცმა, რომან ბიწაძემ დეპუტატებს ქ. ლანჩხუთში ჟორდანიას ქ. #136გ-ს მიმდებარედ არსებული ობიექტისთვის ნომრის მინიჭების შესახებ განკარგულება წარმოადგინა დასამტკიცებლად. საკითხს თავშივე მოჰყვა წინააღმდეგობა. ოპოზიციონერმა გია გოგუაძემ განაცხადა, _ რა შუაშია საკრებულოს კომისიის ხელმძღვანელი საკითხის გამოტანასთან, ასე მერამდენედ გვემართება, ლევან ჩხაიძე არის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და მან შემოიტანოსო. `დანაშაული აღიარა~ ბიწაძემ და განაცხადა, რომ `კაცო, შემოვიდა ადამიანი ჩვენთან თხოვნით, ეს ადგილი ვიყიდე და ნომერი მომანიჭეთო, სხვაზე აქ საუბარი არ არის~. დეპუტატები დაინტერესდნენ თუ როგორ მოხდა ტერიტორიის გაყიდვა. უმრავლესობის წევრმა, ია ჩხაიძემ გააპროტესტა ტერიტორიის გასხვისება. მხარიც არ დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს: `ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა თუ რა ხდება? ან როდის გაიყიდა. როგორც მე მითხრეს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე იყო და სამინისტრო როგორ გაყიდდა.~ მას მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა: `ჩვენს ბალანსზე იქ არის მხოლოდ 300 კვ.მ. მიწა, სხვა არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. ჩვენ თანხმობა ეკონომიკის სამინისტროსთვის მის გაყიდვაზე არ მიგვიცია.~ _ თქვა მან. გია გოგუაძემ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ტერიტორიების მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოცემა შესაძლებელია, უბრალოდ თანხები სჭირდება და შემდეგ კითხვებიც არ იქნებაო: `41%-ით არის შესრულებული ბიუჯეტი წელთან მიმართებაში. 1,5 მილიონია გარღვევა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ასეთი ტერიტორიების აზომვითი ნახაზები უნდა შევქმნათ, რაც მომავალში შემოსავლის წყაროდ იქნება. დღეს გაყიდა ის ეკონომიკის სამინისტრომ, შესაბამისად ფული შევიდა ცენტრალურ ბიუჯეტში. ჩვენს ბალანსზე რომ ყოფილიყო, ჩვენთან შემოვიდოდა. ე.წ. მიწის ბანკი უნდა შევქმნათ და არასასოფლო დანინშულების მიწა ჩვენვე უნდა განვკარგოთ.~ _ თქვა ექს-გამგებელმა. მოქმედმა კი განაცხადა, რომ იქ არანაირი მიწა არ გაყიდულა. რასაც რომან ბიწაძის რეპლიცა მოჰყვა: _ აგერ ბატონო დოკუმენტი, რომ ტერიტორიის მფლობელი, ვინმე კვიტაიშვილი ნომრის მინიჭებას ითხოვსო. ამის შემდეგ ურთიერთბრალდებები გაისმა გამგებელსა და ეთიკის კომისიის თავკაცს შორის. ზაზა ურუშაძემ სხდომა დატოვა და თქვა, რომ დოკუმენტაციის მოსატანად მიდიოდა. ცოტა ხანში მობრუნდა, მაგრამ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. სანამ მუნიციპალიტეტის პირველი პირი გასული იყო ოპოზიციამ უმრავლესობას `შეახსენა~: ახლა არ დაიწყოთ წინა 9 წელს არის გაყიდულიო. ტერიტორიის შესყიდვა ცოტა ხნის წინ მომხდარა. რომან ბიწაძემ საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. მიკროფონთან კახა ასკურავა მივიდა და კოლეგებს თხოვა: მომდევნო საკითხებიც თითქმის ანალოგიურია, რეგლამენტის ირგვლივ უნდა ვიმსჯელოთ მაინც. პირველად შემოვდივარ ასეთი თხოვნით, ყველა ერთად განვიხილოთო. მას გელა კილაძემ მიუგო: `პირველად მიმყავს სხდომა ამ ერთ წელიწადში და ჩემი პოზიცია გაითვალისწინე, როგორც დღის წესრიგშია, ისე მივყვეთო.~ ცხარე კამათი გამოიწვია შესყიდვების გეგმის დამტკიცებამ. როგორც გაირკვა მთავრობის გადაწყვეტილებით, შესყიდვებს საკრებულო აღარ დაამტკიცებს და ამის უფლება გამგებელს ექნება. კახა ასკურავამ საკრებულოების როლის დაკნინებაზე გააკეთა აქცენტი: `ადრე გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე ვერ ხსნიდა თანამშრომელს, ასევე იყო ა(ა)პი-ბის შექმნასთან დაკავშირებითაც. საკრებულო არის პოლიტიკური, არჩეული ორგანო და მისი უფლებები ნელ-ნელა იზღუდება. შესყიდვებთან დაკავშირებით რაც მოხდა გეტყვით: გამგებელი მივიდა პრემიერთან და უთხრა, იმიტომ ვერ ხდება თანხების ათვისება ბოლომდე საკრებულო დროზე არ მიმტკიცებს შესყიდვებსო. ახლა ჩვენი პრემიერი ვინც არის და რასაც წარმოადგენს, ალბათ, ვიცით და მიიღო ასეთი გადაწყვეტილება~. მას ია ჩხაიძემ მიუგო, რომ გამგებელი არის პირდაპირი წესით არჩეული, ლეგიტიმაცია მაღალია აქვს და მეტი უფლებები თუ ექნება, ოპოზიციას ეს უნდა უხაროდეს, რადგან ჩასაფრებულები ხართო. ამას ოპოზიციონერის რეპლიკა მოჰყვა: `გამგებელს აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს დღე დაიმახსოვრეთ, ეს გამოგადგებათ თვის ბოლოს~. ხმაური იყო ასევე სადეპუტატო უფლებამოსილების თანხებთან დაკავშირებით. როგორც ითქვა, მთავრობის დადგენილებით დეპუტატის უფლებამოსილების განსახორციელებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ს. ასკურავამ ყოველივეს წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა, თუმცა იქვე რამდენიმე შენიშვნა გააკეთა: `მე ძალიან კარგად ვიცოდი არჩევნების წინ, რომ არ მოვდიოდი ხელფასიან სამსახურში. ისიც ვიცი, რომ ეს თანხა, რომელიც სადეპუტატო უფლებამოსილებისთვის მეძლევა, არ არის ხელფასი. თუ პარლამენტმა მოიფიქრა და დააკანონა, ხომ შეიძლებოდა წინდაწინ გვცოდნოდა. ვფიქრობ და სწორიც ვარ, რომ ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც ამ საკრებულოში არის, უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე პარლამენტის ზოგიერთი წევრი. მაჟორიტარი დეპუტატი რატომ არ დაგველაპარაკა. დღეს საკრებულო არის უხერხულ მდგომარეობაში. ერთ რამესაც გეტყვით, დღეს პარლამენტარი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს, ვიდრე უფლებამოსილებისთვის განსახორციელებელ თანხას. `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატი რომ იყოს დღეს ჩვენი პარლამენტარი, პირობას გაძლევთ ასეთი პასიურობისთვის უფრო მეტად გავაკრიტიკებდი. ჩემს მარჯვნივ მსხდომ ადამიანებს დიდი წვლილი გაქვთ მის გამარჯვებაში შეტანილი, იკითხეთ კი, მან რა განაცხადა, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული?! ყველა უფლება გვაქვს წართმეული. ერთ დღესაც მოვალთ აქ, ხელს ჩამოვართმევთ ერთმანეთს, კაი გამარჯობას ვეტყვით, არ ვიჩხუბებთ, არ ვიკამათებთ, მერე წავალთ რესტორანში საქეიფოდ. ასეთი თვითმმართველობა მგონი არავის უნდოდა~. ნონა მურვანიძემ კოლეგების პოზიცია თვითმმართველობის შესუსტებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო განავრცო: `რაც დღეს არის წარმოდგენილი, ეს მთავრობას ისედაც აქვს მიღებული. ჩვენ მას კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ ცნობად ვიღებდეთ. სად იყო ჩვენი მაჟორიტარი, როცა ეს საკითხი განიხილებოდა. ვანის საკრებულოს წევრმა დამირეკა და მითხრა, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა იცვლებოდა, ანუ გარკვეული ზღვარი წესდებოდა. თქვენთან რას აპირებთო, შემეკითხა. რა უნდა მეთქვა, როცა პირველად მესმოდა ამის შესახებ. მთელი თვეები თუ განიხილავდნენ, ჩვენ საქმის კურსში მაინც არ უნდა ვყოფილიყავით. საკრებულოს უმრავლესობას ხელის აწევა არ ეზარებოდა, ახლა ხელის აწევაც აღარ იქნება საჭირო და ეს უხარია მორჩილ უმრავლესობას.~ დარეჯან ბურჭულაძემ ხელისუფლებას გადადგომისკენ მიუთითა: `როცა საკუთარ ამომრჩეველს არ სცემ პატივს და მის არჩევანს, ასეთი ხელისუფლება უნდა გადადგეს. ვისაც ჩემი მოსმენა არ გინდათ, შეგიძლიათ, გარეთ გახვიდეთ. მე ჩემს პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ. წინა მოწვევის საკრებულოს წევრმა დავით წულაძემ თქვა ასევე წინა თვითმმართველობის კანონზე _ დღეს თვითმმართველობა `ვენოკის~ მოვალეობას ასრულებსო. ახლა უარეს დღეში ვართ, მიცვალებულიც არ არის, რომ მის გასალამაზებლად `ვენოკი~ დაგვჭირდეს.~ თანხების შემცირება უმრავლესობის წევრმა აკაკი იმნაიშვილმაც გააპროტესთა: `მე მაქვს ასეთი კითხვა, ვინ უნდა დაასუფთაოს სოფლის ცენტრი?! მე ჩემი უფლებამოსილების თანხას ამისთვის ვიყენებდი, რომ სოფლის ცენტრი უფრო ლამაზი და სუფთა ყოფილიყო~. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა საკითხები მაინც დადებითად გადაწყდა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 0
FACEBOOK კომენტარები