ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

,,ქართული ოცნების~ “ლანჩხუთის ორგანიზაციის სამი წევრი ,,ჩვენი საქართველო~ -სოლიდარობის ალიანსს“ შეუერთდა

12-10-2020, 11:09

10 ოქტომბერს, ლანჩხუთში „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" გენერალური მდივანი მარიამ ჯაში და გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნინო შეწირული - გობრონიძე, ახლად გახსნილ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს და საზოგადოებას შეხვდნენ
შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის წევრებმა:ჯანო ქინქლაძემ,  ნიკოლოზ ვადაჭკორიამ, ავთანდილ სარჯველაძემ პარტია დატოვეს  და ,,ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსს“ შეუერთდნენ. ლანჩხუთში ასევე იმყოფებოდა თამარ დუმბაძე ,,ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ყოფილი წევრი, ეს უკანასკნელი ასევე შეუერთდა ,,სოლიდარობის ალიანსს“.  
როგორც აღნიშნული პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით ,,სოლიდარობის ალიანს” ბევრი ადამიანი უერთდება. პირველი მმართველი პარტიიდან ვინც პარტია დატოვა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ესებუა იყო და ეს პროცესი გრძელდება.
მარიამ ჯაშმა შეხვდერაზე ასევე განაცხადა, რომ მათ პარტიას შეხვედრებზე უკან დაჰყვებიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მიმდინარეობს მისი თანაპარტიელების დაშინების პროცესი, მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო გარემოს ნორმალიზაციას.
,,დღეს გურიაში, ლანჩხუში კეთდება მეორე საჯარო განცხადება, როდესაც ადამიანები, რომლებსაც უდიდესი  წვლილი მიუძღვით ,,ქართული ოცნების“ ორგანიზაციის მშენებლობაში გურიის მასშტაბით,  შეუერთდნენ  ჩვენს პარტიას. ჩვენი თანამებრძოლები იბრძოლებენ, ნინო შეწირული-გობრონიძის გამარჯვებისთვის, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი უძლიერესი კანდიდატი. გურიას ჰყავს უძლიერესი მაჟორიტარობის კანდიდატი და თუ  გურიის მოსახლეობა დაუჭერს მხარს, იგი იქნება ნამდვილი სახალხო დეპუტატი. საქართველოს მასშტაბით ჩვენ  გვიერთდება უამრავი ადამიანი, როგორც ყოფილი თანამებრძოლები, ასევე სხვებიც, გვიერთდება ათასობით ადამიანი, რომლებიც საჯაროდ განცხადებების გაკეთებას ერიდებიან არსებული და შესაძლო შევიწროებათა გამო, და ეს პროცესი გრძელდება“ თქვა მარიამ ჯაშმა 
ცნობისათვის პოლიტიკური პარტია,, ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსი“  დაარსდა 2020 წლის 7 ივნისს, საქართველოს IX მოწვევი პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ (მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი). პარტიის თავმჯდომარეა ბექა ნაცვლიშვილი, გენერალური მდივანი — მარიამ ჯაში, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე — ზვიად კვაჭანტირაძე.
მაია კუკულაძე

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 108
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა