ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

ახალი პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი"~

9-10-2020, 12:51

გაიცანით მისი პოლიტიკური ფილოსოფია, ეკონომიკური ხედვები. რა მიმართებაშია ქართულ ტრადიციებთან და ა.შ. 
წერილი პირველი.
  ჩვენ, გირჩის წევრებს გვჯერა, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სიცოცხლე და სხეული! დოვლათი რომელიც ამ სიცოცხლითა და სხეულით იქმნება მისი საკუთრებაა! ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებებში სანამ ის არ აზიანებს სხვა ადამიანებს ან არ ძალადობს მათზე. ჩვენი პოლიტიკური ფილოსოფია ამოდის ლოკის ცნობილი თეზადან: სიცოცხლე თავისუფლება და საკუთრება ერთი და იგივეა! ღარიბები ვართ იმიტომ, რომ თავისუფლება არ გვაქვს! ნაკლები გადასახადები და მცირე მთავრობა ჯობია დიდ გადასახადებს და დიდ მთავრობას! საკუთარება აუცილებელია ადამიანის თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის; შვილი ეკუთვნის დედას და მამას! პასუხისმგებლობა შვილის აღზრდა-განათლებაზე ეკისრება მშობელს და არა სახელმწიფოს ან საზოგადოებას! ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ელაპარაკოს ბავშვს მშობლის თანხმობით, ამიტომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ვინმეს აუკრძალოს მასწავლებლობა; მჯერა, რომ მთავრობას არ უნდა ქონდეს უფლება გვაიძულოს ლარის გამოყენება და ინფლაციის მეშვეობით დაგვბეგროს! ეს ნიშნავს რომ უნდა შეგვეძლოს იმ ფულის გამოყენება რომელსაც ვენდობით; ამას მულტისავალუტო რეჟიმს ეძახიან.
თავისუფალი სავალუტო რეჟიმი ჩვენი ისტორიული მონაპოვარია, წარმოების ევროპულ წესთან ერთად სწორედ ის აძლევდა ქართულ ეკონომიკას მაცოცხლებელ ძალას ამდენ ომებსა და შემოსევებს რომ უძლებდა! ადამიანებმა მონაწილეობა უნდა მივიღოთ მართლმსაჯულების განხორციელებაში! დანიშნულ მოსამართლეს და პოლიციის უფროსს ადამიანების მიერ არჩეული მოსამართლე ჯობია! იძულებით ჯარს ჯობია ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო ჯარი! ,,გირჩი" ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს, ვინაოდან გვესმის, რომ კარგ თავდაცვას, კარგ ჯარს ძლიერი ეკონომიკა და მეტი ფინანსები სჭირდება! ადამიანებს უნდა გვქონდეს თავდაცვის უფლება მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით; შეიარაღებული მოსახლეობის თავისუფლების ხარისხიც მაღალია და თავდაცვისუნარიანობაც, როგორც ინდივიდიუალური ასევე სახელმწიფოებრივი ასპექტით.ვახტანგ ზენაიშვილი
                                     ღ

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 928
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა