ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალი პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი"~

14-10-2020, 14:30

,,კერძო საკუთრება ადამიანისთვის ქმნის სივრცეს, სადაც იგი თავისუფალია სახელმწიფოსგან."
ლუდვიგ ფონ მიზესი

,,გირჩის" მთავარი იდეა, თავისუფლებაა! კაცობრიობის ისტორია თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა! ,,თავისუფლებავ, შენ ხარ კაცთა ნავთსაყუდარიო" -ამბობდა ილია. 
თავისუფალი ადამიანი შემოქმედია, სადაც თავისუფლებაა იქ განვითარება და სიმდიდრეა, სადაც არა -  სიღარიბე და ნადგურისცემა! 
თავისუფლების ყველაზე მთავარი საყრდენი და გარანტი კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილებაა, ამიტომ ,,გირჩის" უპირველესი მოთხოვნა გახლავთ სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების განკერძოება! დღეს ქვეყნის სიმდიდრის 80% კვლავ სახელმწიფო ფლობს, ანუ შენარჩუნებულია საკუთრების სოციალისტური ფორმა. ქონებას, რომელიც ბოლშევიკებმა ჩვენს წინაპრებს წაართვეს ოციან წლებში დღემდე მთავრობა აზის, ბიუროკრატია ხრავს და იტაცებს ცხადად თუ ფარულად! 
აი, უმუშევრობის, სიღარიბის და გაჩერებული ეკონომიკის მიზეზი-დროში გაწელილი სოციალიზმი! ,,გირჩს" მიაჩნია, რომ სახელმწიფო ქონება (მიწები, ტყეები, წიაღისეული, სახელმწიფო საწარმოები...) უფასოდ უნდა გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს კი შესაძლებელია სპეციალური საპრივატიზაციო ,,ფულით", რომელიც თანაბრად მიეცემა ყველა მოქალაქეს. ეს არის სქემა, რომელიც გამორიცხავს რომელიმე ადამიანის დარჩენას რაიმე აქტივის გარეშე.  ქონება რომელიც თითოეულ ოჯახს შეხვდება, დღევანდელი მოცემულობით, ასიათას დოლარზე მეტია. განკერძოების შემდეგ მოექცევა რა საბაზრო ურთიერთობებში, მოხდება მისი კაპიტალიზაცია ამ ქონების ღირებულება კიდევ რამდენჯერმე გაიზრდება! 
დიახ, ჩვენ არ ვართ ღარიბები, ჩვენ სიღარიბეში ხელოვნურად გვამყოფებენ! მოვითხოვოთ და დავიბრუნოთ კუთვნილი! გადავდგათ ნაბიჯი კეთილდღეობისკენ!
მეტი გირჩელი პარლამენტში! 
შემოხაზეთ 36!
R

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 118
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა