ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,პატრიოტთა ალიანსის”~ პროგრამა

26-10-2020, 13:01

სამართლიანობის
 აღდგენა
ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას! სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ყველა დამნაშავე დაისჯება და წართმეული ქონება მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.
ჩატეხილი ხიდების 
აღდგენა
სამწუხაროდ, ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა პრაქტიკულად დავკარგეთ ერთმანეთი. სამი თაობა გაიზარდა გაუცხოებასა და მტრობაში. დღეს ჩვენ გვჭირდება დიდი შერიგება! უპირველეს ყოვლისა უნდა აღვადგინოთ ნდობა, გზა უნდა გავუხსნათ: ეკონომიკას, სპორტს, მეცნიერებას, ხელოვნებას, რაც მთავარია უნდა აღვადგინოთ თავისუფალი მიმოსვლა ერთმანეთთან.
მოგვენდეთ ჩვენ. ჩვენ გვაქვს მოქმედების გეგმა, რომელიც მისაღები იქნება აფხაზებისთვისაც, ოსებისთვისაც და ქართველებისთვისაც. ჩვენ აღვადგენთ ჩატეხილ ხიდებს!
სამხედრო 
მიუმხრობლობა
საქართველო თითქმის 25 წელია ამაოდ ცდილობს ნატოში გაწევრიანებას და ხალხს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ 1200000-ზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ. დღეისათვის 870000-ზე მეტი აუდიო ჩანაწერი გვაქვს ხელთ, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოსახლეობის 65 პროცენტზე მეტს სურს სამხედრო მიუმხრობლობა.
ჩვენი ქვეყნისთვის, სამხედრო მიუმხრობლობა, სრული ნეიტრალიტეტის დაცვა - ავსტრიის, შვეიცარიის, ფინეთისა და შვედეთის მსგავსად ერთადერთი გამოსავალია. ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციაზე უარის თქმას: ავსტრიაც, შვეიცარიაც, შვედეთიც და ფინეთიც ინტეგრირებულნი არიან ევროკავშირში, მაგრამ ატარებენ სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკას.
საქართველოს აქვს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცდილება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან მიმართებაში. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა დადებითი ნაყოფი გამოიღო. 
ხელისუფლება ხალხის სამსახურში
ქალაქები და რაიონები დაიყოფა მიკროუბნებად, საშუალოდ 2000 ოჯახის ფარგლებში და დაინიშნება სახელმწიფოს წარმომადგენელი თითოეული ოჯახის პრობლემების გადასაწყვეტად, რომელსაც მოსახლეობა მოსთხოვს კონკრეტულ პასუხს. ყოველ 6 თვეში იგი გამოაქვეყნებს საჯარო ანგარიშს, რომელიც უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტის სპეციალურმა კომიტეტმა და სახალხო დამცველმა. ამ განხილვას, უნდა შეეწირონ უპასუხისმგებლო გამგებლები, მერები, თუ მინისტრები.
რეფერენდუმების 
უწყება 
ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაყენება, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი თუ უბრალოდ მინისტრი. ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი დეპუტატის გამოწვევა, მერის გადაყენება, გამგებლის გადაყენება. ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი უვარგისი კანონის გაუქმება, საზიანო გადაწყვეტილებების შეცვლა. ამისათვის ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიქმნას სპეციალური უწყება, რომელსაც დაევალება რეფერენდუმების ჩატარება. ამ უწყებამ უნდა შექმნას განყოფილებები ყველა საარჩევნო ოლქში და თუ ამ განყოფილებას გარკვეული რაოდენობის ხალხი მიმართავს, ვთქვათ მინისტრის გადაყენების მოთხოვნით ან დეპუტატის გამოწვევის მოთხოვნით ან რაიმე სხვა საკითხით, დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს რეფერენდუმი.
საკადრო რეფორმა
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს ყველა სფეროში ეყოლება უმაღლესი ანუ პირველი რანგის მოხელე. მეორე რანგის მოხელე. მესამე რანგის მოხელე. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და უმდაბლესი - მეცხრე რანგის მოხელე. მორიგი უფრო მაღალი რანგი, ადამიანს უნდა მიენიჭოს მისი პროფესიული ღვაწლიდან, საზოგადოებრივი აქტიურობიდან და ქვეყნის წინაშე დამსახურებიდან გამომდინარე.
ეს მოგვცემს იმას, რომ:
1. შემთხვევითი და უცოდინარი ადამაინები აღარ მოგვევლინებიან მინისტრებად;
2. მცოდნე ადამიანებს აღარ გააგდებენ სამსახურებიდან;
3. ადამიანები თანამდებობებს დაიკავებენ ცოდნიდან, გამოცდილებიდან და არა ბიძაშვილ-მამიდაშვილობიდან გამომდინარე.
მუნიციპალური ბინათმშენებლობა
მუნიციპალურ ბინათმშენებლობაზე გამოვყოფთ ბიუჯეტის 4%. ბინები უნდა მიიღონ ისეთმა ოჯახებმა, რომლებიც თავის თავს ვერასდროს უზრუნველყოფენ, ასევე ახალგაზრდა ოჯახებმა, რომელთაც ბინის შეძენის არანაირი საშუალება არ აქვთ. ზოგ შემთხვევაში ბინა უნდა გადაეცეს მეპატრონეს სრულიად უფასოდ. სხვა შემთხვევაში ეს უნდა იყოს 20-30-40 წლიანი განვადება ყოველგვარი პროცენტების გარეშე. 
ანაბრების დაბრუნება
დაკარგული ანაბრების დაბრუნებისთვის შევადგენთ ათწლიან გრაფიკს და დავუბრონებთ ხალხს თავის კუთვნილ ანაბრებს. უპირველეს ყოვლისა, დავაკმაყოფილებთ პენსიონერებს, ლტოლვილებს, ვეტერანებს. 
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები
ვეტერანების შესახებ კანონში შევიტანთ ვეტერანთა უფლებებზე მორგებულ ცვლილებებს. შევქმნით სამუშაო ადგილებს, როგორც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ასევე სკოლებში. ვეტერანების ცოდნასა და გამოცდილებას მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში გამოვიყენებთ. დავნერგავთ ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო პროგრამას, რომელიც სწორედ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე იქნება გათვლილი.
პენსია
საპენსიო ასაკი გახდება: მამაკაცებისათვიას 60 წელი, მანდილოსნებისათვის 55 წელი. ამასთან, პენსია მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფდეს ღირსეულ ცხოვრებას. თითოეული მოქალაქე სახელმწიფო პენსიას უნდა ღებულობდეს გამომდინარე მისი პროფესიის, კვალიფიკაციისა და სტაჟის შესაბამისად.
ზრუნვა ხელმოკლე ოჯახებზე
ხელმოკლე ოჯახები უფასოდ მიიღებენ აუცილებელ საკვებ პროდუქტებს, წამლების დიდ ნაწილს, სეზონურ ტანსაცმელს. უფასო სასადილოები ყველა ხელმოკლე  პირს მოემსახურება ჩვილი ბავშვიდან დაწყებული ას წელს გადაცილებული მოხუცით დამთავრებული, უფასო მიტანის სერვისის ჩათვლით. ისინი უფასოდ ისარგებლებენ მათთვის გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტით.
ჯანდაცვა
კერძო კლინიკებთან და სადაზღვევო სისტემებთან ერთად მთელს საქართველოს მოვიცავთ მუნიციპალური საავადმყოფოებითა და კლინიკებით, რომლებიც სრულიად უფასოდ და ყოველგვარი დაზღვევის გარეშე მოემსახურება მოსახლეობას. პენსიონერებმა და შშმ პირებმა უნდა მიიღონ სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ.
წყალი და გაზი ყველა ქალაქს და სოფელს 
მომავალ 3 წელიწადში ჩვენ სრულად უნდა უზრუნველვყოთ მოსახლეობა სასმელი და სარწყავი წყლით და გაზით.
სოფლის მეურნეობა
30 წლის წინ საქართველო ასობით ათას ტონა მარცვლეულს, ბოსტნეულს, ციტრუსს, ყურძენსა თუ სხვა ხილს აწარმოებდა, დღესდღეობით ჩვენ საშუალოდ 4-ჯერ ნაკლებ პროდუქციას ვაწარმოებთ, რომელიც ჩვენ თვითონაც არ გვყოფნის.
სოფლის მეურნეობის სუფსიდირებით და უცხოურ პროდუქციის შემოტანაზე გადასახადებით და უცხოურ პროდუქციის შემოტანაზე გადასახადების გაზრდით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ადგილობრივ წარმოებას.
ოჯახური ბიზნესი
საქართველოში შემოგვაქვს ყოველდღიური მოხმარეის სხვადასხვა პროდუქცია, რომლის წარმოება ადგილზეცაა შესაძლებელი. თუ სახელმწიფო ყოველდღიურად  30000 ოჯახს აჩუქებს მინი წარმოებას, მათ ექნებათ საკუთარი ოჯახური ბიზნესი და ჩანაცვლდება იმპორტი.
მეწარმეს გადასახადი
მცირე მეწარმე საკასო აპარატისა და საქმისწარმოების გარეშე უნდა იხდიდეს მხოლოდ ფიქსირებულ გადასახადს 4 მაჩვენებლით: 1. სოფლის, ქალაქის, უბნის მიხედვით; 2. რას საქმიანობს; 3. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით; 4. რა ფართობს იკავებს. საშუალო მეწარმეს დაემატება მეხუთე, რაოდენობრივი მაჩვენებელი: მაგალითად, სტომატოლოგიურ კლინიკა რამდენ პაციენტს ემსახურება ერთდროულად.
განათლება და 
მეცნიერება
სკოლამდელი და სასკოლო განათლება, აგრეთვე უნივერსიტეტის პირველი, მეორე და მესამე კურსი იქნება უფასო, სავალდებულო და საყოველთაო. მეექვსე კლასიდან დაწყებული ბავშვებს საზახულო სკოლებში გავგზავნით, ხოლო სტუდენტებს საზაფხულო უნივერსიტეტებში ევროპასა და იაპონიაში.  ამას ექნება საყოველთაო ხასიათი. კვება მოსწავლეებისათვის იქნება უფასო.
 მეცნიერებატევადი
 ტექნოლოგიები
იაპონიაში და აშშ-ში მეცნიერება ტევად ტექნოლოგიებს ეკონომიკის 30%-ზე მეტი უკავიათ. ჩვენც ამ გზას უნდა დავადგეთ. უნდა აღვზარდოთ მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების სპეციალისტები, შემოქმედი და განსწავლული თაობა, ეს უნდა იქცეს მასშტაბურ, საყოველთაო საქმედ.
დანაშაულის
 კლასიფიკაცია
კანონმა უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან კრიმინალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დანაშაული.  ამგვარ სასჯელს დამნაშავე უნდა იხდიდნენ ცალ-ცალკე, გამიჯნულად და იზოლირებულად. ციხეში უნდა დარჩნენ მხოლოდ მკვლელობასთან გათანაბრებული დანაშაულისათვის გასამართლებულნი. დანარჩენებისთვის კი ციხეები უნდა ჩაანაცვლოს გადასახლების ზონებმა მაღალმთიან რეგიონებში ან საზღვრისპირა რაიონებში.
ეროვნული 
უმცირესობები
ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მრავალი ეროვნების ადამიანია. აუცილებელია ამ ხალხის სრულფასოვანი ინტეგრირება ჩვენს საზოგადოებაში, მათთვის ქართულიც და მშობლიურიც ურთიერთთავსებადი უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გვტკიოდეს მათი ბედიღბალი, ხოლო მათ უნდა სტკიოდეთ საქართველო ისევე, როგორც ჩვენ გვტკივა!
ფართი დაფინანსებულია

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 64
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა