სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
იმამყულიევი მომხდარს „ქართულ ოცნებას“უკავშირებს.
„ჩვენს აქტივისტს სავარაუდოდ ტირის თოფიდან, ფეხის არეში ესროლეს. ახლა, ის საავადმყოფოში უნდა მივიდეს. სამწუხაროდ, არ უნახავს, თუ ვინ ესროლა და ასე კონკრეტულად ვერავისზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ სავარაუდოდ , „ქართულ;ი ოცნების“ წარმომადგენელების მხრიდან მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა იმამყულიევმა.
“სოფელ სადახლოში “ევროპული საქართველოს” აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს”
განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 924