ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

გიორგი სიორიძე: როცა მაჟორიტარობის კანდიდატი გზის, წყლის, კანალიზაციის, დენის თუ მედიკამენტების პრობლემის მოგვარებას, ან სასოფლო ავტობუსის დანიშვნას გპირდებათ, ის უბრალოდ გატყუებთ

26-10-2020, 12:52

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მატულობს ინტერესი, თუ რას პირდება ამომრჩეველს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი. საკუთარ ხედვებსა და დაპირებებზე  გურიაში „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი სიორიძე გვესაუბრება. 
-ბატონო გიორგი, რას პირდებით გურიის ამომრჩეველს?
-თქვენს კითხვაზე პასუხს დავიწყებ იმის ახსნით, თუ რას არ ვპირდები ამომრჩეველს.  ამომრჩეველს არ ვპირდები ლოკალური პრობლემების მოგვარებას, ან პირად დახმარებას (ეს უკანასკნელი, ჩემი მხრიდან საერთოდაც იქნებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა). ლოკალური პრობლემების ინდივიდუალურ რეჟიმში და წერტილოვნად მოგვარება კი, არ არის მაჟორიტარის უფლებამოსილების  შემადგენელი ნაწილი. 
მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება თქვენი გამოცემის ფურცლებიდანაც კიდევ ერთხელ  ვუთხრა  ამომრჩეველს ის, რასაც ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ შეხვედრებისას, თუ მედიასთან საუბრისას. - ჩემო ძვირფასო გურულებო, მუდამ უნდა გახსოვდეთ, როცა მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენ გზის, წყლის, კანალიზაციის, დენის თუ მედიკამენტების პრობლემის მოგვარებას, ან სასოფლო ავტობუსის დანიშვნას გპირდებათ, ის უბრალოდ გატყუებთ და თქვენი გულის მოგებას  უღირსად ცდილობს. - ეს არ არის მაჟორიტარი დეპუტატის არც ფუნქცია, არც უფლება და არც მოვალეობა.
მე ვპირდები გურიის ამომრჩეველს „ლელოს“ „მარშალის გეგმის“, ანუ საქართველოს საქართველოს რეკონსტრუქციის გეგმის განხორციელებას. მე ვპირდები იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე და ჩემი თანაგუნდელები ამ გეგმას გავხდით ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის სახელმძღვანელოდ.
„მარშალის გეგმა“ გურიისთვის, პირველ რიგში, გულისხმობს ჩვენი  რეგიონის ბიომრავალფეროვნების პოტენციალის სრულად გამოყენებას. ეს არის ჩაის პლანტაციების აღდგენის რესურსი, სუბტროპიკული კლიმატით განპირობებული კულტურების რესურსი (ციტრუსი, კივი, მოცვი), ასევე თხილი და სტევია, როგორც რეგიონის ახალი შესაძლებლობა. სტევია, ეს არის კულტურა, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ფარმაცვტული კომპანიების მხრიდან. სტევია დიაბეტურ ფარმაცევტიკაში ერთ-ერთი შეუცვლელი პროდუქტია და ის კარგად მოდის სწორედ გურიაში.
- გურიაში, ისე როგორც, ალბათ, საქართველოს ყველა რეგიონში, დიდი პრობლემაა შიდა მიგრაცია. ახალგაზრდები არ რჩებიან თავიანთ სოფლებსა თუ ქალაქებში. ამ გამოწვევასთან გამკლავებას როგორ აპირებთ?
-რაც შეეხება შიდა მიგრაციის პრობლემას, გეტყვით, რომ სხვა მიმართულებების პარალელურად, „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ ფარგლებში გურიაში აღდგება და ახალ სიცოცხლეს შეიძენს ანასეულის ცნობილი კვლევითი ინსტიტუტი. გარდა კვლევითი კომპონენტისა, ანასეული შეიძენს სასწავლო კომპონენტსაც და აქ გურული ახალგაზრდები, და არა მარტო ისინი, დაეუფლებიან აგრარულ ცოდნას და შემდგომში იოლად და წარმატებით დასაქმდებიან მშობლიურ მხარეში. ეს არის კიდევ ერთი გასაღები რეგიონიდან შრომისუნარიანი ახალგაზრდობის მიგრაციის შესაჩერებლად. 
სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს საქართველოში აგრონომების საოცარი დეფიციტია. ანასეული შეავსებს ამ დეფიციტსაც. გარდა ამისა, ერთ დროს საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისოდ აკრედიტირებული, ევროსტანდარტების სრულად დამაკმაყოფილებელი სასერტიფიკაციო ცენტრი სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისთვის. ეს ერთი-ათად გაზრდის ჩვენი პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს.  
ბევრს ჰგონია, რომ გურიას პერსპექტივა არ აქვს და ამ აზრს აჩვევენ ადამიანებს. ეს ასე არ გახლავთ, - გურიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
ფართი დაფინანსებულია

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 65
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა