ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა ილია

"ჰო და არას ჭიდილია ერთადერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა" ილია

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებას არჩევნების გადადება არ აწყობს …

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებას არჩევნების გადადება არ აწყობს …
15-09-2020, 00:25

პარლამენტის პრობლემა ის არის, რომ მუდმივად შატალოზეა ანუ მუდმივად თავს არიდებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იყოს მთავრობის მაკონტროლებელი,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ეპიდემიასთან გამკლავების კონკრეტული გეგმით პარლამენტში უნდა მივიდეს და ის მათ შორის ოპოზიციასთან ერთად განიხილოს.
„ვითარება ისე მიდის, მე მოლოდინი მაქვს, რომ მაღალი ალბათობით შესაძლოა არჩევნების გადაწევაც მოგვიწიოს. ვიდრე სიცოცხლის საფრთხის მატარებელ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეეყანა, იქნებ ჯობდეს, რომ ხელისუფლებამ გეგმა გაგვაცნოს, პარლამენტს წარუდგინოს. ასე მთავრობის სპიკერმა კი არ უნდა მოგვახსენოს, რომ დღეს 9:00 საათზე მოგიყევით ხვალ დილით 8:00 საათიდან რისი უფლება გექნებათ და რისი აღარ- არა. ზუსტად ეს არის ამ პარლამენტის პრობლემა, რომ მუდმივად შატალოზეა ანუ მუდმივად თავს არიდებს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, იყოს მთავრობის მაკონტროლებელი. არამედ პარლამენტში უნდა მივიდეს მთავრობა და ოპოზიციასთან ერთად იხილავდეს ვერსიებს. სპეციალური სისტემა უნდა შექმნან თუ მაინც და მაინც ასეთი გაგიჟება გვაქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს არჩევნები უნდა ჩავატაროთ ყველაფრის ფასად, მაშინ უნდა მოხდეს შეთანხმება ყველაფერზე – სრულფასოვან სამოქმედო გეგმაზე. ამის გარეშე მუდმივად იქნება ერთმანეთისთვის თვალში თითის ტაკების ამბავი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
„ხელისუფლებას არჩევნების გადადება არაფრით არ აწყობს, იმ მიზეზით, რომ ეს არის მომავალი ზამთარი, რომელიც ძალიან მძიმე იქნება და იმის შემდეგ, ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას რაიმე პოზიტივის ჩვენება. ამასთან ერთად, არის ისიც, რომ მათ აქვთ შეგრძნება, შესაძლოა სრულიად სამართლიანი და საფუძვლიანი, რომ ამ წუთას კოვიდთან ბრძოლის პროცესში გაზაფხულზე მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, მათ მიმათ ნდობა გაზრდილია და მათი საიმედოობა მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობის მიერ არის პოზიტიურად შეფასებული, ვიდრე ეს იყო გასულ ზამთარს ან გაზაფულის დასაწყისში და ამის გაფლანგვა არ უნდათ. ესმით, რომ ამ წუთას ყველაზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ არჩევნების მოგებისთვის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

განყოფილება: პოლიტიკა
გადასვლები: 1 003
FACEBOOK კომენტარები