ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

რატომ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება~"

12-10-2020, 11:31

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშრებით და თარიღად 2020 წლის 31 ოქტომბერი დასახელდა, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ყველა ლოგიკის, სოციალური გამოკითხვებისა და ექსპერტების ვარაუდითაც კი, ამ არჩევნებში ,,ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არა აქვს. რატომ ვფიქრობ ამგვარად? შევეცდები კითხვა-პასუხის რეჟიმით ვისარგებლო და ასე გავცე ამ კითხვას პასუხი: - მივიღებთ თუ არა 2020 არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობას? არა, რადგან ,,ქართული ოცნება" ამ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს. რატომ მგონია ასე? შორს წამიყვანს პანდემიის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე სხვა სახელმწიფო პროგრამების ჩამოთვლა, თუმცა არ შემიძლია გვერდი ავუარო მაგალითად, 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200 ლარიანი დახმარების გაცემას, რაც დამერწმუნებით, ნამდვილად დიდი შეღავათია ნებისმიერი ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველებისთვის. ასევე, უნდა აღვნიშნო კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება სამი თვის (პანდემიის დროს), ხოლო სამომავლოდ, ოთხი თვის (ნოემბრიდან თებრვლის ჩათვლით) განმავლობაში.პანდემიის დროს ,,ქართული ოცნების" ყველა წევრი ნაცვლად არჩევნებისა, ყოველდღიურ რეჟიმში ებრძოდა ვირუსს: ეხმარებოდნენ ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, ადამიანებს. პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებმა, რამდენიმე თვის ხელფასის მესამედი კოვიდ-ფონდში ჩარიცხა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი შესწირა სოლიდარობის ფონდს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა და ამ წერილში ქვემოთ სხვა რამეზე გავაკეთებ აქცენტს, ვიდრე ვიმეორებ, პანდემიის დროს გაკეთებული საქმე და ანტიკრიზისული გეგმაა: რატომ არ ჰყავს ,,ქართულ ოცნებას" ალტერნატივა? გადახედეთ პოლიტიკურ სპექტრს. ვინ შეიძლება გაუწიოს რეალური მეტოქეობა მმართველ პარტიას? ფაქტობრივად, არავინ, რადგან ის სახეები და სახელები, ვისაც ვხედავთ და გვესმის ჩვენში, ელექტორატის უმეტეს ნაწილში (და ეს უმეტესი ნაწილი ბოლო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, სადღაც ორ მილიონამდეა) ასოცირდება: ძალადობასთან, სისხლთან, ტყუილთან, შანტაჟთან, წამებასთან, გაყალბებასთან, ღირსების ფეხქვეშ გათელვასთან, მოსმენებთან, დასმენებთან, ანუ რეჟიმთან და დიქტატურასთან! დიახ, როგორადაც უნდა სურდეს ოპოზიციას, ჩვენში, ორ მილიონამდე ამომრჩეველში ეს ასეა და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა და იმის ძახილი, წარსული დავივიწყოთ და ის ცხრა წელი აღარ გავიხსენოთო, გათეთრების უსუსური მცდელობაა, არადა, ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ "არ გათეთრდების ყორანი". შესაბამისად, ახლა ტელეეკრანებიდან თუ სარეკლამო ბანერებიდან მოკეკლუცე რომელიმე ოპოზიციონერის დანახვა დადებითის ნაცვლად, ჩვენზე, ვინც საკუთარ თავზე, ოჯახის წევრსა თუ მეგობარ-ახლობელზე ვიწვნიეთ იმ პირსისხლიანი რეჟიმის მთელი სიმწარე, მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს ისევე, როგორც სარეკლამო კლიპში ხმისტემბრდაყენებული და უჩვეულოდ განაზებული მიშა სააკაშვილის ვითომ ბოდიში... რა ბოდიში უშველის ამ ვაიპოლიტიკოსისა და მაოხრებელ გზირად ქცეულის ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო და ამაზრზენ ქმედებას : შინდისის ბრძოლა უკვე მომხდარი იყო. 17 გმირი იწვა შიდა ქართლის მიწაზე და აგვისტოს პაპანაქება მზეზე იხრწნებოდა. 12 აგვისტოს კი სააკაშვილი და მისი დამქაშები რუსთაველზე გონდაკარგულები როკავდნენ.
სხვა სახელი იმ წუთებს უბრალოდ, არა აქვს. და რომ არა პატრიარქი, ვინ იცის სანამდე დარჩებოდნენ დაუმარხავები და გაუპატიოსნებელი 17 გმირი - 21-ე საუკუნის საქართველოს სინდისად ქცეული ბიჭები!!! რატომ მოიგებს "ქართული ოცნება"? იმიტომ, რომ კოჰაბიტაციამაც ვერაფერი ასწავლა ოპოზიციას. მე ვფიქრობ, ეს იყო მათი გამოსწორების მცდელობა, მაგრამ ამაოდ. მართლა ვერაფერი გაათეთრებს ყორანს... ვერაფერი გადასწონის ქუჩაში მოკლულ გურამ შარაძეს, აფრასიძეების ფსიქიკადარღვეულ შთამომავლობას (დახოცილებზე რომ არაფერი ვთქვათ), ვერაფერი გადასწონის უღმერთოდ ნაწამებ სულხან მოლაშვილს და მოკლულ სერგო თეთრაძეს... როგორც ხედავთ, არ ვახსენებ გირგვლიანს, რობაქიძეს, ვაზაგაშვილებს... მაგრამ როგორ არ ვახსენო 14 წლის გიორგი ზერეკიძე, რომელსაც შეთითხნილი ბრალდებით 10 წელი მიუსაჯეს, ოჯახმა სტრასბურგში რომ იჩივლა, იქიდან დაბრუნებული გიორგის მამაც დაიჭირეს, რომელიც ერთი წლის მერე ციხეში გარდაიცვალა... ჰო, მხოლოდ გიორგიც კმარა იმ ცხრაწლიანი რეჟიმის სისასტიკის მთელი სისრულით აღსაქმელად... და კიდევ იმიტომ გაიმარჯვებს ,,ქართული ოცნება", რომ როგორც უნდა სურდეს მავან ოპოზიციურ ძალას, ამ პარტიის კვალი რუსეთთან არამც და არამც არ იკვეთება. პირიქით კია: ოპოზიციაში არიან რუსეთში განათლებამიღებულები, რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის პრიმა ბალერინა, კაცი, რომელიც 9 აპრილის შემდეგ გახდა კომპარტიის წევრი და ა. შ. და ა. შ. და მთავარი, ის, რომ ახლა აქციები იმართება ყველა თემაზე; ის, რომ ტელეეთერებიდან ამბობენ იმას, რაც უნდათ ; ის, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა კრიტიკოსია, ყველა გამომძიებელია და ა. შ. არის სწორედ მმართველი პარტიის დამსახურება. გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, სააკაშვილის რეჟიმის დროს ვინ გაპატიებდათ თუნდაც ერთ გადაკრულ სიტყვას ნაცმოძრაობის, რომელიმე ჩინოსნის და მით უმეტეს, პრეზიდენტის წინააღმდეგ? პასუხი ცალსახაა: არავინ და ამის მაგალითი მე თავად ვარ, შორს რომ არ წავიდე!!! ჰოდა, სწორედ ამიტომ არ გვეყოლება კოალიციური მთავრობა ამ არჩევნების შემდეგ და ამიტომ გაიმარჯვებს დიდი უპირატესობით "ქართული ოცნება". აქვე დავძენ, რომ ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ოპოზიცია ვერ მოიგებს და ეს არ იქნება გაყალბების შედეგი. ეს არჩევნები ჩატარდება უაღრესად გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით, არაფერში სჭირდება მმართველ ძალას გაყალბება, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ექნება ადგილი. თითოეული ამომრჩევლის ხმას ისევ ამომრჩეველი დაიცავს. ოპოზიციის მიერ შედგენილი მემორანდუმი ხნების დაცვაზე, რბილად რომ ვთქვათ, კომიკურობამდეა დასული, რადგან ამომრჩეველთა ხმების დაცვაზე საუბრობენ ისინი, ვისაც მთელი ცხრა წელი არჩევნების გაყალბების, ხმების მოპარვის გარდა არაფერი უკეთებია!!! წიწილებს კი შემოდგომაზე ვითვლით!!!ძვირფასო ამომრჩევლებო, ორივე ბიულეტენში 
  შემოხაზეთ #41
ღ    

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 90
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა